infobiz.ge

როგორ ავიხდინოთ საახალწლო სურვილები
გამარჯობა, ჩემო ერთგულო და საყვარელო მკითხველო!

რაკი ამ ახალ წელსაც ერთად ვხვდებით, კარგი იქნება, საახალწლო სამზადისიც ერთად გავწიოთ – უფრო ხალისიანი და გემრიელი გამოგვივა ეს პროცესი. გოზინაყის და საცივის რეცეპტებს უჩემოდაც ბევრ საიტზე მოიძიებთ, ამიტომ გადავწყვიტე, დღევანდელ ბლოგპოსტში კიდევ უფრო საჭირო რამის – ოცნებების რუკის – მომზადება შეგასწავლოთ.  ამბობენ, ახალ წელს ჩაფიქრებული ყველა სურვილი ახდებაო, ჰოდა, დროზე უნდა დავიჭიროთ თადარიგი.

რისთვისაა საჭირო?

ჯერ ერთი, იმას მივაღწევთ, რომ მუდამ გვემახსოვრება, რა გვინდა ნამდვილად და რაზე არ უნდა დავხარჯოთ ჩვენი ძვირადღირებული დრო თუ ენერგია, მეორეც – ჩვენს ქვეცნობიერს ვაიძულებთ, გამონახოს საჭირო გზა ჩვენივე არჩევანის რეალიზაციისთვის.

როგორია?!

ალბათ ცუდი არ უნდა იყოს, რადგან უამრავი წარმატებული და რაციონალურად მოაზროვნე (მეოცნებესთან ერთად, რა თქმა უნდა  ) ადამიანი იყენებს პოზიტიური ფსიქოლოგიის ამ აღმოჩენას და, როგორც ირწმუნება, ფანტასტიკურ შედეგებსაც აღწევს.

ვცადოთ?

მე, როგორც კომპიუტერის და ინტერნეტის დიდმა თაყვანისმცემელმა, გადავწყვიტე, რუკა პირდაპირ ონლაინში დავამზადო, მერე კი, მთელი წლით, Desktop-ზე ანუ ჩემი კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე მივუჩინო ადგილი. თუ ეს ვარიანტი არ მოგწონს, შეგიძლია, ამობეჭდო და კედელზე გააკრა – გემოვნებაზე არ დავობენ და თუ დავობენ – სულ ტყუილუბრალოდ  .

მანამდე, სანამ უშუალოდ რუკის დამზადებას შევუდგებით, მოდი, შენი ყველაზე სანუკვარი ოცნებები ჩამოწერე. ნატვრა რომ აგიხდეს, უპირველეს ყოვლისა, იგი უნდა გქონდეს! ხომ მეთანხმები? ე. ი. საჭიროა, წინდაწინ იცოდე, რა გეგმები გაქვს: პირადი ცხოვრების, გართობის, კარიერული წინსვლის, ჯანმრთელობის თუ გარეგნობის გაუმჯობესების კუთხით. მთავარია, თავი არ შეიზღუდო და შენი „შეკვეთა“, რაც შეიძლება, სრულყოფილი გამოვიდეს.

ჩამოწერე?

ახლა, აი, ამ სერვისზე გამომყევი http://fototalisman.com/ru/. ბევრი ვეძებე, ვარჩიე და, ჩვენი განზრახვის შესასრულებლად, ყველაზე მეტად ეს მომეწონა.

1. პირველ რიგში, შაბლონი აირჩიე (სურათი 1) და მასზე გაბედულად დააწკაპე. მე მაგალითისთვის შაბლონი „С новым годом!“ ავირჩიე.

სურათი 1.

2.  ახლა კი შაბლონის ზედა მარჯვენა კუთხეში (სურათი 2)  ჩამოწერილი კატეგორიები დაათვალიერე. სულ 10 კატეგორიაა: Бытовая техника – საყოფაცხოვრებო ტექნიკა; Дом – სახლი; Домашие животные – შინაური ცხოველები; Красота и здоровье – ჯანმრთელობა და სილამაზე; Любовь и семья – სიყვარული და ოჯახი; Путешествие – მოგზაურობა; Роскошь – ფუფუნება; Самореализация – თვითრეალიზაცია; Транспорт – ტრანსპორტი; Хобби и спорт – ჰობი და სპორტი.

სურათი 2.

შენი ამოცანაა, წინასწარ ჩამოწერილი სურვილების თითოეულ პუნქტს თითო ფოტო შეუსაბამო, მერე კი მაუსით გადაიტანო მარცხნივ, არჩეული შაბლონის იმ ადგილზე, სადაც მისი განთავსება მიგაჩნია საჭიროდ. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ საჭირო ფოტოებს თვითონ მოძებნი ინტერნეტში ან, თუ გრაფიკულ რედაქტორებში ერკვევი, საკუთარი ფოტოალბომის მიხედვით მოამზადებ (თითოეულ მათგანზე მთავარი გმირი თვითონ რომ იყო.  ამბობენ, ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობსო).

ფოტოების ატვირთვა შეგიძლია ღილაკზე „Загрузить свои фотографии“ (ატვირთე შენი ფოტოები) დაწკაპებით, ხოლო შესაბამისი წარწერების გაკეთება (ყველაზე უპრიანია მოკლე და ეფექტური აფირმაციები) ღილაკის „Добавить наклейку с текстом“ (დაამატე გასაკრავი წარწერა) გამოყენებით.

3. როცა სასურველი ფოტოებით გაწყობილი სურვილების რუკა მზად გექნება, მის ქვემოთ Подогнать под экран (მოარგე ეკრანს) პუნქტი მონიშნე (სურათი 3) და შენი მონიტორის ზომა შეარჩიე. დააწექი ღილაკს Готово (მზადაა) და ჩამოტვირთე ფოტო კომპიუტერში.

სურათი 3.

ხომ ადვილია?

ადვილიც და იმაზე არანაკლებ სასიამოვნოც, ვიდრე საახალწლო სამოსის, სუფრის ან ნაძვის ხის მორთულობის შერჩევა. შედეგი კი, დარწმუნებული ვარ, სასიამოვნოდ გაგაოცებს.

ბედნიერ ახალ წელს და ყველა საახალწლო ნატვრის ახდენას გისურვებ!

P. S. ჰო, არ დაგავიწყდეს, ახდენილი ოცნებების შესახებ ჩვენც მოგვწერო  .

თქვენი წარმატების გაუნელებელი რწმენით,

ქეთევან გოგიაშვილი

გაიგე, როგორ წამოიწყო ი ნ ფ ო ბ ი ზ ნ ე ს ი  - ყველაზე პერსპექტიული და ხელმისაწვდომი ბიზნესი ინტერნეტში.

ვინ გადაიხდის თანხას ინფოპროდუქტებში, როცა ინტერნეტში ამდენი უფასო ინფორმაციაა?
ამ კითხვას ყველაზე ხშირად სწორედ ის ადამიანები სვამენ, რომელთაც ქსელში მუშაობის არც ისე დიდი გამოცდილება გააჩნიათ. ხოლო მან, ვისაც არაერთი „შრომადღე“  გაუტარებია ინტერნეტში, კარგად იცის, როგორი ძნელია – ზუსტად ის იპოვო, რაც ნამდვილად და კონკრეტულ მომენტში გესაჭიროება.

თუმცა, ერთი შეხედვით, ყველაფერი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურება:  საძიებო სისტემა მასში შეყვანილ ნებისმიერ სიტყვაზე, სულ რამდენიმე წამში, ასიათასობით ვებგვერდის მისამართს გაწვდის. რა გინდა, სულო და გულო, აქ არ იყოს… შენ მხოლოდ შეიძელი და აარჩიე! ამის შემხედვარეს, გინდა – არ გინდა,  გიჩნდება კითხვა:

-         ვინ გადაიხდის ფულს იმაში, რაც ისედაც თავზესაყრელი და ყველასათვის ხელმისაწვდომია?

შევეცდები, კონკრეტულ კითხვას კონკრეტული მაგალითებით ვუპასუხო.

-          ვინ და… ის, ვინც:

საინფორმაციო ჯუნგლებში გამოცდილ მეგზურს საჭიროებს

ის, რომ ინტერნეტში ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით ზღვა ინფორმაციაა, ხშირ შემთხვევაში, ჩვენს ამოცანას უფრო ართულებს, ვიდრე გვიმარტივებს. როცა საქმეში ღრმად არ ხარ ჩახედული, მეტისმეტად რთულია, არსებითი დეტალები არაარსებითისგან გაარჩიო. მიდი და გაერკვიე: რომელი ინფორმაციაა კვალიფიციური და რომელი არა, რომელ  გადაწყვეტილებას მიჰყავხარ მიზნის მიღწევამდე და რომელი კიდევ უფრო გიხლართავს გზას.

თავისუფალი დროისა და შრომისმოყვარეობის სიჭარბით არ „იტანჯება“

არცთუ იშვიათად, ერთი შეხედვით, სულ  უმნიშვნელო ამოცანის გადასაჭრელად ათობით საიტის მონახულება, არანაკლები ვიდეორგოლის გაცნობა, სტატიების კითხვა, უამრავ სპეციფიკურ ტერმინსა და ცნებაში გარკვევა გვიწევს ხოლმე, რაც უკეთეს შემთხვევაში – მთელ დღეს, უარესში კი – თვეებს გვაკარგვინებს. ამას ძალიან დიდი დრო და შრომის უნარი ესაჭიროება. საიდან მოვიტანოთ, თუ არა გვაქვს?

პრობლემების გადასაჭრელად სწრაფ, მარტივ და მზამზარეულ პასუხებს საჭიროებს

ვის არ ჰქონია შემთხვევა, როცა რაიმე მწვავე პრობლემა,  გამოცდილმა ადამიანმა ორიოდე წუთში და ორიოდე სიტყვით რომ მოუგვარა, უბრალოდ, გადაუჭრელი ეჩვენებოდა. ასეთ შემთხვევებში, ნამდვილად ოქროს ფასი აქვს თანმიმდევრულ, პრაქტიკულ და მარტივ ინსტრუქციებს, რომლებიც ამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად შექმნილ პროფესიონალურ ინფოპრდუქტშია ხოლმე თავმოყრილი.

უფასო რჩევებს ეჭვით უყურებს

ადამიანის ფსიქოლოგია ისეთია, უფასო რჩევებს სათანადო პატივისცემით არ ეპყრობა. ეს რომ ასე არ იყოს, ყველანი მშობლებს დავუჯერებდით – ვინ გვირჩევს მათზე უკეთესად?!   ამიტომ თუ თქვენს ცოდნას და გამოცდილებას საჭირო ფასს დაადებთ, თქვენც მოიგებთ და მისით დაინტერესებული ადამიანებიც.

შიშობს, არ მოტყუვდეს

და ძალიან საფუძვლიანადაც. კარგად აქვს რა შესწავლილი  მომხმარებელთა ქცევის თავისებურებები და, ზოგადად, ადამიანის ფსიქოლოგია, ქსელში ძალიან ბევრი არამზადა ცდილობს ბრჭყვიალა სამკაულები ძვირფას ქვებად შემოგვასაღოს. თუ ერთხელ უკვე მწარედ მოტყუვდი, მეორეჯერ აუცილებლად შეეცდები, მხოლოდ სანდო წყაროსგან მიღებულ მონაცემებს ენდო. ამა თუ იმ სფეროში გამოცდილი და ავტორიტეტული პიროვნებისგან შეძენილი ინფოპროდუქტი და მასთან ურთიერთობის საშუალება კი ხარისხიანი ინფორმაციის მიღების შეუდარებლად მეტ გარანტიას იძლევა.

ვერ პოულობს ამომწურავ ინფორმაციას მისთვის საინტერესო საკითხებზე

რაც არ უნდა თვალუწვდენელი იყოს ინტერნეტის „ტრამალები“ და ურიცხვი მასში განთავსებული ინფორმაცია, ყველაფერს მაინც ვერ ვიპოვით (მით უფრო, ქართულ ვებსივრცეში). არასისტემატიზებული, ნაკუწ-ნაკუწ,  კილობაიტობით მოპოვებული ცოდნა კი ძალიან ხშირად საკმარისი არაა, ვერ უზრუნველყოფს ერთიანი სურათის დანახვას და ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს ვერ იძლევა.

აბა, როგორაა საქმე? უკვე იცით პასუხი კითხვაზე „ვინ იყიდის?“. თუ არა,  კიდევ ერთხელ გადახედეთ წითელი შრიფტით გამოყოფილ სათაურებს და მითხარით, იცნობთ ასეთ ადამიანებს? მე – ძალიან ბევრს   უფრო მეტი… თვითონაც ასეთი ვარ   და… თქვენ?

თქვენი წარმატების გაუნელებელი რწმენით,

ქეთევან გოგიაშვილი

გაიგე, როგორ წამოიწყო ი ნ ფ ო ბ ი ზ ნ ე ს ი  - ყველაზე პერსპექტიული და ხელმისაწვდომი ბიზნესი ინტერნეტში.

დავიცვათ თუ არა ჩვენი ინფოპროდუქტები
მოგესალმებით, ჩემო ერთგულო მკითხველებო და თანამოაზრეებო. ისე ხდება, რომ ბოლო დროს სულ უფრო იშვიათად ვაქვეყნებ ჩანაწერებს ბლოგზე, თუმცა მიზეზი არც საამისო ინტერესის დაკარგვაა, არც, ჩემივე პირით მრავალგზის აღიარებული, სიზარმაცე და არც, ღმერთმა დამიფაროს, უპასუხისმგებლობა.

თქვენი არ ვიცი და, მე გამუდმებით ვსწავლობ, ვმუშაობ, ვქმნი ახალ ინფოპროდუქტებს, არც ექსპერიმენტებს ვაკლებ ხელს. თქვენთან ურთიერთობის სიამოვნებისგან კი ამ ეტაპზე  თავს მხოლოდ იმის გამო ვიკავებ, რომ  არ მინდა, ჩემს პოსტებზე აბსტინენციის (ამ სიტყვის მნიშვნელობა თუ არ იცით, ბიძია გუგლის დაეკითხეთ   ) სინდრომი ჩამოგიყალიბდეთ  და ერთგვარი „ყავარჯნის“ როლი შევასრულო.

აი, რას ვგულისხმობ:

საიტზეც და გზავნილებშიც უკვე საკმარისზე მეტი ინფორმაცია დაგროვდა საიმისოდ, რომ ნებისმიერმა ახალმა ხელმომწერმა ინფობიზნესის არსში გარკვევა და პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა შეძლოს. მას კი ვინც, ზედაპირული ინტერესის დაკმაყოფილების შემდეგ, კვლავ მოლოდინის რეჟიმში ყოფნას ირჩევს, ხოლო  საკუთარ თავზე მუშაობას სხვის (მათ შორის, ჩემს) იმედად ყოფნა ურჩევნია, საინტერესოს მაინც ვერაფერს შევთავაზებ – არ მაქვს ეს ჯადოსნური ჯოხი და მომკალით!

საბედნიეროდ, ჩემს ხელმომწერებს შორის არც ისე ცოტა ადამიანია, ვინც სერიოზულად უღრმავდება არჩეულ თემას, გააზრებული და პრაქტიკული კითხვები უჩნდება, საკუთარ ხედვას, იდეებს თუ ეჭვებს მიზიარებს. ბუნებრივია, მათთან ურთიერთობა ძალიან მომწონს და ბევრს მასწავლის კიდეც. უკეთესად ვერკვევი, რა საკითხები საჭიროებს ჩემი მხრიდან მეტ ყურადღებას, რა კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი და ა.შ. ამიტომ შევეცდები ამ და მომდევნო პოსტებშიაც სწორედ მკითხველთა მიერ წამოწეულ თემებს შევეხო.

მაგალითად, უკვე ბევრმა მომწერა ინფოპროდუქტების დაცვის საკითხთან დაკავშირებით. მომავალ ავტორთა დიდი ნაწილი შიშობს, რომ ციფრული პროდუქტების მოპარვა ძალიან ადვილია და ქსელში მათი უფასო გავრცელების საფრთხეს დაუძლეველ დაბრკოლებად მიიჩნევს.

იყო დრო, ამ გარემოებას მეც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი. გულდასმით შევისწავლე უკვე არსებული პრაქტიკა და გავარკვიე, რომ ზოგი ინფობიზნესმენი ინფოპროდუქტების ტექნიკურ დაცვას მიმართავს (პაროლი, კოპირებისგნ დაცვა და ა.შ.), ზოგი კი უპირატესობას ანიჭებს სპეციალურ სერვისებს, რომლებიც, გარკვეული თანხის საფასურად, მონიტორინგს ატარებენ ქსელში და კონკრეტული ციფრული პროდუქტების ინტერნეტში უნებართვოდ გავრცელებას უშლიან ხელს.

თავდაპირველად მეც მომხიბლა ამ საშუალებებმა, მაგრამ მოგვიანებით, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი იყო ჩემი გაოცება, როცა არაერთგზის დავრწმუნდი, რომ ძალიან წარმატებულ ინფობიზნესმენთა უმეტესობა… საერთოდ უარს ამბობს ინფოპროდუქტების დაცვაზე!

შევეცდები აგიხსნათ, რატომ.

ჯერ ერთი, არ არსებობს ციფრული პროდუქტი, რომლის “გატეხვაც” არ შეიძლება (ბოლოს და ბოლოს, ბილ გეითსი ვერ ახერხებს ასეთის შექმნას). მეორე – თუ სათანადოდ მოინდომებ, გაუტეხავადაც არაა ძნელი, მოიპარო. მაგალითად, წიგნი, ყოველგვარი კოპირების გარეშე, თავიდან ააწყო ან ვიდეო პირდაპირ ეკრანიდან გადაიღო და ა.შ. სხვათა შორის, არც ნაბეჭდი წიგნებია დაცული იმისაგან, რომ ვინმე წასაკითხად სხვას ათხოვებს, გადააქსეროქსებს ან სულაც გააელექტრონულებს და ისე გაავრცელებს ინტერნეტში. არ მეთანხმებით?

მაგრამ მსგავს, მასობრივ, გავრცელებას რომ აზრი ჰქონდეს, თავად წიგნი ან კურსი უნდა იყოს ძალიან, ძალიან პოპულარული. ხოლო, ვთქვათ, 1 000 დაინტერესებული ადამიანი (სხვადასხვა ქალაქიდან და ქვეყნიდანაც კი) ორი ან მეტი წლის მანძილზე, ასეთ პოპულარობას არ ნიშნავს. სამაგიეროდ ნიშნავს არცთუ ისე ცოტა ფულს. ანუ თუ ჩვენი კურსი, მაგალითისთვის, 100 ლარი ღირს და 1000 ცალს გავყიდით ანუ 100 000-იან მოგებას უზრუნველვყოფთ, მგონი, არც ისე უკმაყოფილო უნდა დავრჩეთ. ხოლო თუ ერთი პროდუქტიდან მსგავსი შემოსავლის მიღების შემდეგ კიდევ ვინმე მოინდომებს მის მოპარვას, ვფიქრობ, კი არ უნდა დავემდუროთ, გულუხვად უნდა დავასაჩუქროთ ჩვენი ბრენდის რეკლამირებისთვის გაწეული შრომის გამო  .

ყველაფერთან ერთად, ნუ დაივიწყებთ იმასაც, რომ ციფრული პროდუქციის ავტორებს ისევე იცავს კანონი, როგორც სხვა ნებისმიერი საავტორო უფლების მფლობელთ. გარდა ამისა, საკუთარ ინფოპროდუქტებს შეგვიძლია დავურთოთ ბონუსები, რის შეთავაზებასაც მეკობრეები ვერ შეძლებენ. მაგალითად, ინდივიდუალური კონსულტაციები. პირადი გამოცდილება და პიროვნული ქარიზმა თქვენი ყველაზე დიდი კაპიტალია ინფობიზნესში, მის მოპარვას და ტირაჟირებას კი, მერწმუნეთ, ყველაზე ძლიერი ჰაკერიც ვერ მოახერხებს.

თუმცა ყოველივე ზემოთქმულიდან, მაინცდამაინც იმ აზრს ნუ გამოიტანთ, რომ დაცვას საერთოდ არა აქვს აზრი. რა თქმა უნდა, აქვს და ეს ჯერ არავის აუკრძალავს. უბრალოდ, ამ საკითხს იმაზე დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ, ვიდრე იმსახურებს. აჯობებს, მეტი დრო და ძალისხმევა ხარისხიანი ინფოპროდუქტების შექმნისა და მათი გაყიდვის ტექნიკის ათვისებას მოახმაროთ.

ამ მოწოდებით დაგემშვიდობებით. მორიგ პოსტში კი ვისაუბროთ თემაზე, თუ ვის სჭირდება თქვენი ფასიანი ინფოპროდუქტები მაშინ, როდესაც ინტერნეტში ამდენი უფასო ინფორმაციაა. დარწმუნებული ვარ, დაგაინტერესებთ.

თქვენი წარმატების გაუნელებელი რწმენით,

ქეთევან გოგიაშვილი

გაიგე, როგორ წამოიწყო ი ნ ფ ო ბ ი ზ ნ ე ს ი  - ყველაზე პერსპექტიული და ხელმისაწვდომი ბიზნესი ინტერნეტში.

ჩემი ექსპერიმენტისა და იმის შესახებ, თუ როგორ გავაკეთოთ ხელმოწერის ფორმა justclick-ზე
საინტერესოა, როცა რაიმეს გაყიდვას აპირებ, რა უნდა გინდოდეს ამ რაიმეთი დაინტერესებული ხალხის მოძებნაზე უფრო მეტად? ხომ არაფერი? აბა, რა უნდა იმის გაგებას, რომ ხელმომწერთა ბაზა ისეთივე აუცილებელი რამაა ინტერნეტ ბიზნესში, როგორც ჰაერი. არც არაფერი. ადამიანებს, რომლებსაც მოცემული თემა აინტერესებთ, ყოველდღიურად უნდა დავეძებდეთ, ვაგროვებდეთ, ვამრავლებდეთ. აქტიურად ან პასიურად. ყველაზე მეტად (როგორც ყველა ზარმაცს) სწორედ ეს უკანასკნელი  მეთოდი მომწონს – პასიური! რისი მშვენიერი შესაძლებლობაც ისევ და ისევ მის უდიდებულესობა ინტერნეტმა მოგვცა.

რა უნდა ამის გაკეთებას?

შექმენი რაიმე უფასო ინფოპროდუქტი, დააყენე ბლოგზე (ან სხვაგან, სადაც გნებავს) ხელმოწერის ფორმა და დანარჩენი მან იცის და მისმა მოხერხებამ!

ცარიელი სიტყვების, როგორც არ უნდა მომწონდეს ისინი, თქვენი არ იყოს, არც მე მჯერა. უარესი… იმდენად სკეპტიკოსი გახლავართ (თუმცა ერთი შეხედვით არ მეტყობა  ), სანამ საკუთარ თავზე არ შევამოწმებ და საკუთარი თვალით არ ვნახავ, ეგრე ადვილად ვერაფერს დამაჯერებ: მიუხედავად ზემონახსენები სიზარმაცისა, ყველაფერი უნდა შევამოწმო, „გამოვშიგნო“, დავშალო და მერე ავაწყო, რომ გასაგები იყოს ჩემთვისაც და სხვისთვისაც. ჰოდა, ვარ სულ ასე, ექსპერიმენტებში  .

ამ რამდენიმე თვის წინ კი გადავწყვიტე, ასეთი ექსპერიმენტი ჩამეტარებინა: გამეკეთებინა სრულიად ახალი, მარტივი საიტი, რომელზეც რამდენიმე სასტარტო თემატურ სტატიას (სხვამ დამიწერა) და, სათანადო ხელმოწერის ფორმით აღჭურვილ, უფასო ინფოპროდუქტს განვათავსებდი (რომლის შექმნასაც ზუსტად 2 დღე მოვანდომე),  მერე კი… მივატოვებდი და დავივიწყებდი. არა, სამუდამოდ არა – ექსპერიმენტის გულისათვის

გავაკეთე და დავივიწყე. შედეგი?

ასე, ნახევარი წლის შემდეგ შევდივარ და რას ვხედავ! – გაზიმზიმებული ხელმომწერთა ბაზა მხვდება, 700 კაცს სულ ცოტა უკლია. რაც მთავარია, ამ ხალხის მოსაძებნად არცერთი წუთი ზედმეტი დრო და არცერთი თეთრი არ დამიხარჯავს. გულზე ხელს დავიდებ და დავიფიცებ – სოციალურ ქსელებშიც კი არ გამიზიარებია ერთი ბმული მთელი ამ ხნის განმავლობაში! რეკლამაზე და სეო ოპტიმიზაციაზე საუბარიც არაა. ვარ მე ჩემთვის, ის – თავისთვის! არა, იმის მტკიცებას არ ვაპირებ, რომ ამას მისაბაძი და სამაგალითო საქციელი ჰქვია – ხელმომწერთა ბაზას არა მარტო შექმნა, გამოყენებაც უნდა  , მაგრამ… ეს მორიგი ექსპერიმენტის ამოცანაა, ხომ გესმით?

ჰოდა, ახლა ცხელ გულზე კიდევ ერთხელ უნდა გასწავლოთ ხელმომწერთა ფორმის შექმნა.

ამჯერად სერვისზე Justclick, რომლითაც მოცემულ მომენტში ვსარგებლობ. ამის გაკეთება ანალოგიურად ხდება სხვა ნებისმიერ სერვისზეც და იმდენად მარტივია, რომ ძალიან მაოცებს, რატომ უჭირს და ესიკვდილება, ვისაც უჭირს და ესიკვდილება  .

აი, მომყევით და თვითონაც დაინახავთ.

1. ვრეგისტრირდებით სერვისზე Justclick ამას, ვიმედოვნებ, უჩემოდაც მოახერხებთ. 2. შედივართ ფოტოზე მითითებულ განყოფილებაში.

3. ვაწკაპებთ ისრით ნაჩვენებ ღილაკზე.  4. შეგვყავს იდენტიფიკატორის დასახელება (რაც მოგვაფიქრდება) ლათინურად და ჯგუფის დასახელება, რა ენაზეც გვსურს.   5. ფოტოზე მითითებულ ველში ვტოვებთ იმ ტექსტს, რაცაა ან ვაქართულებთ.  6. ვავსებთ დანარჩენი ველებიდან, რომელსაც საჭიროდ ჩავთვლით.   7. ვინახავთ მონაცემებს.   8. შევდივართ ხელმოწერის ფორმის გენერატორში.   9. ვაწვებით ფოტოზე მითითებულ ღილაკს.   10. ვწერთ დასახელებას და ვირჩევთ ჯგუფს, რომლისთვისაც ვქმნით ფორმას (добавить в группы).

11. ვირჩევთ, ვიზუალურად როგორი  ფორმა ჰქონდეს ხელმოწერის ბლოკს, რა ზომის იყოს და როგორ გამოიყურებოდეს დასტურის ღილაკი.

12. ვამოწმებთ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. თუ მოგვწონს ვტოვებთ, თუ არა – ვცვლით, სურვილისამებრ.

13. Сtrl+A-თი ვნიშნავთ შექმნილ კოდს, Ctrl+C-თი ვაკოპირებთ, წავიღებთ და სადაც გვსურს, იქ ჩავსვამთ Ctrl+V-თი.

14. ამის შემდეგ შეგვიძლია, გარკვეული კორექტივებიც შევიტანოთ კოდში ანუ მოვძებნოთ და გადავაქართულოთ რუსულად შევსებული ყველა ველი.

არ მითხრათ, რომ ძნელია ამის გაკეთება და არც ის, რომ არ აპირებთ    ხელმომწერთა სიმრავლეს გისურვებთ!

თქვენი წარმატების გაუნელებელი რწმენით,  ქეთევან გოგიაშვილი  გაიგე, როგორ წამოიწყო ი ნ ფ ო ბ ი ზ ნ ე ს ი  - ყველაზე პერსპექტიული და ხელმისაწვდომი ბიზნესი ინტერნეტში.

ნუ მიჰყიდით სულს ეშმაკს – მეტისმეტად ცოტას იხდის!
დაზუსტებით არ შემიძლია ვთქვა, ეშმაკი გაეშმაკდა უფრო მეტად თუ 21-ე საუკუნის Homo Informatikus-ს დაუჩლუნგდა განსჯის უნარი, მაგრამ ფაქტი ცხადზე უცხადესია: მას სულ უკეთ და უკეთ გამოსდის ჩვენი მოტყუება.

აბა, რა დავარქვა ამ შეგონებებს, რომელთაც, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილოდ და შეუმოწმებლად ენდობიან მავანნი და მავანნი:

ის უნდა აკეთო, რაშიც ფულს გიხდიან!

მერე რა, რომ… გვარს არ დავასახელებ, ისედაც იცნობთ… სიკვდილი ურჩევნია საძულველ სამსახურში წასვლას ან სიგარეტს ყიდის იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დააფინანსოს, ბოლოს კი ისე გამოდის, რომ ყველაფერი, რისი შოვნაც მოახერხა, ამ თავდადებული „შრომითი ღვაწლის“ შედეგად დაგროვილი დაძაბულობის, გაღიზიანების, დაუკმაყოფილებლობის შედეგად გამომუშავებულ სნეულებებთან ბრძოლას ხმარდება.

როგორც გინდა, ისე ცხოვრებას მაშინ შეძლებ, როცა ამისთვის საკმარის ფულს იშოვი!

აბა, რა!

ოღონდ ეგაა… ფული, რატომღაც, არასოდესაა საკმარისი. მეგობრებთან ერთად, ახალგაზრდობაში დასაპყრობი მწვერვალების დალაშქვრაში უკვე, ასაკთან ერთად შემოპარული, გულის ფრიალი თუ უხალისობა უშლის ხელს რატომღაც, საყვარელმა ადამიანმა კი „მოულოდნელად“ აღმოაჩინა, რომ დიდი ხანია არაფერი აქვთ საერთო, ამიტომაც… ხომ იცი, გულს ვერ უბრძანებ და… ერთი სიტყვით, მათი გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა.

მეტს იშრომებ, მეტს იშოვი!

ალბათ სწორედ ეს, „შრომისმოყვარეობის“ ჯოჯოხეთური ცეცხლის აღმგზნები მოტივი ამოძრავებს, როცა თავს აიძულებს, ოჯახში ყველას მაგივრად იმუშაოს, ყველას პრობლემა საკუთარ თავზე აიღოს, სულაც და სულაც, დაამტკიცოს, რომ ყველაზე მაგარია – ერთის მაგივრად რამდენიმე სამუშაო ადგილი იშოვოს, შემოსავლის გასაორმაგებლად, ღამისთევას და ორმაგი ყავის სმას მიეჩვიოს, ქრონიკულ უხასიათობასთან საბრძოლველად – ალკოჰოლს, ბოლოს კი… პიროვნების გაორების სინდრომი აიკიდოს მხოლოდ იმის გამო, რომ გულის რომელიღაც კუნჭულში მცხოვრებ, რომანტიკულ და ნაკლებად პრაგმატულ, „მეორე მე“-ს არსებობის უფლება არ მისცა.

გააკეთე, როგორც „ის“ აკეთებს!

თუ ვინმეს წარმატებული ცხოვრების წესი, შემოსავლის მაჩვენებელი და საქმიანობის სფერო მოსწონს, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე (რაღა ფიქრი უნდა!) იწყებს მისი მუშაობის ხერხების და მეთოდების კოპირებას, თუმცა… ვერაფრით აუხსნია და დღითიდღე უფრო აოცებს  ის ფაქტი, რომ, რაც მეტად ემსგავსება თავის იდეალს, მით მეტად განსხვავდება მათი ბედნიერების  ხარისხი, ნაყოფიერების დონე და, რაღა თქმა უნდა, შემოსავლის ოდენობა.

დღევანდელი კვერცხი გერჩიოს ხვალინდელ ქათამს!

ამ სიბრძნეს გამოკიდებული, მზრუნველობას აკლებს საკუთარ, ოქროს კვერცხისმდებელი ჯიშის ჯერ კიდევ უსუსურ, დაუცველ წიწილებს და სხვისი, „იაფად ნაშოვნი“, კვერცხის პარტიის გაყიდვას იწყებს. „იოლი ფულის“ თვლით გართული კი, წიწილებთან ერთად, მომავლის პერსპექტივას (უკეთეს შემთხვევაში – მხოლოდ დროს) კარგავს და კიდევ ერთხელ ღალატობს საკუთარ გეგმებს, სხვისი მიზნების სასარგებლოდ.

ფულს სუნი არა აქვს!

და კიდევ, აი, ის… როგორაა? დიახ, დიახ, „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“!

ამიტომაც კონკურენტებს გამუდმებით წელს ქვემოთ ურტყამს, წამოდგომის შანსი რომ მოუსპოს. იბრძვის და ამაყობს საკუთარი მოქნილობით, მოხერხებულობით, მოსაზრებულობით. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო აზარტული ხდება, უფრო და უფრო ანგარიშგასაწევი, უფრო და უფრო დაუნდობელი!

მერე? მერე ის, რომ… ტრაგიკული ფინალის აღწერისგან თავს შევიკავებ – უბრალოდ ვიტყვი:

ბ ა ლ ა ნ ს ი   მ ა ი ნ ც  უ ა რ ყ ო ფ ი თ ი  ა ღ მ ო ჩ ნ დ ე ბ ა  ხ ო ლ მ ე!

ამიტომ (და არა მხოლოდ ამიტომ) უბრალოდ არ ღირს, თავად ეშმაკის ნაკარნახევ იდეებს ვენდოთ იმის თაობაზე, რომ ფულის საშოვნელად მისთვის სულის მიყიდვაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ მოგების მიღება ბიზნესის უმთავრესი ამოცანა და ამოსავალი პრინციპია, მისი განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ბაზარზე რაიმე განსაკუთრებულ ფასეულობას ვქმნით. ეს კი სულიერი მისწრაფებების მობილიზების და ჩვენს საქმეში მათი სწორი ინვესტირების გარეშე არანაირად არ ხერხდება და, რომც მოხერხდეს, საბოლოო ჯამში, იმედგაცრუების გარდა სხვა დივიდენდი არ გვექნება.

-         თუ ჩვენს პროდუქტში და/ან  მომსახურებაში ჩვენი არსების ნაწილი არ ჩავდეთ,

-         თუ საკუთარი საქმე თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებად ვერ ვაქციეთ;

-         თუ ტექნიკურ ინსტრუქციებს და მარკეტინგულ ინსტრუმენტებს მეტად ვენდობით, ვიდრე საკუთარი სულის ძახილს;

-         თუ ჩვენი იდეები მხოლოდ სხვისი მიბაძვის მცდელობაა და

-         თითოეული ჩვენი მოქმედება საკუთარი ინდივიდუალურობის თუ უნიკალურობის ნიშნით არაა აღბეჭდილი,

წ ა რ მ ა ტ ე ბ ი ს  შ ა ნ ს ი  ა რ  ა რ ს ე ბ ო ბ ს!

ხოლო თუ პრიორიტეტები, როგორც ეგების, ანუ სულიერიდან მატერიალურის მიმართულებით, გვაქვს დაწყობილი, ჩვენი საქმიანობა იქნება:

-         ბრძოლა, რომელშიც დამარცხებული არ არსებობს;

-         შრომა, რომელიც ანაზღაურებას არ მოითხოვს და მაინც ყველაზე ძვირად ფასობს;

-         გამოცდილება, რომელიც სულიერად და მატერიალურად გვაძლიერებს;

-         დაუვიწყარი თავგადასავალი და არა ერთფეროვანი, უგემური ყოფა;

-         მიზანი, რომელიც ხანდახან სიცოცხლეზე მეტიც კი ღირს.

დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია: ყველაფერს ისწავლი, ყველაფერს მოიფიქრებ, ყველაფერს თავს გაართმევ… მთავარი სწორედ საკუთარი თავის პოვნაა, საკუთარი ფერების აღმოჩენა, საკუთარ ოცნებებში გზის გაგნება, დაუსრულებელი ძებნა საკუთარი ხმის და ტონალობის.

თქვენი არ ვიცი და მე სულ ვეძებ. გამუდმებით ვეძებ. და რასაც ვპოულობ, რაც კი სასარგებლოდ და საინტერესოდ მიმაჩნია, დიდი სიხარულით გიზიარებთ სწორედ თქვენ, ამ ბლოგის მკითხველებს – ჩემს ერთგულ მეგობრებს, კლიენტებს, პარტნიორებს.

ამ ძიებამ რამდენიმე თვის წინ იმის გაცნობიერებამდე მიმიყვანა, რომ ადამიანს, თუ ნამდვილად გსურს, ცხოვრების შეცვლისაკენ, რაიმე სასარგებლო საქმიანობისკენ უბიძგო, პირველ რიგში, საკუთარი თავის, საკუთარი გზის მოძებნაში უნდა დაეხმარო, მაგრამ როგორ? მაინც, როგორ…

მრავალი წუთი, საათი და დღე შევალიე ამ კითხვაზე პასუხის ძებნას და, მისი სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა, ხელიც კი ჩამექნია უიმედო განზრახვაზე, ბებიკო ნაილი რომ არ მომვლენოდა მხსნელად – პიროვნება, რომელიც თავად მე დამეხმარა საკუთარი თავის მოძებნაში  . ჰოდა, გადავწყვიტე მის შესახებ თქვენთვისაც დაწვრილებით მომეთხრო.

ყველანაირი საქმე გადავდე: სტატიების წერასაც თავი დავანებე, ინფოპროდუქტების მომზადებასაც, ტელეფონი რა სათქმელია, ინტერნეტიც კი გამოვრთე, ხელი რომ არ შეეშალა, ავდექი… არა, დავჯექი   და – თვითონაც მიკვირს, ეს რამ ჩამადენინა – ერთი მხატვრული ჟანრის წიგნი გამოვაცხვე თქვენთვის!

რატომ მხატვრული?

რა ვიცი… უბრალოდ, გამახსენდა, რომ, როცა რაიმე რთული საკითხი მაქვს გადასაწყვეტი, ყოველთვის ასეთ წიგნებს ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, თეატრში მივდივარ ან უბრალოდ მუსიკას ვუსმენ. ბავშვობიდან ასე ვარ და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო – ძალიან ეფექტური საშუალებაა პრობლემების მოსაგვარებლად. მგონი, ისიც ვიცი, რატომ. ეს ყველაფერი, ერთად და ცალ-ცალკე აღებული, ხომ სულს კვებავს, გრძნობებს აცოცხლებს, წარმოსახვას აძლიერებს და, როგორც წესი, ჩვენს აზრებსაც ყოველთვის საჭირო მიმართულებას აძლევს ხოლმე. შემოწმებულია.

თუმცა წიგნი, რომელსაც, სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად, ამ ბლოგის თითოეული მკითხველი მიიღებს საჩუქრად, ყველასთვის მაინც არ იქნება სასარგებლო… მიზეზს მის პირველივე გვერდზე გაგიმხელთ, ტყუილად რომ არ დაკარგოთ დრო  . აი, დაათვალიერეთ, ესეც pdf ფორმატში და გადატვირთეთ, სურვილის შემთხვევაში, საკუთარ კომპიუტერზე. ვნახოთ, დარჩება თუ არა იგი თქვენს Desktop-ზე

ახალ და თქვენი სულისთვის სასარგებლო აღმოჩენებს გისურვებთ!

თქვენი წარმატების გაუნელებელი რწმენით,

ქეთევან გოგიაშვილი, იგივე დეა მარადჩემია, იგივე Keti Go… და ა.შ.:)

გაიგე, როგორ წამოიწყო ი ნ ფ ო ბ ი ზ ნ ე ს ი  - ყველაზე პერსპექტიული და ხელმისაწვდომი ბიზნესი ინტერნეტში.

ითამაშეთ და გამდიდრდით!
არა, ჩემი მოწოდება არც კაზინოს თუ, ჩვენში ასე პოპულარული, ტოტალიზატორების პროპაგანდას ემსახურება და არც ლატარიის ბილეთის შესაძენად გაგულიანებთ. არა მგონია, ამ ბლოგის მკითხველები ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნოდნენ, მსგავსი ტიპის აქტივობებზე რომ „აგებს“ საკუთარ ფინანსურ კეთილდღღეობას.

არც მე ვარ ასეთი გულუბრყვილო, რა თქმა უნდა  .

თუმცა სრულიად სერიოზულად მიმაჩნია, რომ ზოგიერთი თამაში ნამდვილად უწყობს ხელს გამდიდრებას. მათ ეკონომიკური თამაშები ჰქვია!

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ადამიანი კეთების პროცესში ყველაზე უკეთ სწავლობს. ჭკვიანმა პიროვნებებმა აქედან ზუსტად ასეთივე ჭკვიანური დასკვნა გააკეთეს და აღიარეს, რომ ბიზნესისა და ინვესტირებისთვის საჭირო აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება რეალური ფინანსური დანახარჯების (ხშირ შემთხვევაში – დანაკარგების) გარეშეც შეიძლება. ამ მიზნებისთვის კი მთელი წყება სპეციალური ტრენინგ-თამაშები შექმნეს, სადაც წაგება და მოგება ერთნაირად სასარგებლოა – თვალსაჩინოს ხდის რა ჩვენ მიერ არჩეული სტრატეგიის ავ-კარგს.

პირადად მე ძალიან მომწონს გართობის ეს სახე და სულ დავეძებ ადამიანებს, ვინც ამ თამაშებს მეთამაშება  .

სწორედ ასეთმა აზარტულმა მოთამაშეებმა დავაარსეთ რამდენიმე წლის წინ ორგანიზაცია „ეკონომიკური თამაშების კლუბი“, რომლის ერთ-ერთ პროექტსაც წარმოადგენს „ინფობიზნესი საქართველოში“. თამაშ-თამაშით ბევრი სერიოზული საქმის გაკეთება შეიძლება, რომ იცოდეთ  .

ერთ-ერთ ყველაზე მარტივ ეკონომიკურ თამაშს წარმოადგენს, ვფიქრობ, თქვენთვისაც კარგად ცნობილი „მონოპოლია“. ის ბავშვებთანაც კი შეიძლება ითამაშო. ყოველ შემთხვევაში, მე, ჩემს შვილს და მის მეგობარს საკმაოდ საინტერესო სეანსები გამოგვდიოდა, როცა ისინი, ჰა და ჰა, 10 წლისანი თუ იყვნენ  .

ხოლო თუ უკვე გაიზარდეთ და გსურთ, ფინანსების მართვის საფუძვლები შეისწავლოთ; გაიგოთ, როგორ გაუმკლავდეთ ფინანსურ ვალდებულებებს და გაზარდოთ პირადი კაპიტალი – თქვენს ყურადღებას უცნობილესი ბესტსელერის „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“ ავტორის, რობერტ კიოსაკის, არაჩვეულებრივ თამაშზე – Cashflow  - შევაჩერებ.

Cashflow დაუჯერებლად ეფექტური თამაშ-ტრენინგია, რომელიც:

მოგცემთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შეფასების მოქნილ და მარტივ ინსტრუმენტებს, გაგიადვილებთ ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა-დაგეგმვას;

გამოააშკარავებს შეცდომებს, რაც თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის;

ცხოვრებისეული და ბიზნეს სიტუაციების მოდელირების გზით მათ ეფექტურ მართვას შეგასწავლით;

აგიხსნით, როგორ შეიქმნათ პასიური შემოსავალი მაშინაც კი, თუ ხელფასზე გიწევთ ცხოვრება;

გარკვევით დაგანახვებთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოთ თავი „ხელფასიდან ხელფასამდე“ არსებობის მოჯადოებულ წრეს.

ამას დაუმატეთ თანამოაზრეების სასიამოვნო გარემო, თამაშის ხალისიანი ატმოსფერო, სხვისი გამოცდილების გაზიარების და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის სიხარული…

როცა ეს თამაში ბაზარზე გამოვიდა, კიოსაკის საყვედურობდნენ, რომ იგი ძალიან ძვირია სამაგიდო თამაშის კვალობაზე (მისი სრული კომპლექტის გამოწერა ტრანსპორტირება-დაზღვევა-განბაჟებიანად თავის დროზე დაახლოებით 500 ლარი დამიჯდა), რაზედაც მან მოკლე, მაგრამ, ჩემი აზრით, სრულიად დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხი გასცა:

„ძვირია… მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც განათლების მიღება კოლეჯში, მთელი ცხოვრება ხელფასისთვის შრომა, გადამეტებული გადასახადების გადახდა ან იმის შიშით ცხოვრება, რომ საინვესტიციო ბაზარზე არ დაკარგო მთელი შენი ფული“.

Cashflow-ს პრაქტიკულად ყველა მოთამაშე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თამაშის პირობებს შემთხვევა განსაზღვრავს (ისევე, როგორც ჩვენს „სასტარტო პირობებს“ – ცხოვრება), მოთამაშეები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც რეალურ ცხოვრებაში: „ზოგს გარისკვა აშინებს, ზოგი მოაგროვებს რა მცირეოდენ თანხას, დიდი გარიგებებისკენ ისწრაფვის და კოტრდება. მესამენი გამუდმებით საკუთარი ბიზნესის შექმნაზე საუბრობენ, მაგრამ ან სამუშაოს კარგავენ, ან ბავშვებს აჩენენ.“

მოკლედ რომ ვთქვათ, Cashflow ჩვენი ცხოვრების, ფინანსური შესასძლებლობების და მათი მართვის უნარის ერთგვარი სადიაგნოსტიკო ტესტია და თუ ამ ტესტს მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების წინ გაივლით, ეჭვი არაა, სერიოზულ სარგებელს მიიღებთ. პირველ რიგში, თავს დაიზღვევთ გაუმართლებელი რისკებისგან. ამის პარალელურად კი ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად საჭირო ცნობიერებასა და სიტუაციის კონტროლისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც გამოიმუშავებთ.

თუ ამ ყველაფერმა თქვენც ჩემსავით დაგაინტერესათ, პირადი ფინანსების გონივრულად მართვისადმი მიძღვნილ ძალიან საინტერესო ტრენინგზე მინდა მიგიწვიოთ, სადაც გარდა იმისა, რომ ამ თემასთან დაკავშირებულ არაერთ კითხვას გაეცემა პასუხი, ღონისძიების სხვა მონაწილეებთან ერთად, შესაძლებლობა გექნებათ ითამაშოთ… დიახ, სწორედ კიოსაკის Cashflow – არც მეტი, არც ნაკლები!

თუმცა, აჯობებს, თქვენი თვალით ნახოთ. აი, ბმული –  გაეცანით და მიიღეთ მონაწილეობა!

შეხვედრამდე… სათამაშო მაგიდასთან!

თქვენი წარმატების გაუნელებელი რწმენით,

ქეთევან გოგიაშვილი

გაიგე, როგორ წამოიწყო ი ნ ფ ო ბ ი ზ ნ ე ს ი  - ყველაზე პერსპექტიული და ხელმისაწვდომი ბიზნესი ინტერნეტში.

ვინ მიგვასწავლის გზას წარმატებისკენ?
შეგიძლიათ მითხრათ, რა უნდა მოიმოქმედოს შემთხვევით უცხო ქალაქში მოხვედრილმა ადამიანმა, რომელმაც არც ენა იცის, არც გზაკვალი? ჩემი აზრით, პირველ რიგში, საკუთარ ენაზე მოსაუბრე მეგზურსა და გზის მასწავლებელს უნდა დაუწყოს ძებნა. ასევე იქცევა ან უნდა იქცეოდეს, ალბათ, ნებისმიერი პიროვნება, ვინც მისთვის სრულიად უცნობ სფეროში გარკვევას ან სიახლეების სწრაფად ათვისებას მოინდომებს. მგონი, არც იმაზე შემედავებით, რომ, ორი ერთნაირი მონაცემების და ხასიათის  მქონე სპორტსმენის შემთხვევაში, ჩემპიონად გახდომის შანსი მხოლოდ იმას აქვს, ვისაც კარგი მწვრთნელი არგუნა ბედ-იღბალმა.

თუმცა ბედისა და იღბლის იმედად ყოფნაც არაა მთლად გონივრული საქციელი… კარგ მასწავლებელს ძებნა უნდა – დაუღალავი და აქტიური! რადგან სწორედ იგია წარმატებისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზის მაჩვენებელი და იმის საიმედო გარანტია, რომ ამ მიზნის მისაღწევად მინიმალურ დროს, ძალისხმევას და სხვა საჭირო რესურსს დავხარჯავთ.

არ არსებობს კარგ მასწავლებელზე დიდი სიმდიდრე და არც ისეთი სიმდიდრე არსებობს, რომლის გაღებაც არ ღირდეს მის „ხელში ჩასაგდებად“. ცუდი ისაა, რომ ასეთ მასწავლებელს ყოველ ნაბიჯზე ვერ შეხვდები, თუმცა თავი არ უნდა დაზოგო და მანამდე არ შეწყვიტო ძებნა, სანამ, ბოლოსდაბოლოს, არ იპოვი. მერწმუნეთ, იგი ნამდვილად ღირს ამად!

თუ აქამდე საკმარის ძალისხმევას არ უთმობდით საჭირო მასწავლებლის ძიებას და თქვენი ცხოვრებიდან ვერ გაიხსენეთ ზემოთ მოყვანილი მტკიცებულების დამადასტურებელი ვერც ერთი მაგალითი, ჩემსას მოგიყვებით და ენით აუწერლად ბედნიერი ვიქნები, თუ იგი ერთგვარი მამოტივირებელი ისტორიის როლს შეასრულებს თქვენს საქმიანობასა და წარმატებაში.

მისაღები გამოცდების დაწყებამდე ზუსტად 30 დღე მქონდა დარჩენილი. სამედიცინო სასწავლებელში მოპოვებული წითელი დიპლომი ინსტიტუტში ერთი საგნის ჩაბარების უპირატესობას მაძლევდა – მივიღებდი ხუთიანს – ხომ კარგი, თუ არა და – მომავალ წლამდე მომიწევდა სტუდენტობის მოლოდინი, იმიტომ, რომ სხვა საგნების მომზადება აზრადაც არ მომსვლია – მინიმალური ძალისხმევის პრინციპი მაშინაც, როგორც ახლა, ყველაზე ეფექტურად მიმაჩნდა ცხოვრებაში  .

თუმცა წინდაწინ რომ მცოდნოდა…

გამოცდების დაწყებამდე  ორიოდე თვით ადრე, უფლებამოსილ პირთა კომისიამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და  მედალოსან-წითელდიპლომიანთა პრივილეგირებული „კასტა“ უპრეცენდენტო სიურპრიზით გააოცა – ჩასაბარებელი საგანი შეგვიცვალა! თუ ასეთი მაგრები და ნასწავლები ხართ, რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, რომელ საგანს ჩააბარებთო?!

სხვისთვის არ ვიცი და ჩემთვის ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა – ძალიან დიდი და არსებითი!

სასკოლო საგნების შესწავლას ჩვენს სასწავლებელში თითქმის ფორმალური ხასიათი გააჩნდა და საათების ძალიან მცირე რაოდენობა ეთმობოდა – მთელი ყურადღება სპეციალურ საგნებზე იყო გადატანილი, ამიტომ იქ მიღებული ცოდნა წარმატების გარანტიად ვერანაირად გამომადგებოდა. უკან დახევაც არ მინდოდა… არ შედიოდა ჩემს გეგმებში, კიდევ ერთი წელი აბიტურიენტად დავრჩენილიყავი. ოღონდ ისეთი მასწავლებელი მიპოვეთ, რომ მომეწონოს და დანარჩენი ჩემზე იყოს-მეთქი, – ვთხოვე მშობლებს და, რა იოლად გადავრჩითო, ისინიც სიხარულით დამეთანხმნენ, თუმცა, როგორც დაინახავთ, სულაც არ აღმოჩნდა ეს პირობა ადვილად შესასრულებელი.

რეპეტიტორის ძებნა უკვე ძალიან გვიან იყო. 80-იანი წლების „სამედიცინოს ეპიდემია“ თუ გახსოვთ ან გსმენიათ მაინც მის შესახებ, მიხვდებით, რა სიტუაციში აღმოვჩნდებოდი. კარგ მასწავლებლებს ჯგუფები მომავალი წლისთვისაც უკვე დაკომპლექტებული ჰქონდათ, ცუდი და საშუალო კი, ჩემი ღრმა და შეუვალი რწმენით, არაფერში გამომადგებოდა.

მიმიყვანეს ერთთან, ადგილობრივი მასშტაბით სახელგანთქმულ პედაგოგთან, რომელსაც მამასთან კოლეგიალობის უღალატო გრძნობა აკავშირებდა და უარი მხოლოდ ამის გამო ვერ აკადრა. რამდენიმე მეცადინეობაზე ვიარე და… ამასთან არაფერი გამომივა, მეტს აღარ წავალ-მეთქი, ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე. რას უწუნებო? – გულწრფელად დაინტერესდა მამაჩემი. საერთოდ არ უხარია, რომ მასწავლის-მეთქი, – გამოვწერე „საბრალდებო დასკვნა“. ის კი ვეღარ ავუხსენი მთლად გარკვევით და დალაგებულად, რა კავშირი არსებობდა პედაგოგის ხასიათის აღნიშნულ თვისებასა  და მისგან საჭირო ცოდნის (რომელიც საკმარისზე მეტიც გააჩნდა) მიღებას შორის, მაგრამ ჩემთან დავის დრო აღარ იყო და, რის ვაი-ვაგლახით, კიდევ ერთი რეპეტიტორი მომიძებნეს – დედაქალაქში და პრესტიჟული!

პირველივე შეხვედრიდან გამოვიქეცი: ეგ საერთოდ არაა მასწავლებელი, უბრალოდ, ფულს შოულობს ამ საქმით-მეთქი. ამას ჩაბარება არ უნდა და დაგვცინისო, – აღშფოთება ვერ დამალა დედამ. ასეთად მიცნობთ-მეთქი? – ძალიან მეწყინა, ჩემში ეჭვი რომ შეიტანეს, მაგრამ მაინც არ დავნებდი!

ხელი ჩაიქნიეს და მესამესთან მიმიყვანეს. ჩაწყობით და ნაცნობობით.

ვერც იმან გაიარა გასაუბრება  .

ამასობაში დრო გავიდა და საიდანაც ამ ამბის თხრობა დავიწყე, ზუსტად იმ ადგილსა და გარემოებაში აღმოვჩნდი ანუ წინ მხოლოდ ერთი თვე მაქვს და ვაპირებ, ხუთიანი მივიღო საგანში, რომელიც ჯერ არ მომიმზადებია. წესიერი აბიტურიენტები იმეორებენ უკვე, რაც ისწავლეს, შენ კი ჯერ სწავლაც არ დაგიწყიაო, – წუხან მშობლები. მიპოვეთ კარგი მასწავლებელი და არ ვისწავლე-მეთქი? – დიდ გულზე ვარ მე.

კიდევ კარგი, მამაჩემი ჩემზე ჯიუტი იყო და თუ რამეს მოინდომებდააა… იმ დილითაც მტკიცე გადაწყვეტილებით გავიდა სახლიდან და საღამოს კიდევ ერთ, ახლად შერჩეულ, კანდიდატთან წარმადგინა.

რა დამავიწყებს: პირველივე ფრაზიდან ვხვდები – სწორედ ისაა, ვინც მჭირდება!

ნამდვილი პროფესიონალი. თავის საქმეზე შეყვარებული. უზადოდ მოაზროვნე. პოზიტიური. გამოცდილი. ყურადღებიანი. პირდაპირი… და კიდევ რაღაც აქვს… რაღაც… სახელს ვერ ვუძებნი, მაგრამ ვგრძნობ, ზუსტად ერთ ენაზე ვსაუბრობთ.

მამას, მაგიდის ქვემოდან, თითის აწევით ვანიშნებ რომ – ან ეს, ან არავინ! ისიც კმაყოფილი და გახარებულია, მეც. მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს – ეს… ახალი… ჩემთვის რამის სწავლებას საერთოდ არ აპირებს და, აგერ უკვე ნახევარი საათია, რკინისებური არგუმენტებით აცამტვერებს მამაჩემის ნებისმიერ „კი, მაგრამ“-ს და „იქნებ მაინც“-ს.

-         ვერ მოგატყუებთ, ასეთ მცირე დროში მასალის ხარისხიანად დაძლევას ვერ შეძლებს თქვენი შვილი. დავიწყოთ იქიდან, რომ პროგრამის უდიდეს ნაწილზე წარმოდგენა არა აქვს.  მერე… ძალიან ძლიერი ნაკადი მყავს, თან უკვე მასალის გამეორებას ვიწყებთ, სხვებთან ერთად ვერ დავსვამ და მარტოს კი დროს ვერაფრით დავუთმობ – უბრალოდ, არ მაქვს… გარდა ამისა, უმაღლესი შეფასების გარანტია გჭირდებათ… ეს რომ არ იყოს, კიდევ ვცდიდი – დამაკმაყოფილებელი შეფასებისთვის საჭირო დონე იქნებ დაგვეძლია კიდეც, მაგრამ ხუთიანს ვერანაირად ვერ მიიღებს. დრო სჭირდება ამას. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ,  1 ან 2 წელი. ძალიან მკაცრი და, თქვენც ხომ იცით, წარმოუდგენლად დიდი კონკურსია… მოკლედ, რეალობა ასეთია!

-         რომელი რეალობა? – უცერემონიოდ ვერევი უფროსების საუბარში, აშკარად უადგილო შეკითხვით, რითაც მხოლოდ იმას ვამტკიცებ, რომ საკმარისი მოსაზრებულობით არ გამოვირჩევი.

-         სექტემბრიდან დავიწყოთ მეცადინეობა, –  მოთმინებით განმიმარტავს მასპინძელი, საუბრის დამთავრების ნიშნად ხელებს იფშვნეტს და ერთი სული აქვს, დაგვემშვიდობოს.

მამაჩემი, როგორ ჩანს, დანებდა, სკამიდან წამოდგომას აპირებს… არა, რა, გთხოვ… რაიმე უნდა მოვიფიქრო… თანაც, სწრაფად!

-         თქვენი გარანტია არ გვჭირდება, – ვამბობ უცებ, – მე მოგცემთ გარანტიას!

გაოცებულები მიყურებენ: ისიც, მამაჩემიც, ბიძაჩემიც და ბიძაჩემის მეგობარიც, რომელმაც ამ ადამიანთან რეკომენდაცია გაგვიწია (მთელი დელეგაცია ვართ  ). მე კი ისეთი ენთუზიაზმის მოზღვავებას ვგრძნობ, ისეთ შემართებას… საერთოდ მავიწყდება, მორცხვი და მორიდებული ბავშვი რომ ვარ.

-         მე მოგცემთ გარანტიას, რომ თვის ბოლომდე საგანი ზუსტად ისე მეცოდინება, თქვენ რომ თვლით საჭიროდ. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, სულ რაღაც ოთხი წიგნია წასაკითხი… ამას ოთხ დღეზე მეტი არ სჭირდება. გამოცდამდე, სწავლას კი არა,  რამდენჯერმე გადამეორებასაც მოვასწრებ, თუ არ ვიზარმაცე. არ ვიზარმაცებ. არავითარ დამატებით დროს და შეღავათებს არ მოვითხოვ – ჯგუფთან ერთად ვიმეცადინებ. რა პრობლემაა: სხვები გაიმეორებენ, მე ვისწავლი. არ ჩამოვრჩები, გპირდებით.  ნუ… თუ უფრო მეტად მოვინდომე და გავუსწარი, ეგ უკვე შეთანხმების დარღვევად არ ითვლება.

ჯერ გაოცებული მისმენს, მერე ღიმილით, ბოლოს კი, უკან თავგადაწეული, გულიანად ხარხარებს.

-         კარგი, შევთანხმდით. იყოს ისე, როგორც ამბობ! – უცებ და ყველასთვის მოულოდნელად მეთანხმება, თვალები ხალისიანად უციმციმებს.

ჩემი ცხოვრების არაჩვეულებრივი პერიოდი იყო ის თვე… ოდნავ, სულ ოდნავ დაძაბული, მაგრამ საინტერესო, აზარტული!

როგორადაც წარმოვიდგინე, სწორედ ისეთი მასწავლებელი გამომადგა. მისი ყველა ფრაზა იმდენად ინფორმაციული, ტევადი და სხარტი იყო, სხვისას მთელ ლექციას სჯობდა. არასოდეს ჩქარობდა, მაგრამ უქმად ერთ წუთსაც არ კარგავდა. მაქსიმალურად კრიტიკული და არანაკლებ კორექტული გახლდათ. ისე წარმართავდა დიალოგს, ისეთი კუთხიდან დაგანახვებდა ამა თუ იმ საკითხს, ჩემთვის სრულიად უინტერესო თემების შესწავლასაც სიამოვნებად მიქცევდა ხოლმე. საოცრად კეთილგანწყობილი, უშუალო და მეგობრული იყო, მაგრამ არც მომთხოვნელობა აკლდა, არც სიმკაცრე (საჭიროების შემთხვევაში). ერთი სიტყვით – ნამდვილი საჩუქარი!

მეც თავს არ ვზოგავდი – ასეთ ადამიანთან პირობას ვერ უღალატებდი, შეგრცხვებოდა…

გამოცდის წინ, ყველა მისი მოსწავლე ერთად შეგვყარა და გამოგვიცხადა, ვისგან რა შეფასების მიღებას მოელოდა. ჩემი რიგი რომ მოვიდა, თვალის ჩაკვრით გამომხედა, ხელები გაშალა და აღიარა: არ ვიცი, ეს როგორ მოვახერხეთ, მაგრამ, თუ ბრმა შემთხვევითობას გამოვრიცხავთ და არც გამოცდილება არ მღალატობს, ხუთიანის მიღების ყველაზე რეალური შანსი სწორედ შენ გაქვსო. არც შემცდარა – ხომ ვთქვი, ნამდვილი პროფესიონალი იყო-მეთქი  .

მახსოვს, რაც ძალიან მეხამუშებოდა ამ ისტორიაში, მხოლოდ ის იყო, რომ მიღწეულ წარმატებას, საქმეში ჩაუხედავები, ჩემს “გამორჩეულ” ნიჭიერებას მიაწერდნენ და არავინ არაფერი იცოდა მისი უჩინარი, მაგრამ ჭეშმარიტი შემოქმედის შესახებ. კიდევ კარგი, მამაჩემი მაინც არ მინდობდა:

- ნიჭიერი?! ნიჭიერი შოთა ვიცი მე, რუსთაველი… მოცარტი და… კიდევ რამდენიმე მაგისთანა. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მონაცემების ბავშვია… დაბადებიდან ახლოს ვიცნობ! უბრალოდ, წარმოუდგენლად ჯიუტია და სანამ კარგ მასწავლებელს არ უპოვი -  ვაი, შენი ბრალი!

სიმართლეს ვერსად გაექცევი – ახლაც ისეთივე ჯიუტი ვარ და, საიდუმლოდ გეტყვით, ოდნავადაც არ მინდა, შევიცვალო  . არც თქვენ გირჩევთ. არის სიტუაციები, როცა ამ თვისების გარეშე კარგ მასწავლებელს ვერ შეხვდები, კარგი მასწავლებლის გარეშე კი… ხომ გესმით?

თქვენი წარმატების გაუნელებელი რწმენით,

ქეთევან გოგიაშვილი

გაიგე, როგორ წამოიწყო ი ნ ფ ო ბ ი ზ ნ ე ს ი  - ყველაზე პერსპექტიული და ხელმისაწვდომი ბიზნესი ინტერნეტში.

როგორ გავათეთროთ შავი… დრო?
თურმე დროც შეიძლება იყოს შავი. არა, ძნელბედობის ჟამს არ ვგულისხმობ – „შავი დრო“, როგორც ტერმინი, ყოველდღიურად გახარჯული, იმ წუთების და საათების სახელდებისთვის დამკვიდრდა, რომელსაც, საკუთარი ნებისა და წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე, ჩვენც არ ვიცით, რას ვახმართ და რატომ ვახმართ.

ჯერ მეგონა, მეჩვენებოდა.

მერე ვიფიქრე, მარტო მე მჭირდა.

ბოლოს კი დავრწმუნდი, რომ ეს პრობლემა ყველა ჩემს ნაცნობს, მეგობარს, ახლობელს, ახალგაზრდას თუ ძველგაზრდას აწუხებს.

დარწმუნებული ვარ, თქვენც შეამჩნევდით:

დრო ადრინდელზე სწრაფად გადის ჩვენს რეალობაში, თუმცა დღე-ღამეში ისევ 24 საათია!

ჩვენს ცხოვრებაში მობილური და ინტერნეტ ტექნოლოგიების შემოჭრასთან ერთად კი (რაც თავისთავად უაღრესად პოზიტიურ მოვლენად მიმაჩნია), სულ უფრო და უფრო მწვავედ იგრძნობა დროის დეფიციტი.

არადა, თითქოს ყველაფერი პირიქით უნდა იყოს: ინფორმაციის მოძიება, კომუნიკაცია, შოპინგიც კი წარმოუდგენლად გაიოლდა. მარტო კომუნალური გადასახადების გადახდას, არც ისე შორეულ წარსულში, მთელი დღე აქეთ-იქით სიარული და რიგებში დგომა სჭირდებოდა, ახლა კი გადახდის ღილაკზე მაუსის მხოლოდ ერთი დაწკაპებაა საკმარისი. მეგობრები (მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები), რომელთა ნახვასაც წელიწადში ერთხელ ძლივს ვახერხებდით, კარის მეზობლებზე უფრო ახლოს გვყავს, დღის (და ღამის) ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია დავუკავშირდეთ, ვუყუროთ, ვესაუბროთ.

ყველაფერი ხელმისაწვდომია, ყველაფერი უაღრესად გამარტივებული, სწრაფი და მოხერხებული. დრო თავზე საყრელად უნდა გვქონდეს საქმისთვისაც, გართობისთვისაც, ერთმანეთისთვისაც, მაგრამ ფაქტია – არ გვაქვს! რატომღაც არ გვაქვს! საერთოდ აღარ გვაქვს!

რაშია საქმე? სად მიდის ჩვენი დრო? როგორ და რაში იხარჯება?

ადრე გაცილებით მეტის გაკეთებას ვასწრებდით დღის განმავლობაში – მეტს ვმუშაობდით, მეტს ვერთობოდით, მეტს ვუსაქმურობდით, თუგნებავთ.

პირველი ვარიანტი: მუშაობის დაწყებამდე სოციალურ ქსელში შევლა გადავწყვიტეთ (რამე ისეთი არ ხდებოდეს), მერე რომელიღაც სტატიის სათაურმა მოგვტაცა თვალი (ერთს გადავხედავ), საინტერესო ფოტოებს ან სკანდალურ ვიდეოს გადავაწყდით (ერთი ესეც ვნახო), მეგობარმა ახალი ამბავი შეგვატყობინა, „ორიოდე“ სიტყვა გავცვალეთ და… უი, რომელი საათია? არ არსებობს! კიდევ ერთი დღე დაღამდა ისე, რომ ვერაფრის გაკეთება მოვასწარით. სასარგებლოს და ხეირიანის, თორემ… ისე დავიღალეთ, ისე…

მეორე ვარიანტი: დილიდანვე პატიოსნად შევუდექით მუშაობას. რაღაც ინფორმაცია დაგვჭირდა და, როგორც წესი, ვებსერფინგს მივმართეთ – საგულდაგულოდ დავიწყეთ საკითხის შესწავლა და… ღამის 2 საათზეც ვერ დავამთავრეთ! არც დასვენება გაგვხსენებია, არც ჭამა-სმა, ძილიც კი აღარ ეკარება დაღლილ თვალებს.

მგონი, ეს ორი მაგალითიც საკმარისია, რომ მშვენივრად მივხვდეთ, რა შთანთქავს ჩვენს დროს, ძალას და ენერგიას.

როგორ მოვიქცეთ, როგორ მოვიპოვოთ დრო ჩვენი არსობისა საინფორმაციო ეპოქაში?

არა მგონია, ამ საკითხთან დაკავშირებით, უებარი და სანდო ინსტრუქციები არსებობდეს. პრობლემა, ასე თუ ისე, ახალია და ჯერ ყველა ძიების პროცესში ვართ. ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები კი ჩემი პირადი გამოცდილების და დაკვირვების საფუძველზე შექმნილი მითითებებია:

ნურაფერს გააკეთებთ ძილის ხარჯზე

მას შემდეგ, რაც ღამის ცხოვრება ნორმად იქცა, დაძინება თითოეულ ჩვენგანს ჩვეულებრივზე გვიან უწევს. ვერ ვიხსენებ, უკანასკნელად როდის დავწექი დასაძინებლად საღამოს 11 საათზე – არადა, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ისე გავატარე, რომ სწორედ ამ დროს ან უფრო ადრე ვიძინებდი. შესაბამისად, ან გვიან ვდგები (თუ სამუშაო გრაფიკი ამის საშუალებას მაძლევს), ან მთელი დღე თავი მტკივა გამოუძინებელს. ბევრი ლაპარაკი რად უნდა იმას, რომ ვერც გამოუძინებელი და ვერც შუადღეზე გაღვიძებული ადამიანი ვერ იქნება ეფექტური და ნაყოფიერი თავის საქმიანობაში. სხვა გზა არაა – ძილისა და ლოგინიდან ადგომის რეჟიმი მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ მანამდე, სანამ ეს ყველაფერი ჩვენთვის საჭირო ჩვევაში არ გადაგვივა.

აუცილებლად შეადგინეთ გეგმა

სტიქიურობა არასოდეს უწყობდა ხელს წარმატებულ მუშაობას, მაგრამ დღევანდელ რეალობაში გეგმის შედგენა უკვე სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობად იქცა. გეგმა კომპასის მოვალეობას ასრულებს „წყალქვეშა“ ინფორმაციული დინებებით სავსე ოკეანეში, რომელსაც ჩვენი ყოველდღიურობა წარმოადგენს. მის გარეშე კურსს აუცილებლად ავცდებით და დღის ბოლოს გაკვირვებული აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი გემი სულ სხვა ნაპირს მისდგომია.

ჰო, არ დამავიწყდეს: დაგეგმილი საქმიანობების სია უმჯობესია, ჩვეულებრივ ქაღალდზე ჩამოვწეროთ, სრულიად ჩვეულებრივი კალმით (ასე უფრო ხელშესახებია და თვალსაჩინო), შესრულებული პუნქტებიც კალმით გადავხაზოთ – კომპიუტერული ფაილი და სპეციალური პროგრამები ამ საქმისთვის არ გამოდგება.

გამოყავით მკაცრად ფიქსირებული დრო მუშაობის, ინფორმაციისა და სიახლეების გასაცნობად

ვთქვათ, 30 წუთი ფოსტის გასაცნობად – სადილის შემდეგ და 1 საათი საღამოს – სოციალური მანევრებისათვის ფეისბუკზე. არ დაარღვიოთ ეს განრიგი, თუ საკუთარი თავის მტერი არ ხართ, გამკაცრება კი თავისუფლად შეგიძლიათ. ბევრი წარმატებული ადამიანი, მათ შორის, ინფობიზნესმენიც, კვირაში მხოლოდ ერთხელ ამოწმებს ფოსტას (ან ამ საქმისთვის სპეციალურ შტატს აწესებს) და საერთოდ არ სარგებლობს სოციალური ქსელებით. არანაირი პირდაპირი კავშირი ჩვენს წარმატებასა და 24 საათიან კომუნიკაციასა თუ სოციალურ აქტივობას შორის, მერწმუნეთ, არ არსებობს.

გარდა ამისა, თუ საშუალება გვაქვს, სამუშაო დროც ჩვენი შეხედულებების მიხედვით და დღის ყველაზე უფრო მისაღებ პერიოდში უნდა ავირჩიოთ და მკაცრად ვაკონტროლოთ. აჯობებს, ამისათვის მხოლოდ 3 საათი გამოვყოთ და ნაყოფიერად მოვიხმაროთ, ვიდრე მთელი დღე ვუჯდეთ სამუშაო მაგიდას და არაფერი გავაკეთოთ.

ამას წინათ, ქსელში კარგი სტატია ვნახე გამოჩენილი ადამიანების სამუშაო გრაფიკის შესახებ და ძალიან გამაოცა იმ ფაქტმა, რომ თურმე ბეთჰოვენი, ჰიუგო, კანტი, ჩერჩილიც კი… დღის განმავლობაში სულ რამდენიმე საათს მუშაობდნენ – ძირითადად, დილით – დღის დიდ ნაწილს კი განტვირთვას, ფიქრს და ყოველდღიურ ურთიერთობებს უთმობდნენ. მათთან შედარებით თანამედროვე ადამიანი ნამდვილ კატორღელად და მაზოხისტად მომეჩვენა.

არავითარი ზედმეტი ინფორმაცია

საინტერესოს და ახალს რა დალევს ინტერნეტში?! ამიტომ მხოლოდ იმ ინფორმაციას გაეცანით, რომელიც დღეს გესაჭიროებათ თქვენს საქმიანობაში და ახლის ათვისებაზე მაშინ გადადით, როცა ძველ ცოდნას უკვე მოქმედებაში მოიყვანთ ანუ პრაქტიკაში დანერგავთ და გამოიყენებთ. სხვანაირად, ჩვენი გონება დაუგველ სახლს დაემსგავსება და ვინ იგრძნობს თავს ასეთ გარემოში კომფორტულად?

თუმცა ჩემი რჩევა იმას არ გულისხმობს, რომ გზად ბრილიანტს გადააწყდეთ და ხელი არ ახლოთ – ჯერ ახალი ტანისამოსი უნდა შევიძინოო  . შემთხვევით თვალში მოხვედრილი „ბრილიანტები“ სპეციალურ საქაღალდეებში დააარქივეთ და როცა საჭიროდ ჩათვლით, მაშინ გაეცანით.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ: ყველაფერი “არ იჭმევა”, რაც ინტერნეტში დევს – იპოვეთ ხარისხიანი ინფორმაციის წყაროები და აუცილებლად გააფორმეთ მათზე ხელმოწერა, რომ მეხსიერებიდან არ ამოგვარდეთ.

მოიწესრიგეთ სამუშაო გარემო

განსაკუთრებით, კომპიუტერის სამუშაო მაგიდა. აალაგეთ Desktop-დან კომპიუტერული თამაშების ლოგოები (ხელი რომ არ წაგიცდეთ), მუშაობის პროცესში გამორთეთ სკაიპი, ფეისბუკი და ა.შ. ძნელია (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის) მათ გამუდმებულ ციმციმს და ელვარებას გაუძლოთ და ცდუნებამ არ დაგძლიოთ.

მოუწესრიგებელი სამუშაო მაგიდა ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენი შრომის ნაყოფიერებაზე, ამიტომ ნუ დაინანებთ რამდენიმე წუთს კვირაში ახალი ფაილებისთვის საჭირო ადგილის მისაჩენადაც.

ერიდეთ ჩატს

ჩატი ჩვენი დროის მუქთამჭამელია. იმას, რასაც ტელეფონით რამდენიმე წუთში გავარკვევდით, ჩატში რამდენიმე საათი მიაქვს. ვგულისხმობ რეალურ დროში საუბარს და არა, ზოგადად, მიმოწერას. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, პირიქით, მნიშვნელოვნად ზოგავს ჩვენს დროს. ტელეფონზე ან, თუნდაც, სკაიპში საუბრის დროს უფრო ძნელია კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე მისვლა, ხშირად ვუბრუნდებით ერთიდაიგივე თემებს, გვიჭირს ჩვენი აზრის ლაკონურად გამოხატვა, დაწერილი ტექსტი კი მეტ თვალსაჩინოებას შეიცავს და უფრო მიზანმიმართულადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ვხუმრობ ხოლმე: ერთხელ დაწერილი მირჩევნია, ასჯერ ნათქვამს-მეთქი, თუმცა ხუმრობა რა შუაშია… მართლა ასე ვფიქრობ.

გამორთეთ კომპიუტერი

საკუთარ თავს ისევე მკაცრად აუკრძალეთ კომპიუტერთან ხანგრძლივი კონტაქტი, როგორც ბავშვებს ვუკრძალავთ ხოლმე. მუშაობას რომ დაამთავრებთ, ჩართულს ნუ დატოვებთ – თუ იოლად ხელმისაწვდომი იქნება, საბოლოოდ მაინც მის ეკრანს მიჯაჭვული აღმოჩნდებით.

რაც შეეხება ადამიანთან საუბრისას მობილური ტელეფონის ჩხრეკას, არც გაკადრებთ, გაგაფრთხილოთ, რომ ელემენტარული თავაზიანობის უხეში დარღვევაა და სხვა არაფერი. გაგიკვირდებათ და, მე, პირადად, ამ მოწყობილობას მხოლოდ დასარეკად ვიყენებ. ეს ორმაგად სასარგებლოა – ზოგავს არა მარტო დროს, ფულსაც, რადგან არასოდეს მიდგას დღის წესრიგში უახლესი და უძვირესი მოდელების შეძენის საჭიროება  .

აქ გავჩერდები, ისედაც ბევრი დრო წაგართვით, თუმცა სტატიის წერას არ ვამთავრებ – თუ რაიმე ახალ საშუალებას აღმოვაჩენ, აუცილებლად შეგატყობინებთ მის შესახებ. მოხარული ვიქნები, თუ თქვენც შემეწევით რამდენიმე სიტყვით და თემის სრულყოფაში დახმარებას გამიწევთ.

თქვენი წარმატების გაუნელებელი რწმენით,

ქეთევან გოგიაშვილი

გაიგე, როგორ წამოიწყო ი ნ ფ ო ბ ი ზ ნ ე ს ი  - ყველაზე პერსპექტიული და ხელმისაწვდომი ბიზნესი ინტერნეტში.

ვინ გაგიყიდით ინფოპროდუქტებს გარანტირებულად და უხელფასოდ?
ჩავთვალოთ, რომ ინფოპროდუქტის შექმნა თქვენთვის, ამ ბლოგის მკითხველებისათვის, უკვე არანაირ სირთულეს წარმოადგენს. ახლა, მოდით, მათ გაყიდვებზე ვისაუბროთ.

პირველ რიგში, გავარკვიოთ, რა თავისებურებები ახასიათებს გაყიდვებს ინტერნეტში?

კაცმა რომ თქვას – ისეთი არაფერი.

გაყიდვა გაყიდვაა და ონლაინ გაყიდვების ძირითადი პრინციპებიც არანაირად განსხვავდება ოფლაინ გაყიდვებისაგან, თუმცა გარკვეული თავისებურებები მაინც გააჩნია:

არაჩვეულებრივია ის, რომ, ქსელის საშუალებით, უფრო დიდ აუდიტორიასთან შეგვიძლია საქმის დაჭერა, შეგვიძლია ერთხელ მოვამზადოთ და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ერთნაირად ხელმისაწვდომი გავხადოთ ამომწურავი ინფორმაცია გასაყიდი პროდუქტის შესახებ; უფრო ადვილად გავიდეთ სამიზნე ჯგუფზე, რადგან არა მარტო ჩვენ ვეძებთ, ინტერნეტის საშუალებით, მომხმარებლებიც აქტიურად ეძებენ მათთვის საინტერესო თემას.

თუმცა გარკვეულ უხერხულობას ქმნის ის მომენტი, რომ მყიდველს არა აქვს საშუალება ხელში აიღოს გასაყიდი ნივთი, დაათვალიეროს, „გემო გაუსინჯოს“. ნდობის ფაქტორიც ნაკლებია – პირისპირ ვერ შეხვდება გამყიდველს, ვერ დაუსვამს ყველა კითხვას, რაც თავში მოუვა, არ იცის, საჭიროების შემთხვევაში, სად მიაკითხოს, როგორ შეამოწმოს მისი წინადადების კეთილსაიმედოობა.

ამიტომ ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა – სიტყვებისა და ვიზუალური მასალის გამოყენებით, იმდენად სრულყოფილი წარმოდგენა შევუქმნათ პოტენციურ კლიენტს ჩვენი ინფოპროდუქტის შესახებ, იმდენი არგუმენტი მოვუყვანოთ ჩვენ მიერ შეთავაზებული გარიგების სარგებლიანობაში დასარწმუნებლად, იმდენად გავუმარტივოთ ჩვენთან ურთიერთობა, რომ სამომხმარებლო სკეპტიციზმისათვის ადგილი აღარ დარჩეს.

ამ ამოცანის შესასრულებლად კი, ინტერნეტ მარკეტოლოგებმა არაჩვეულებრივ საშუალებას – გამყიდველი გვერდების შექმნის უბრწყინვალეს იდეას მიაგნეს.

რა არის გამყიდველი გვერდი?

ესაა ამა თუ იმ კონკრეტული ინფორპროდუქტის სარეალიზაციოდ  შექმნილი ვებგვერდი, რომელიც გვაწვდის ამომწურავ ინფორმაციას მის შესახებ და გვაძლევს საშუალებას, პირდაპირ ამ გვერდიდან მოვახდინოთ შეკვეთის გაფორმება. თუ ჩვენი საიტიდან რაიმე შეგიძენიათ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გამყიდველ გვერდთან ნაცნობობის ბედნიერება უკვე გამოსცადეთ.

ტექნიკურად გამყიდველი გვერდის მომზადებისა და ქსელში ატვირთვის პროცესი არანაირად არ განსხავდება ჩვეულებრივი ვებგვერდის შექმნისა და მისი ინტერნეტში განთავსებისაგან, აი, შინაარსობრივი თვალსაზრისით კი ყველაფერი ასე მარტივად აღარაა, რადგან ამ გვერდის მიზანს არა მხოლოდ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება, არამედ გარანტირებული გაყიდვების უზრუნველყოფა წარმოადგენს!

დააკვირდით სახელწოდებას: გამ-ყიდ-ვე-ლი გვერდი!

ეს არაა უბრალო საინფორმაციო გვერდი. არც პროდუქტის მშრალი ანოტაცია. იგი ჩვენი პროდუქტის ვირტუალური გამყიდველია – არც მეტი, არც ნაკლები!

თქვენ მიერ შექმნილმა ვებგვერდმა იდეალური გამყიდვლის ყველა მოვალეობა უნდა შეასრულოს:

-         სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს და მეტყველებდეს;

-         იყოს თავაზიანი, კორექტული, კომპეტენტური;

-         კარგად ერკვეოდეს პოტენციური კლიენტის პრობლემებში;

-         აღძრას ნდობა და გააღვივოს ინტერესი;

-         პასუხი გასცეს მომხმარებლის ყველა შეკითხვას;

-         უყურადღებოდ არ დატოვოს არცერთი პრეტენზია;

-         დაარწმუნოს შეკვეთის სარგებლიანობაში;

-         განუმარტოს და გაუმარტივოს გადახდის პროცედურა;

-         მისცეს გარანტია, რომ მისი ფული წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდება;

-         მოახერხოს რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის კლიენტად გადაქცევა;

-         და მრავალი, მრავალი, მრავალი სხვა.

სცადეთ, ორიოდე წუთით, თავი მის ადგილას წარმოიდგინოთ და დააკვირდით, რა დღეში აღმოჩნდებით: რამდენნაირ ადამიანთან მოგიწევთ შეხვედრა დღის განმავლობაში, რამდენი პრეტენზიის მოსმენა, რამდენ კითხვაზე პასუხის გაცემა, რამდენ რამეს ვერ გაიგებს მომხმარებელი, თქვენ კი უნდა გაუღიმოთ, აუხსნათ, განუმარტოთ – მეორედ, მესამედ… ათასმეერთედ!

შეგიძლიათ?

გამყიდველ გვერდს კი შეუძლია

არც შვებულება სჭირდება, არც ძილი, არც ხელფასი. ყოველთვის ადგილზე ხვდება მომხმარებელს, მუდამ ფორმაშია და მზადაა – მაშინაც კი უღალატოდ გემსახუროთ, როცა გძინავთ, ისვენებთ ან სხვა საქმით ხართ დაკავებული! მხოლოდ ერთხელ უნდა ჩატვირთოთ ყველა საჭირო სიტყვა, ციფრი, ფოტო, გამოსახულება, დანარჩენს კი თვითონ გააკეთებს – ყოველგვარი თავის ტკივილისა და პრეტენზიების გარეშე.

ხომ ძალიან სასიამოვნოა?

მგონი, ამაზე მხოლოდ ერთი და ისიც – დადებითი პასუხი არსებობს.

მაგრამ…

გგონიათ, მსგავსი სრულყოფილება სპეციალური ცოდნის, წვრთნისა და გამოცდილების გარეშე მიიღწევა?

რასაც დაწერთ, ყველაფერს წაიკითხავენ?

რასაც წაიკითხავენ, ყველაფერს დაიჯერებენ?

ვთქვათ, წაიკითხეს და დაიჯერეს კიდეც, გაუჩნდებათ სურვილი, რომ შეკვეთა გააფორმონ?

აბა, საიდან უნდა იცოდეთ წინდაწინ ეს ყველაფერი?

უნდა იცოდეთ!

და არა მარტო ეს…

ისიც, რა „ჯადოსნური სიტყვები“ იხმაროთ საუბარში;

ისიც, რა თემებზე და რა თანმიმდევრობით ისაუბროთ;

ისიც, სავარაუდოდ, რამდენ ადამიანს გაუჩნდება ყიდვის სურვილი თქვენს გამყიდველთან „გასაუბრების“ შემდეგ!

ერთი სიტყვით… ვფიქრობ, დროა საფუძვლიანად ჩაუჯდეთ და, ერთხელ და სამუდამოდ, შეისწავლოთ პროფესიონალური გამყიდველი გვერდების შექმნის ყველა საიდუმლო!

თუ მეთანხმებით, მაშინ ამ ამბავმა უნდა გაგახაროთ:

საქმე ისაა, რომ, როგორც იქნა, ვაიძულე საკუთარი თავი, დრო გამოენახა, უბოდიშოდ დაევიწყებინა სიტყვა „ხვალე“, დამჯდარიყო და ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა თეორიული და ტექნიკური ნიუანსი დაწვრილებით აეწერა, პრაქტიკული მაგალითებით განემარტა, თვალსაჩინოებებით აღეჭურვა, მაქსიმალურად მარტივი და გასაგები, სწრაფად (!) და იოლად (!) შესასწავლი, გაეხადა ეს პროცესი. ხომ იცით ჩემი პრინციპი: „რთული გზა ყოველთვის არასწორია“  .

სიმართლე გითხრათ, მიუხედავად მასზე დახარჯული დროისა და ენერგიისა, განუზომლად დიდი სიამოვნება მომანიჭა ამ შრომამ, განსაკუთრებით კი, იმის წარმოდგენამ, რომ, ჩემ მიერ მომზადებული მასალის გაცნობის შემდეგ, უპრობლემოდ შეძლებთ – დამოუკიდებლად შექმნათ, მერე კი, განუსაზღვრელი ვადით, საკუთარ სამსახურში ჩააყენოთ კვალიფიციური გამყიდველი გვერდი თქვენი ინფოპროდუქტისთვის!

ამიტომ, თუ ამ პოსტის კითხვისას, ალღომ არ გიმტყუნათ და სათანადოდ გააცნობიერეთ ანონსირებული ინფორმაციის აუცილებლობა, გთხოვთ, ძალიან ყურადღებით იყვეთ:

უკვე ხვალიდან და წინასწარ გამოცხადებული ვადით, თქვენი საქმიანობისთვის ჰაერივით საჭირო ახალ საინფორმაციო პროდუქტსა და არანაკლები ღირებულების ბონუსებთან ერთად – მხოლოდ ელფოსტით და  მხოლოდ  ჩვენს ხელმომწერებს – მათი მიღების ერთჯერად და უპრეცენდენტოდ მომგებიან წინადადებას შემოგთავაზებთ, რომელიც, ბუნებრივია, მხოლოდ ყველაზე დაინტერესებული ადამიანების ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

დაელოდეთ ჩემს ხვალინდელ შეტყობინებას საკუთარ ელფოსტაზე!

თქვენი წარმატების გაუნელებელი რწმენით,

ქეთევან გოგიაშვილი

გაიგე, როგორ წამოიწყო  ი ნ ფ ო ბ ი ზ ნ ე ს ი  - ყველაზე პერსპექტიული და ხელმისაწვდომი ბიზნესი ინტერნეტში.

თქვენც გიოცნებიათ ნაყინის გამყიდველობაზე?
გვინდა, თუ არ გვინდა, გაყიდვებით თითქმის ყოველდღიურად ვართ დაკავებული.

ეჭვი გეპარებათ, რომ ეს თქვენი შემთხვევაა?

მაშინ ამიხსენით, რას ისახავთ მიზნად, როცა:

სარკის წინ ტრიალისას, ცდილობთ, გამოკვეთოთ და ხაზი გაუსვათ თქვენი გარეგნობის მომგებიან დეტალებს, ხოლო ნაკლი შეუმჩნეველი გახადოთ ან დააკორექტიროთ?

საკონკურსო გასაუბრებაზე, ოფლად იღვრებით იმ ფაქტების წარმოსაჩენად, თუ როგორი კომპეტენცია და კვალიფიკაცია გაგაჩნიათ, რა საქმიანი თვისებები გამოგარჩევთ სხვებისაგან, რა წარმატებები გქონდათ და რა მიღწევები განახორციელეთ?

პაემანზე ჰყვებით ისტორიებს, რომლებშიც თქვენი პიროვნება ყველაზე საინტერესო კუთხიდან ჩანს?

ფეისბუქზე აქვეყნებთ მხოლოდ იმ ფოტოებს, სადაც ეფექტურად გამოიყურებით?

ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ სტუმრები თქვენი ოჯახური გარემოთი, კერძებით და სერვირებით აღფრთოვანდნენ?

თანამშრომლებში თავდაუზოგავად აქებთ ახლო მეგობრებს, შვილებს, ნათესავებს?

კარგი, ბატონო, გავჩუმდები…

მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამეთანხმებით, რომ:

გასაუბრებაზე, პაემანზე, ტრანსპორტში, სამსახურში, ფეისბუქზე, მეზობელთან (ფინჯან ყავასა  თუ კათხა ლუდზე) -

ყველგან და გამუდმებით,

ენთუზიაზმით და მოუღლელად,

დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ძილშიაც კი

ვყიდით იმას, რასაც მთელი ჩვენი ცხოვრება ვქმნით ანუ… საკუთარ თავს!

ასე, არაა?

რა თქმა უნდა, ასეა და ძალიანაც კარგი…

კარგი რაღაა?

მსგავსი ტიპის შეკითხვები იმ – სხვათა შორის, კარგად გაყიდული – სტერეოტიპის გავლენით ჩნდება რომელიც გამყიდველს ანგარებიან, მუქთახორა, ეშმაკ ადამიანთან, ზოგიერთ შემთხვევაში კი, არაქართველთანაც აიგივებს. თითქოს ზოგიერთი, ამ საქმეში განსაკუთრებულად ნიჭიერი, ეროვნების წარმომადგენელივით ოსტატურად თუ გავყიდით, ჩვენს ეროვნულ ღირსებას რამე მოაკლდება… ვთქვათ, ყანწის მოხდენილად ხელში დაჭერას ვეღარ შევძლებთ  .

არ ვიცი, ვინ ჩაგვაგონა (რომ ვიცოდე, აუცილებლად პასუხს მოვთხოვდი) ასეთი „კაშკაშა“ და „ბრძნული“ იდეები, მაგრამ, ერთხელ და სამუდამოდ, ხომ უნდა ვისწავლოთ, რომ რასაც დაგვიყრიან, ყველაფრის ჭამა არ შეიძლება; ხომ უნდა შევხედოთ რაღაცას კრიტიკულად; ხომ უნდა მივეჩვიოთ, საკუთარი აზრი გაგვაჩნდეს; ხომ უნდა შევამჩნიოთ, რომ სიტყვა „გამყიდველი“ მხოლოდ მოღალატის მნიშვნელობით არ იხმარება მშობლიურ ენაში; რომ სამშობლოს გამყიდველი და სამშობლოს იდეის გამყიდველი ერთი და იგივე ვერ იქნება, თუმცა ორივე… გამყიდველია – მგონი, დაგარწმუნეთ.

მთავარი ისაა, რას ჰყიდი და რატომ!

არ გიფიქრიათ იმაზე, თუ რას ნიშნავს, მაგალითად, თითქმის ყველა ბავშვის მიერ, ერთხელ მაინც, ნაოცნებარი: „ნეტა, სათამაშოების და ნაყინის გამყიდველი ვიყო“ ? იქნებ ასეთი სურვილი არაცნობიერი მოთხოვნილებაა იმისა, რომ ის, რაც ძალიან, ძალიან მოგწონს, რაც საუკეთესოდ და სასურველად მიგაჩნია, შენც უხვად გქონდეს და სხვებსაც დიდი რაოდენობით გაუზიარო?

თქვენი არ ვიცი და მე სრულიად გულწრფელად მიმაჩნია, რომ გაყიდვების ხელოვნებას თუ სრულყოფილად დავეუფლებით, მარტო საკუთარ თავს კი არა, გარშემომყოფებსაც ბევრ სიხარულსა და სარგებელს მოვუტანთ. შეადარეთ ქვემოთ მოყვანილი ორი ვარიანტი ერთმანეთს და ნუ დამეთანხმებით, თუ ასე გსურთ.

მაშ, ასე, თქვენ წინაშეა: სუპი სადილად!

ა) ცუდად გაყიდული ვარიანტი:

-  მაცივარში სტაფილოსა და ჭარხლის მეტი არაფერი იყო და რისი გაკეთებაც მოვახერხე,  ესაა!

ბ) კარგად გაყიდული ვარიანტი:

- არაფერი შეედრება ამნაირ ცივ დღეებში, მოსიყვარულე ცოლის ხელით მომზადებულ, ბოსტნეულის არომატულ წვნიანს. თან როგორი სასარგებლოა… ასეთს ვერც ერთ რესტორანში შეჭამ. გემრიელად მიირთვი!

ჩემი მოსაზრების საილუსტრაციოდ, ქვემოთ კიდევ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან პირადი გამოცდილებიდან და თვითონ შეაფასეთ, რა სარგებლობა მოაქვს მამ… უჰ… გაყიდვებს:

მაგალითი 1.

დიდი ხნის წინ ჩვენს რეგიონში ერთი მსხვილი ფონდი შემოვიდა და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტების დაფინანსებას მიჰყო ხელი. რამდენიმე მეგობარი საინიციატივო ჯგუფად ჩამოვყალიბდით და საკუთარი იდეების სრულყოფილებასა და საჭიროებაში 100%-ით დარწმუნებულებმა, პირველი საპროექტო განაცხადის შეტანისთანავე (რატომღა გადაგვედო), კონკურსში „გარდაუვალი გამარჯვება“ დიდი ზარ-ზეიმით დავასველეთ. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა იმედგაცრუება და გაოცება განვიცადეთ, როცა გაირკვა, რომ ჩვენი პირველი „უგენიალურესი“ იდეა თვალში არავის მოუვიდა. არც მეორე და არც მესამე, სხვათა შორის  .

სხვა რამეში უნდა იყოს საქმე, რაღაცას ვერ ვიგებთ, ისე არ ვფუთავთ ამ ყველაფერს, როგორც საჭიროა, – დავიდა, როგორც იქნა, ჩემს ცნობიერებამდე. მერე კი, ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა და „საიდუმლო ინგრედიენტების მოსაპოვებლად“ სპეციალური ტრენინგების გავლა გადავწყვიტე. სწორედ იმ ტრენინგებმა ამიხილა თვალი ყველა ჩვენს შეცდომაზე, იმ მნიშვნელოვან სისულელეებსა და “უმნიშვნელო წვრილმანებზე”, რისი გათვალისწინებაც საჭიროდ არ მივიჩნიეთ.

შედეგმაც არ დააყოვნა: კვალიფიკაციის ამაღლებისთანავე, სამი პროექტი ზედიზედ დაგვიფინანსა ფონდმა, რომელსაც მანამდე თავი ვერაფრით მოვაწონეთ, საბოლოო ჯამში კი, ამ ცოდნამ შემდგომში არაერთი ათეული ათასი ლარის მიღების გზა გვაპოვნინა.

როგორ გგონიათ, მანამდე რომ იყო, იმაზე უფრო საჭირო ან ჭკვიანური გახდა ჩვენი იდეები? რა თქმა უნდა, არა – უბრალოდ, მათი გაყიდვის ხერხი შევისწავლეთ. აი, მთელი საიდუმლო.

მაგალითი 2.

ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, ფულიანი ახლობლისთვის ბიზნესის წამოსაწყებად საჭირო თანხა გამოერთმია და, რაიმე „მაგარი წინადადების“ შეთავაზებით, პარტნიორობაზე დაეთანხმებინა. ვერ დავუკარგავ, ნამდვილად მოინდომა – დღეში რამდენიმე წინადადებას იგონებდა, მერე კი, გარკვეული დროის შუალედებით, სათითაოდ განიხილავდა პოტენციურ პარტნიორთან, დაახლოებით, ამ ფორმატში:

-         აიიი… სათბური ხომ არ გაგვეკეთებინა?

-         ყრია რამე?

-         ქვეყანა ფულს შოულობს ხალხი.

-         რა ვიცი, აბა…

-         ჰო, კაი.

მომდევნო ჯერზე – იგივე საუბარი, ოღონდ ახლა ჩინური საქონლის შემოტანის თემაზე.

მორიგ ცდაზე… რესტორნის მშენებლობის და ა.შ.

ჩემი მეგობარი – იდეების გენერირებით და მე – მისი ყურებით რომ დავიღალეთ, თავს უფლება მივეცი არცთუ ისე მოკრძალებული ეჭვი გამომეთქვა იმის შესახებ, რომ მსგავსი „მოლაპარაკებებით“ ვერაფერს მიაღწევდა. ვთხოვე, ერთ რომელიმე ვარიანტზე შეეჩერებინა არჩევანი, მერე კი მისი პროფესიონალურად გაყიდვა გვეცადა (ახლობელი ახლობელია, საქმე – საქმე).

ასეც მოვიქეცით.

მახსოვს, ჩვენ მიერ, ყველა წესის დაცვით შეფუთული და პრინტერზე აკურატულად ამობეჭდილი იდეა მხოლოდ ორ გვერდს იკავებდა. სავარაუდო ინვესტორი კი მანამდე დათანხმდა საქმეში ფულის ჩადებაზე, სანამ იმ ორ გვერდს ბოლომდე ჩაიკითხავდა.

არაფერი განსაკუთრებული – მხოლოდ აუცილებელი ფაქტები და საჭირო სიტყვები შევარჩიეთ, გულმოდგინედ და, როგორც შედეგმა აჩვენა, სწორად.

მაგალითი 3.

იყო დრო, გულწრფელად მჯეროდა, რომ კარგი პროდუქტი ან მომსახურება თავისით იყიდება – არც რეკლამა სჭირდება, არც მარკეტინგი. როგორ ვცდებოდი!

კარგი გამყიდველი არა მარტო მათ, თურმე… საჩუქრებსაც კი ესაჭიროება.

ერთხელ, ადამიანთა გარკვეული ჯგუფისათვის (ეთიკური მოსაზრებით არ ვასახელებ) სპონსორი გამოჩნდა და საახალწლოდ საკმაოდ სოლიდური სასაჩუქრე ნაკრების დარიგება შემომთავაზა. მისი მხრიდან ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ ყველა, ვინც საჩუქარს მიიღებდა, წინასწარ შემოთავაზებულ დროსა და ადგილზე შეკრებილიყო.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასე ძნელი აღმოჩნდებოდა, ერთი შეხედვით, უმარტივესი პირობის შესრულება.

-         ოჰ, ვითომ რათაო?

-         იჰ, მაგ დროს არ მცალია…

-         უჰ, ვითომ ეღირება?

ღმერთო, მოწყალეო… როგორი ბუნების ადამიანს არ შეხვდები!

არ ვიცი, მოვახერხე თუ არა, მაგრამ ეს მაგალითები იმიტომ კი არ მოვიყვანე, რომ თავი უებრო გამყიდველად მიმაჩნია (მიუხედავად იმისა, რომ მეც ბავშვობიდან ვოცნებობ ნაყინის გამყიდველობაზე  ), მხოლოდ ის მინდოდა დამენახვებინა, რომ გაყიდვების ცოდნა ყველაზე აუცილებელი და საჭირო ცოდნაა ჩვენს საქმიანობაში, მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ბარიერები კი – გარანტირებული წარუმატებლობის მიზეზი. ამიტომ საკუთარ თავზე მუშაობა სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ, სხვანაირად, უბრალოდ, არაფერი გამოგვივა. ახლა კი, რადგან ძალიან გამიგრძელდა, დროებით დაგემშვიდობებით და ინტერნეტით საინფორმაციო პროდუქტების გაყიდვის თავისებურებებზე მომავალ პოსტში ვისაუბროთ.

თქვენი წარმატების გაუნელებელი რწმენით,

ქეთევან გოგიაშვილი

გაიგე, როგორ წამოიწყო  ი ნ ფ ო ბ ი ზ ნ ე ს ი  - ყველაზე პერსპექტიული და ხელმისაწვდომი ბიზნესი ინტერნეტში.