MUZAME - Online Music Magazine

Okinawa Lifestyle – Lazy Friend You Move So Fast EP
Artist: Okinawa Lifestyle

EP: Lazy Friend You Move So Fast

Release Date: 25 July, 2010

Label: self-released

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

We have stayed in the future

გიგიმ და დათომ ულვაშები მოუშვეს და მერე ახალი EP-იც გამოუშვეს(როგორ გავრითმე :დ) და მერე ეს EP უფასოდ გვაჩუქეს (მაგრამ არა ისე, როგორც ბიძიებს ჩუქნიან ხოლმე ქუჩაში სახელებს “ლამაზი გოგონები”)

last.fm-ზე შაუთებს ვკითხულობდი გუშინ, მას შემდეგ რაც მივხვდი რო უკვე გაჭედილი მქონდა ამ EP-ზე, და ერთი, მგონი ამერიკელი, სიტყვით გამოდიოდა ესენი “იტყუილებიან” ოკინავადან არ არიანო და მერე ვიღაცამ (ის სადური იყო აღარ მახსოვს)  “who cares”-ო მიწერა, მთავარია მაგრები არიანო. ჩემ ფლეიერში გადანაცვლების შემდეგ და საღამოს ველოსიპედით სეირნობისას ყურებში რო გესმის “we have no fear! we want to live in a beautiful world” წევრების კიარა საკუთარი წარმომავლობაც და საერთოდ აღარაფერი აღარ “cares”.  და საერთოდ ეს “Wir Sind In Der Zukunft Geblieben” გასაგიჟებელი ტრეკია, თუმცა ჩამი ფავორიტი სიმღერა მაინც “So Near” არის.

EP-დან პირველი თრეკი რომელიც გაგვასინჯეს ოკინაველმა არაწვრილთვალება ბიჭებმა “Black Sea Shark” იყო და ამ სიმღერის ქება-დიდებას აუცილებლად იხილავთ კომენტარებში trouble-ek-ისგან.

DOWNLOAD

<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="650" height="366" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/OMBBxfw_Vbg&hl=en_US&fs=1" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="650" height="366" src="http://www.youtube.com/v/OMBBxfw_Vbg&hl=en_US&fs=1" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

ამ ვიდეოს შექმნისას, გვერდით სამზარეულოში მე მონაწილეობას ნამცხვრის შექმნაში ვიღებდი

okinawalifestyle.blogspot.com

okinawalifestyle.bandcamp.com

last.fm

soundcloud

Catch The Clouds – Child Of Flowers and The Rain
Catch The Clouds-ის ახალი ტრეკს, რომელიც განწყობით ზაფხულისგან ძალიან შორს დგას მსმენელიც თავის სამყაროში მიჰყავს, მიუხედავად იმისა რომ გარეთ მზე და სიცხეა.

Child Of Flowers and The Rain

DOWNLOAD

Black Sea Jazz Festival – ნაწილი 3
ფესტივალის მესამე დღე ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომლის პროგრამაშიც ქართველი შემსრულებლები არ იყვნენ.

საღამო სამგზის გრემის ნომინანტმა ბოსტონელმა გიტარისტმა, მაიკ სტერნმა გახსნა, სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან, რენდი ბრეკერთან, დეივ უეკლთან და კრის მინ დოკთან ერთად.  მაიკის დასახასიათებლად ალბათ  საკმარისია მხოლოდ  ის ფაქტი, რომ ის ჯერ  კიდევ  კარიერის დასაწყისში მაილს დევისთან და ჯაკო პასტორიუსთან  ერთად უკრავდა.

საკმარისია იმ მუსიკოსების სახელებიც, რომლებიც მასთან ერთად უკრავდნენ ბათუმში.  მაგალითისთვის რენდი ბეკერი არის ადამიანი, რომელიც ჯაზ სტანდარტებს აწესებს, რომლის საყვირის  ხმა ერთხელ მოსმენის შემდეგ არასოდეს დაგავიწყდება და რომელიც 60-იანი წლებიდან მოყოლებული მხოლოდ გენიალურ შემსრულებლებთან უკრავს.

ქრის მან დოკის დანახვისას შეიძლება სულ დაგავიწყდეს რომ ვირტუოზი ბასისტი არა მხოლოდ ყველაზე სიმპატიური ადამიანია მინიმუმ ფესტივალის მონაწილეთა შორის,  მის ხელში ბასგიტარა განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს, მისი დაკვრის სტილი კი ორიგინალურია და ამერიკული რითმებისა და სკანდინავიური ლირიკული ტრადიციების  უნიკალურ სინთეზს წარმოადგენს. ქრისს ერთნაირად გენიალურად შეუძლია წეროს საუნდტრეკები, გამოუშვას ელექტრონული მუსიკის გავლენით დაწერილი ჯაზმენის ალბომი და დაუკრას თუნდაც მაიკ სტერნთან ერთად ბათუმის კორტებზე.

დეივ უეკლის კი შეგიძლიათ, არც მეტი, არც ნაკლები, კონსულტაციებისთვის მიმართოთ.  ლეგენდარულმა დრამერმა კარგა ხნის წინ გადაწყვიტა ნეგატიური მოვლენებით  გატენილ  სამყაროში თავისი რესურსების გამოყენებით რამე მაინც შეეცვალა სიკეთისკენ და მაშინ, როდესაც ლოს ანჯელესშია, ანუ ტურნეში არ არის, კონსულტაციებს უწევს დაინტერესებულ სტუდენტებსა და მუსიკის მოყვარულებს, ლოკალური პრობლემებისგან თავის ასარიდებლად კი ვიდეო გაკვეთილებს მიმართავს. მოკლედ, თუ თქვენ ხართ მუსიკოსი ან მუსიკით დაინტერესული პირი, გჭირდებათ რაც შეიძლება კვალიფიციური კონსულტაცია და ჯერ კიდევ არ მიგიღიათ ის, შეგიძლიათ ეს პირდაპირ დეივისგან მიიღოთ (weckman1@earthlink.net).

თავად სტერნი კი, მე მგონი, ხშირად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. არა მარტო იმისთვის, რომ ჩვენ ხშირად აღმოვჩნდეთ კარგ კონცერტებზე, იმისთვისაც, რომ ქართველმა მუსიკოსებმაც ისწავლონ, როგორ გაყიდონ კიდევ უფრო კარგად თავისი მუსიკა. როგორც მერე მითხრეს, საკუთარი CD-ები პირველად კონცერტის შემდეგ მაილს დევისს  გაუყიდია. მე არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემთვისაც და ალბათ სხვებისთვისაც აბსოლუტური  მოულოდნელობა იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავი მწვანილების გამყიდველი ჩემი უბნელი ბებოსავით რომ აფრიალებდა ხელში დისკებს და ხურდასაც პატიოსნად აბრუნებდა ავტოგრაფთან ერთად.

ასე, რომ, თუ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ წუწუნებთ იმაზე, რომ ოფიციალურ დისკებს აღარავინ აღარ ყიდულობს, შეწყვიტეთ წუწუნი, გამართეთ კონცერტი, კონცერტის ბოლოს გაიღიმეთ და მერწმუნეთ საკმაო რაოდენობის CD-ს აუცილებლად გაყიდით.

სტერნის შემდეგ როი ჰარგიუმ რა ქარცეცხლშიც გაგვხვია სრულიად ერი, ეგ უკვე მოგახსენეთ წინა წერილში. აქ უბრალოდ, კიდევ ერთ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ.

დღე მეოთხე

მაშინ როდესაც საფესტივალო პროგრამას გადავხედე, ვიფიქრე, რომ ყველაზე  დიდი სიამოვნებით მასაკელას მოვუსმენდი და ყველაზე მეტად ფესტივალის  დახურვას დაველოდებოდი.

სანამ მე მასაკელას ველოდებოდი, სცენაზე ”ასტროჯორჯოა” იყო.  ”ასტროჯორჯია”  ”ზუმბალენდისა”  და ”ჩვენებურების” ერთობლივი, ახალი  პროექტია, 2009 წელს შეიქმნა და 11 მუსიკოსისგან შედგება. ინსტრუმენტები,  რასაკვირველია ბევრია და მრავალფეროვანი, მუსიკა – ეთნო, ჯაზთან, ბლუზთან,  რეგეისთან, ფანკთან და სხვა მრავალ მიმართულებასთან  შერწყმული. ეს ოფოციალური  ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით, ჩემი არაოფიციალური შეფასებით კი  პროექტი რეალურად ახალს არაფერს მოიცავს, ეს ზუსტად ის მუსიკაა, რასაც  ზუმბა წლების განმავლობაში აკეთებდა და რაც უკვე კარგა ხნის წინ შეიყვარა  ამ ჟანრის მსმენელმა. ამ ჟანრის მოყვარულები კორტებზეც მრავლად იყო და  შემსრულებლების მაგივრად მე მეუხერხულებოდა, სცენიდან ახალი რომ არაფერი  ისმოდა. სუბიექტური ემოციაა.

ფესტივალი ძალიან სიმბოლურად დასრულდა სამხრეთ აფრიკელი ვირტუზის,  მასაკელას გამოსვლით. მთელი მისი მუსიკა იმ ადამიანების გამოცდილებას და  სიყვარულს ეფუძნება, რომლებიც შორეულ სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ და  რომლებმაც ალბათ ჩვენზე კარგად იციან, რას ქვია თავისუფლება და ბედნიერება,  ტკივილი და დაღლა, გაჭირვება და უბედურება და რომლებიც ჩვენთვის შორეულ  ცხელ აფრიკაში არსებულ რეალობას საღამოობით ერთმანეთს სიმღერით უყვვებიან  კოცონის პირას.

მასაკელაც ასე გვიყვება თავისი მუსიკით უკვე წლების განმავლობაში, როგორ  გაიცნო თავისი ცოლი, როგორ უჭირთ ადამიანებს აფრიკაში,  რა არასწორი იყო  ნელსონ მანდელას წინააღმდეგ გამართული კამპანია, როგორ ხდებოდა ამერიკანიზაცია და კიდევ სხვა ათას ამბავს. სწორედ მანდელას  თანაგრძნობის გამო წლების განმავლობაში ვეღარ ჩადიოდა სამშობლოში და იქ  მხოლოდ 90იანების ბოლოს მოახერხა დაბრუნება.

მანამდე კი, სანამ მანდელა და 90-იანები იქნებოდა, პატარა ჰიუ  ფორტეპიანოზე  უკრავდა და ჯერ კიდევ არაფერი იცოდა  ფილმზე, სადაც პირველად  დაინახა საყვირი. მას შემდეგ კლავიში დაივიწყა, მეზობლისგან ნაჩუქარი  საყვირი აიღო და ჯერ ლონდონში, მერე კი ნიუ-იორკში ხვეწავდა თავის  ოსტატობას.

ადამიანი, რომელიც დღეს უკვე მოსიარულე ლეგენდაა, ერთხელ უკვე იყო  საქართველოში, 1996 წელს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში. არ ვიცი, რას  ყვებოდა მაშინ მასაკელა სცენიდან, მაგრამ ვიცი, რომ ამ ჯერზე ის  საქართველოსა და აფრიკას შორის კავშირზე და აფრიკელ ბავშვებზე ლაპარაკობდა  და ვერაფრით ვერ იგებდა, რატომ არ რთავდნენ კამერებს სცენასთან ახლოს  მდგომი ადამიანები, როცა მარტო მან მინიმუმ 10-ჯერ მიმართა თხოვნით.

მართლა ძნელი გასაგებია.

საბოლოოდ კი, დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთი ჯაზ  ფესტივალი დამთავრდა. რომ  ფესტივალის პროგრამა კარგად იყო შედგენილი და  მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ჯაზ კონცერტები საქართველოში  პერმანენტულად იმართება, შემთხვევითი შემსრულებლები არ ჩამოყავთ და  რომ  ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე თბილისში სხვა, მაგრამ ისევ ჯაზ ამბები დაიწყება.

რაც უკვე ცნობილია, 27 ოქტომბერს – McCoy Tyner Quartet-ი გამართავს კონცერტს, 28-ში – დაიანა როსი, 30-ში კი არც მეტი, არც ნაკლები – The  Blues Brothers Band.

იხილეთ ფესტივალის ვიდეო ჩანაწერები

Hugh Masakela @ Black Sea Jazz Festival 2010

Black Sea Jazz Festival – ნაწილი 2
ბათუმის მეოთხე ჯაზ ფესტივალის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი წინა ფესტივალებისგან მასში ქართველი შემსრულებლების მონაწილეობა იყო.

შესაბამისად, მეორე დღე გიორგი მიქაძის ტრიომ გახსნა. ტრიოს დრამერი ლაშა სხილაძე და ბასისტი ლევან დეისაძე შეადგენენ. ჩემი ფავოროტი სწორედ დრამერის შესრულებული სოლოები იყო. საკონცერტო პროგრამა მრავალფეროვანი იყო და ჯაზ სტანდარტებისგან, გიორგის კომპოზიციისგან, რომელიც მან რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი სპექტაკლისთვის დაწერა და ნოდარ გაბუნიას ერთ-ერთი კომპოზიციის ახლებური, გიორგისეული ვერსიისგან შედგებოდა.

მათთვის, ვინც არ იცის გიორგის შესახებ საინტერესო დეტალები:

გიორგის არასოდეს უსწავლია საქართველოში ჯაზი. მისი მუსიკალური განათლება კლასიკურ მუსიკას მოიცავს.

უჭირს მოიფიქროს რა დარჩება მის ცხოვრებაში, თუ იქიდან მუსიკას მთლიანად გამოვრიცხავთ. სამაგიეროდ იცის, რომ მისი ძალიან სერიოზული გატაცება ავიაციაა და როდესღაც ბოინგიც კი ყავს ნატარები.

იმ შემთხვევაში, მუსიკოსი რომ არ იყოს, არქიტექტორი იქნებოდა. მცდელობები უკვე ჰქონდა და სახლში თავისი გაკეთებული რამდენიმე მაკეტიც აქვს, რომელიც პროფესიონალი არქიტექტორების შეფასების მიხედვით საკმაოდ კარგად არის შესრულებული.

ბათუმის ფესტივალი მისთვის მეორე საქართველოში გამართული ფესტივალია, რომელშიც მონაწილებდა. პირველი გაზაფხულზე გამართული კავკასიის ჯაზ ფესტივალი იყო.

გიორგის თავს არაჩვეულებრივი სიახლეა. 21 აგვისტოს ბერკლის უნივერსტეტში მიდის 4 წლით სასწავლებლად. ბერკლი კი ის უნივერსტეტია, რომელშიც დაახლოებით 4 000 სტუდენტი სწავლობს 238 ძირითად და 291 დამხმარე სპეციალობას. მათი დიდი ნაწილი უცხოელია. სწორედ ბერკლის უნივერსტეტში სწავლობს წინა საღამოს მონაწილე  გენიალური ბექა გოჩიაშვილი, რომელიც გიორგის შეფასებით უკვე ვარსკვლავია. აქვე სწავლობდა  როი ჰარგროუ და კიდევ არაერთი გენიალური მუსიკოსი. შესაბამისად გიორგის ძალიან, ძალიან გაუმართლა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ  მას  არც მეტი, არც ნაკლები, დაიანა ქროლის, ჯო ზავინულისა და კიტ ჯარეტის პედაგოგი, რეი სანტისი  ასწავლის.

კონცერტის შემდეგ ბედნიერი და კმაყოფილი იყო, კონცერტს ნორმალურად აფასებდა და განსაკუთრებით ის უხაროდა, რომ მას და როი ჰარგროუს ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე  სცენაზე მოუწიათ დაკვრა.

აფსოლუტურად სამართლიანადაც.

ჰარგროუ მსმენელის წინაშე ორ საღამოს ორი სხვადასხვა პროექტით წარსდგა და არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ  ფესტივალის მონაწილეთა შორის მისი გამოსვლა ყველაზე ემოციური, ყველაზე დამამახსოვრებელი და ყველაზე  იმპროვიზაციული იყო.

16 ივლისს ამერიკელი ჯაზ ლეგენდა კვინტეტთან ერთად წარსდგა, რომლის შემადგენლობაშიც ჯასტინ რობინსონი (ალტოსაქსოფონი), ჯონათან ბატისტი (ფორტეპიანო), ამინ სალიმი (კონტრაბასი), მონტეზ ქოულმანი (დასარტყამი) და თავად ჰარგროუ არიან.

როი უნიკალური ადამიანია, რომელსაც აბსოლუტურად გამორიცხული აქვს უკრავდეს ვინმესთან ერთად და მისი არ ესმოდეს. როცა ის ახალ ადამიანებთან ახალი პროექტის კეთებას იწყებს, აუცილებლად მიემგზავრება ტურნეში, რომლის  მთავარი მიზანიც ერთმანეთის უკეთ გაცნობაა. ეს  დამოკიდებულება იმდენად თვალშისაცემია როცა ჰარგროუ სცენაზე დგას, რომ გგონია, კონცერტის ბოლომდე შენც მათი მეგობარი, მათი წევრი გახდები.

მნიშვნელობა არ აქვს რას უკრავს როი, მისი ბგერა ყოველთვის ზუსტია. აუცილებლად გგონია, რომ ზუსტად ახლა, ზუსტად ამ წუთას, როცა ის სცენაზე და შენ სცენასთან ახლოს დგახართ, ის მხიარულ, გამოსაცნობ თამაშს გეთამაშება და შენ უნდა გამოიცნო, როდის ჩამოვა მაყურებლებთან, როდის მოგიყვება რამე ამბავს, რამდენჯერ გამოვა ბისზე და დარჩება თუ არა კონცერტის ბოლომდე ასეთი გულწრფელი და შინაური.

ფესტივალზე მყოფებს გვქონდა ბედნიერება არა მარტო კონცერტის ბოლომდე, ორი დღის განმავლობაში გულწრფელი და გენიალური ჰარგროუს თამაშები გვეთამაშა.

17 -ში, ასევე ლეგენდარული მაიკ სტერნის კონცერტის შემდეგ, როი მეორედ ავიდა სცენაზე. ამჯერად არა კვინტეტთან, არამედ სხვა პროექტ, RH Factor-თან ერთად.

ამ პროექტის წარმატების მთავარი საიდუმლო ჩემი სუბიექტური აზრის თანახმად რენეა, რომელიც უბრალოდ არაჩვეულებრივია, არასუბიექტურად კი არაჩვეულებრივ მუსიკოსთა ერთობლიობა.

დღე მეორე და დღე მესამე ბათუმის კორტებზე სამი ბისით დამთავრდა.

იხილეთ ფესტივალის ვიდეო ჩანაწერები

Roy Hargrove and RH Factor @ Black Sea Jazz Festival 2010

Giorgi Miqadze Trio @ Black Sea Jazz Festival 2010

Black Sea Jazz Festival – ნაწილი 1
ჯაზი ელიტარულია, სნობებს იზიდავს და აერთიანებს, ხალხი პოზის გამო უსმენს და ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიანო, ამბობენ ხოლმე.

შესაბამისად ეს  ფრაზები ალბათ მარტო მე არა, თქვენც არაერთხელ გსმენიათ.

ბათუმის ჯაზ ფესტივალმა კი ეს ფრაზები ოდნავ შეცვალა.

ჯაზი ელიტარული არ არის, მას ყველა უსმენს, ვინც 15 დან 19-მდე ბათუმში, ტენისის კორტებზე მოხვდა. იქ პუბლიკა მეტად ჭრელი და საინტერესო იყო. ჭრელ პუბლიკაში ბუნებრივია ისეთებიც მრავლად მოიპოვებოდნენ, ვისთვისაც სასმელის ბოთლების და კოქტეილის ჭიქების პირდაპირ სცენაზე დაწყობა ჩვეულებრივი ჩვევაა და ისინი არასოდეს იფიქრებენ, რომ თუნდაც კორტებზე, ცივილურმა ადამიანმა აუცილებლად უნდა მოძებნოს ურნა, რომელსაც სხვა არანაირი დანიშნულება არ აქვს, თუ არა ნაგვის ათვისება.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მუსიკას ხედავდნენ, ისმენდნენ, იწოვდნენ და ირგვლივ მოსეირნე საზოგადოების კაბების ფრიალი სულ არ ანაღვლებდათ. კაბების მოფრიალეები კი მშვენიერი კასტაა, ახარებს გულსა კაცისასა და ნაგავს ძირითადად ურნაში ყრის. სიამოვნებით ცეკვავს და როგორც წესი, ბედნიერად გამოიყურება. ჯაზი არამხოლოდ სნობებს იზიდავს. საერთოდაც, ჩვენ ყველა რაღაც დოზით მაინც სნობები ვართ და ჩვენი მიზიდულობები გვაქვს. ვინ სნობს ჯაზი იზიდავს და ვინ სნობს ალმადოვარის ფილმები ან შანელის მოდის სახლის კაბები. ან ყველაფერი ერთად. შედეგი ერთია: ჩვენ რაღაც დოზით ყველა სნობები ვართ. ალბათ იმიტომ ვლაპარაკობთ ამდენს სნობიზმზე.

ჯაზს პოზის გამო არ უსმენენ, პოზის გამო დადიან ჯაზ კონცერტებზე. თან ახლა ზაფხულია, თბილისში ცხელა, არაფერი არ ხდება და რატომაც არა, ბათუმი მშვენიერი ადგილია. მით უმეტეს ფესტივალის დროს. შენი ნაცნობ-მეგობრების უმეტესობა აქაა, მუსიკა სასიამოვნოა და ჯაზ კონცერტები საქართველოში ყოველთვის ორგანიზებულია, ყოველთვის კარგად შერჩეული და ყოველთვის ლეგენდარული შემსრულებლები ჩამოყავთ. რატომაც არ უნდა წახვიდე.

ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები რომ არ არიან, ეგ უკვე ბავშვმაც კი იცის. მე კი ჩემის მხრივ გეტყვით, რომ ბათუმის ჯაზ ფესტივალზე თითქმის თანაბარი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, რასაც მე პირადად მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.

ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ შენ ქვეყანაშიც არიან მაღალი დონის შემსრულებლები. მით უმეტეს მაშინ, როცა ფესტივალის მონაწილე ქართველები ჯერ ძალიან ახალგაზრდები და იმედისმომცემად ზრდადები არიან. გადასარევია.

მოკლედ ასე, ფესტივალი, რომელიც უკვე დასრულებულია 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და აერთიანდებდა ბექა გოჩიაშვილის ტრიოს, ბრენდ ნიუ ჰევისს, გიორგი მიქაძის ტრიოს, როი ჰარგროუს კვინტეტს, როი ჰარგროუს მეორე პროექტს – RH  Factor-ს, მაიკლ სტერნის ბენდს, ზუმბასა და “ჩვენებურების” ახალ პროექტს “ასტროჯორჯიას” და ჰიუ მასაკელას ბენდით. შესაბამისად, ფიუჟენ, ეისიდ, ეთნო და კლასიკურ ჯაზს.

დღე პირველი

ფესტივალი ყველაზე პატარა მონაწილემ, ბექა გოჩიაშვილმა გახსნა. კონცერტის დაწყებამდე  ბექა ამბობდა, რომ თავისუფალ და “ჯაზურ” განწყობაზე იყო, მრავალფეროვან პროგრამას შემოგვთავაზებდა და პროგრამა არ იქნებოდა მხოლოდ მისი კომპოზიციებისგან შემდგარი. მოხარული იყო, რომ საქართველოში გამართულ ფესტივალში მონაწილეობის პირველი პრეცედენტი იმ საღამოს შეიქმნებოდა.

პროგრამა მართლაც მრავალფეროვანი იყო, ბექა გენიალური. მართალია, როცა ამბობს, რომ ბენდის წევრებთან ასაკობრივი სხვაობა და ნაკლები  გამოცდილება დისკომფორტს არ უქმნის. ბასისტი  ბენ უილიამსი და დრამერი რიჩი ბარშაი ბექასთან ერთად იდეალურ კოლექტივია.

ბექა ჯერ 14 წლისაა, ჯულიარდის ხელოვნების აკადემიაში სწავლობს და საკუთარი  ტრიო ყავს.  საქართველოში სექტემბრამდე რჩება,  კიტ ჯარეტთან ერთად დაკვრაზე ოცნებობს და როგორც მეორე დღეს გიორგი მიქაძემ თქვა, პრინციპში უკვე ვარსკვლავია.

მაგრამ ფესტივალის გახსნას მხოლოდ ვარსკვლავები და გენიალური მუსიკა არ ყოფნის. მას ზუსტად ის ჭირდებოდა, რასაც BRAND NEW HEAVIES ქვია. ფესტივალის მონაწილეთა შორის ყველაზე ჭრელი, ყველაზე ენერგიული ეისიდ ბენდი ზუსტად ზედგამოჭრილი აღმოჩნდა.

როდესაც სამსახურში მენეჯერმა მკითხა, მასაკელას უფრო მეტად რატომ ელოდები, როცა მონაწილეებს შორის ბრიტანული ეისიდ ჯაზის მამები (და დედაც პრინციპში) არიანო, ძალიან დამეზარა იმის მოყოლა, რომ ჩემთვის ცეკვა სიამოვნება არ არის და როცა გარშემომყოფების უმეტესობა ბედნიერებისგან ხტუნავს და ყვირის, მე თავს არარეალიზებულად ვგრძნობ და არარეალიზებულობის ნიადაგზე ავი ფიქრები მომდის თავში. ამიტომ მხოლოდ ის  ვუთხარი, რომ ისინი 80-იანი წლების შემდეგ დიდად არ შეცვლილან და უბრალოდ, ბედმა გაუღიმათ, რომ ჯაზს უკრავენ.

ჯაზი თავისთავად  ემოციები, იმპროვიზაცია და მრავალფეროვნებაა და ამიტომ უსმენენ ადამიანები ბედნიერად 80-იანებიდან დღემდეთქო. მე კიდევ ბედნიერი ადამიანი კი არა, პრეტენზიული ბუზღუნა ვარ და მასაკელა უფრო მიყვარს. თან ადრე მაგათთან ჯეი ქეი რომ იყო მისული, ბენდში აყვანაზე უარი უთხრეს და ეგრე მარტივად შეიქმნა Jamiroquai.

მერე მივხვდი, რომ ავი ფიქრები ვადაზე ადრე შემომესიენ და ადამიანებს სრული უფლება აქვთ იყვნენ ბედნიერები, იცეკვონ იმდენი, რამდენიც უნდათ და უყვარდეთ ის, რაც უნდათ. უბრალოდ, 15-ში საღამოს,  კიდევ ერთხელ შემიპყრო ავმა ფიქრებმა, რომ სცენასთან არსებული პუბლიკისთვის აბსოლუტურად სულ ერთი იყო, ვინ უკრავდა და როდის გამოუშვეს მათ ბოლო ალბომი, მთავარი იყო,  ჯაზ ფესტივალის პირველი დღე სასიამოვნო აღმოჩნდა.

სასიამოვნო დღის ლოგიკური დასასრული ბევრი ინტერვიუ, უფრო მეტი ფოტო, სცენაზე შემოწყობილი ცარიელი ბოთლები და კოქტეილის ჭიქები და ბედნიერი ადამიანები იყო.

იხილეთ ფესტივალის ვიდეო ჩანაწერები

Beka Gochiashvili @ Black Sea Jazz Festival 2010

Brand New Heavies @ Black Sea Jazz Festival 2010

ინტერვიუ The National-თან
ბენდის ბოლო ალბომმა “High Violet” National-ზე კი არ გამაჭედვინა, არამედ დამავიწყა ყველა სხვა მუსიკოსი ქვეყანაზე. ავი ძაღლივითაა – თუ ამ ჯგუფს არ ვუსმენ, სიჩუმეში ვზივარ.

რა იცოდნენ 1999 წელს ჩამოყალიბებული ამერიკული ჯგუფის წევრებმა, ასე რო დამემართებოდა. დადიოდნენ თავისთვის კოლეჯში ძმები აარონ და ბრაის დესნერები და სკოტ და ბრაიან დევენდორფები. მანამდე, 1991 წლიდან, მეთიუ ბერნინგერი ჩალიჩობდა რაღაცეებს თავისთვის.

მერე იყო პირველი ალბომი, 2001 წელს. მერე მეორე – Sad Songs for Dirty Lovers. დანარჩენს თვითონ დაითვლით. ნუ, რაღა დანარჩენს, ერთი უნდა გამოვტოვო, იმიტომ, რომ მეოთხემ უკვე ძალიან დიდი წარმატება მოუტანა ჯგუფს. Boxer-ის პირველი ტრეკი(Fake Empire) ჩემი პირველი სიყვარულია -  მეგობარმა მაჩვენა გენიალური ლაივი ლეტერმანის შოუდან.

ახლა ტურნეზე არიან – დღეს ბრიტანეთში ჰქონდათ კონცერტი, ზეგ პორტუგალიაში მიდიან. ჰოდა ასე დეკემბრამდე. მერე ალბათ სხვა რამესაც დააპირებენ. არადა, რა იქნებოდა პირველი დეკემბრის ბედნიერი ღამე National-თან ერთად! შუა ლონდონში…

ორი რამე მინდა – 1. დავესწრო National-ის ლაივს; 2. სარეპეტიციოში გავყვე ვოკალისტს(!) და დღე და ღამე ვუსმინო ბგერის დამუშავებას და მსგავს მოსაწყენ რამეებს. მინდა, ვკითხო მეთიუს, როგორ ახერხებს, რომ ძალიან დიდ მაზოლებზე მაჭერს ფეხს წარბშეუხრელად და მკაცრად, თავისი ბრწყინვალე ლირიკებით და სექსუალური ხმით. მინდა ვუთხრა, რო მეც ვარსებობ მათ სიმღერებში და დანარჩენი ბანალობები.

ჰოდა, ერთ დღესაც, უთხარიო, ჩამჩურჩულა მუზამემ და მაცდურად ამიწია წარბი. ბრაიან დევენდორფმა, სადაა მეთი და კაი ცხოვრება, მარტო მე ვარ აქ და მოდეთ, მე მკითხეთო. არადა ბრაიანი არ წერს ლირიკებს… დრამსთიქებს არიგებს კონცერტის შემდეგ

Muzame: ტრადიციულად, ჩვენი პირველი შეკითხვა ასეთია: როგორია გქონდეს ინტერვიუ ქართულ ონლაინ მუსიკალურ ჟურნალთან?

Bryan Devendorf: “ქართული ონლაინ მუსიკალური ჟურნალი” – ამით ყველაფერი ნათქვამია…

Muzame: თქვენ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი გამოუშვით. რომელ სხვა ჯგუფებს დაასახელებთ, როგორც 2010 წლის საუკეთესოებს?

Bryan Devendorf: არ ვიცი. ძირითადად, წარსულში ვარ ჩარჩენილი. ახლებიდან მომწონს Beach House-ის Teen Dream. Atlas Sound-ის Logos. მაგრამ, მგონი, ეს გასული წლის ალბომებია. მომწონს Wild Beasts (და მათი სიმღერა “That Fun Powder Plot”). გენიალურია ახალი Radio Dept. ერთ-ერთი ფავორიტია XX-იც.

Muzame: ახლა მსოფლიო ტური გაქვთ. როგორ ატარებთ ტურში ყოფნისას დროსკონცერტიდან კონცერტამდე?

Bryan Devendorf: თავისუფალ დროს ძირითადად ერთად ვართ. წვეულებებს ვაწყობთ და ძალიან კარგად ვერთობით, ხანდახან ორმოცი ადამიანი ერთად. ახლა ვნახე Grateful Dead-ის(1960-იანი წლების ამერიკული როკ-ბენდი) არქივი ევროპის 1972 წლის ტურის წიგნაკიდან, სადაც 41 კაციანი ფართის დეტალები იყო აღწერილი. ძალიან მაგარი იყო.

Muzame: გახდა თუ არა შენთვის ტურებზე სიარული უფრო მეტად მიმზიდველი წლების განმავლობაში?

Bryan Devendorf: ვერ ვიტყვი, რომ უფრო მიმზიდველი გახდა. შესაძლოა, უფრო მეტად კომფორტული, ვიდრე იყო. მაგალითად, ახლა დავიქირავით დრამ-ტექი, რომლებიც იზრუნებენ დრამსეტის აწყობაზე, გახურებაზე, დაშლაზე. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია დავისვენო როგორც შოუს დაწყებამდე, ასე შოუს შემდეგ.

Muzame: თქვენ გამოუშვით 5 სტუდიური ალბომი და 2 EP. არსებობს თუ არა National-ის ისეთი ალბომი, რომელიც, შენი აზრით, უკეთეს შეფასებას იმსახურებდა როგორც კრიტიკოსებისგან, ასე ფანებისგან, ვიდრე მიიღო?

Bryan Devendorf: გაგვიმართლა, რომ გავიზარდეთ და წარმატებას მივაღწიეთ იმ ალბომებით, რაც შევქმენით – ფაქტობრივად, ერთი და იმავე სირობის კეთებით და იმის ყურებით, თუ როგორ გავიდა წლები. ბოლო ორ ტრეკს თუ არ ჩავთვლით, ჩემი აზრით, Cherry Tree EP მართლა ძალიან მაგარია.

Muzame: იცი თუ არა ისეთი ბენდები, რომლებსაც თქვენი გავლენა აქვთ?

Bryan Devendorf: ახლა არ მახსენდება. საერთოდ, არსებობენ ასეთი ბენდები?

Muzame: თანამედროვე ბენდებს წარსული მუსიკის დიდი გავლენა აქვთ, თუმცა თქვენი მუსიკა გამონაკლისია.

Bryan Devendorf: ხანდახან ვიყენებ ისეთი ბენდების ნიუ-უეივ ბითებს, როგორიცაა New Order, თუმცა, მგონი, ეს შემოქმედებაში დიდად თვალშისაცემი არაა.

Muzame: გაქვს თუ არა კარგი კონცერტის ჩატარების საიდუმლო რეცეპტი?

Bryan Devendorf: ერთი რუტინულ მოქმედებას ვასრულებ ხოლმე – ვვარჯიშობ “საკაკუნო დაფაზე” ესაა რვაკუთხა მაგარი რეზინის დაფა, რომელიც შექმნილია დრამერებისთვის, როგორც ყალბი დრამი.

Muzame: შეგიძლია დაასახელო თქვენი საუკეთესო კონცერტი და გვითხრა რატომ იყო ის საუკეთესო?

Bryan Devendorf: მმ. ვერ ვიხსენებ. ახლახანს დავუკარით ლიონში, 2000 წლის წინანდელ რომაულ ამფითეატრში. მართლა გასაოცარი ადგილია.

Muzame: ფიქრობ თუ არა, რომ მუსიკოსად დაიბადე? ანუ შეიძლება თუ არა, რომ რაღაც დროის შემდეგ დაგჭირდეს სხვა სამუშაო?

Bryan Devendorf: ამაზე აბრაამ ლინკოლნის ციტატით გიპასუხებ -

The best thing about the future is that it comes only one day at a time.

Bombay Bicycle Club – Flaws
Artist: Bombay Bicycle Club

Album: Flaws

Release Date: July 12, 2010

Label: Island Records

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ინდური ფასტ-ფუდი არ გამისინჯავს და დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რამდენი თანამგზავრი ჰყავს ურანს, არც დაკრძალვაზე შემითვალიერებია ვინმე ბასისტი საკუთარი ბენდისთვის არასდროს  და სკოლა რო დავამთავრე, ატესტატი წვიმამ დამისველა, მახსოვს.

ამ ოთხი დიდი ნაკლის მიუხედავად, მე ვიცი, რა არის BBC. და ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ეს ის არაა, რაც თქვენ იფიქრეთ. BBC ყველასთვის ცნობილი იმ დიდი ბობოლა სამაუწყებლო კომპანიის გარდა, სწორედ ინდური ფასტ-ფუდის სახელწოდებაა (Bombay Bicycle Club) და სამწუხაროდ, არაფერი აქვს საერთო ველოსიპედთან.

BBC კიდევ ამ ფასტ-ფუდით (და სამწუხაროდ, არა ველოსიპედით) შთაგონებული ლონდონური და, რა თქმა უნდა, ინდი ბენდია. 4  წევრისგან შედგება, რომელთაგან სამი  2008 წლის ბოლომდე, ანუ სკოლის დამთავრებამდე, ერთ კლასში სწავლობდა და მეოთხე  - ბასისტია.  ეს ახალგაზრდა კოლექტივი თურმე იშვიათად რეპეტიციობს. ფუქსავატობს, ალბომს თითქმის მთლიანად ვოკალისტს – Jack Steadman-ს აწერინებს და მიუხედავად ამისა, ან შეიძლება ამის გამოც, 2009 წლიდან მოყოლებული, ყოველი ივლისის დასაწყისში ერთმანეთისგან მეტად განსხვავებულ და  მსუყე ალბომებს უშვებს.

არც ისე იოლი წარმოსადგენია ამხელა ტრანსფორმაცია ხმაურიანი და ენერგიული, ერთი შეხედვით თითქოს-და ეფექტების დახვეწაზე ორიენტირებული, ინდი ბენდიდან  მთლიანად აკუსტიკურ ალბომამდე. თანაც, ეს ყველაფერი წელიწადზე ნაკლებ დროში. კაცმა რო თქვას, საერთოდ რატო უნდა წარმოვიდგინოთ. ავიღოთ BBC-ის ალბომი სახელად Flaws და მოვუსმინოთ.

პირველი სიმღერის ჩართვისთანავე ცხადი ხდება, რომ ესენიც, ბევრი თანატოლის მსგავსად, მშობლების ვინილების სმენისას ძველ ფოლკს გადაწყდომიან თაროებზე და თავს დამტყდარი შთაგონება უარით არ გაუსტუმრებიათ. მე თუ მკითხავთ, კარგადაც მოიქცნენ. ბანჯოთი გაჯერებული, ცოტა გულგატეხილად მელოდიური განწყობა, მომენტებში ხელოვნურად გამხიარულების მიუხედავად, მთელ ალბომს  გასდევს და მაინც არ აკარგვინებს პოზიტიურობას. თუმცა არაფერია ამაში ჯადოსნური  – მთელი საიდუმლო ისევ და ისევ ბანჯოში და ვოკალისტის ენითაღუწერლად ტკბილ ხმაშია, რომელსაც ხან ნიკ დრეიკისას ადარებენ, ხან დემიენ რაისისას. ეს რომ გავიგე, ის-ის იყო გავბრაზდი და გავიფიქრე “ეს შედარებები მომიღებს ბოლოს”-მეთქი და  ალბომის მეექვსე ტრეკი Fairytale Lullaby-ც დაიწყო. მაშინვე Devendra Banhart მომაგონა და მივხვდი, რო თურმე შედარებები სულაც არ მომიღებენ ბოლოს.

თვითონ Fairytale Lullaby კი John  Martyn-ის 60-იანი წლების ცნობილი იავნანის “გადამღერებაა”. ამის გარდა ალბომში შესულია Joanna Newsom-ის Swansea-ს ქავერი. მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ყველაზე კარგად BBC -ის საკუთარი სიმღერების ინტერპრეტირება ეხერხება. მაგალითად, ”Dust On The Ground” ჯგუფის ორივე ალბომში ჟღერს და მხოლოდ ამ სიმღერის ასეთი განსხვავებული ვარიანტების შემოთავაზებისთვის ერთი დიდი ინდური მაკ-მენიუ მათ ჩემი სუფრიდან! თუკი პირველ ალბომში ეს ტრეკი მთლიანად ელექტრო გიტარისა და რიტმების მიმზიდველი მონაცვლეობის ირგვლივ ტრიალებს და ისე გეხვევა თავს,  მეორე ალბომისეული ვერსია ძალიან პირადულ-ინტიმურია და ამით იგებს ზაფხულის სიცხისგან ისედაც დათუთქულ გულს.

<object width="650" height="385"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/P2aoZOKgBsk&hl=en_US&fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/P2aoZOKgBsk&hl=en_US&fs=1" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="650" height="385"></embed></object>

მოკლედ, მოუსმინეთ თქვენც Flaws-ს და დაკრძალვებზე ბასისტის საძებნელად სიარულის თუ არა, ინდური ფასტ-ფუდის გასინჯვის სურვილს მაინც გაგიჩენენ. ველოსიპედს ხო უთუოდ და ჩემი თქმის გარეშეც მოგანატრებენ

http://www.bombaybicycleclubmusic.com/

http://www.myspace.com/bombaybicycleclub

http://www.last.fm/music/Bombay+Bicycle+Club

Me And My Monkey – Revolution
<object width="650" height="366"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/4-C7zdhfZe4&hl=en_US&fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/4-C7zdhfZe4&hl=en_US&fs=1" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="650" height="366"></embed></object>

Kung Fu Junkie
როდესმე  გიფიქრიათ  რომ  მაშინ,  როცა  ცუდად  იყავით,  საქმე  არაფერი  გქონდათ  და მთელ  თბილისში  საშინლად  მკვდარი  გარემო  იყო, დაკვრას  დაიწყებდით  და  ჩინელ გოგონებზე,  რობოტებზე  და  სიზმრებზე  ტვინში არსებულ  ბაზისს  ტრეკებად  აქცევდით?

როდესმე  გიფიქრიათ  რომ  მუსიკა  კრიზისიდან  გამოსვლის  საუკეთესო   საშუალებაა ისევე, როგორც  ცეკვა  ტრანსში  ჩავარდნის,  და  საერთოდ,  კარნავალი  და ომი ძალიან ჰგავს ერთმანეთს?

ან ის, რომ  გრანჟის  და  მეტალის  დამკვრელი  ფარჩილა,  ყველა  ჟანრში  ბედის მცდელი გრინჩი  და  არალეგალი  კოსმონავტი ზომბი  ვაკეში,  ერთ  პაწაწუნა  სტადიონზე  ნახევრად დაფუშული  ბურთით  ფეხბურთს  ითამაშებდნენ?

თუ პირველ  ორ კითხვაზე პასუხი არაა, მაშინ თქვენ ნამდვილად ვერასოდეს შექმნით ჯგუფს, რომელსაც  კუნგ ფუ ჯანქი ერქმევა. სამაგიეროდ  თქვენ  აუცილებლად  უნდა წაიკითხოთ  ინტერვიუ   ჯგუფთან, რომელსაც  კუნგ ფუ ჯანქი   ქვია.

თუ  მესამე  კითხვაზე  თქვენი  პასუხი  არაა, მაშინ  თქვენ არ  ხართ  ნასტასია  მუზამედან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ  არა მხოლოდ  ინტერვიუ  უნდა  წაიკითხოთ, აუცილებლად უნდა მოუსმინოთ ჯგუფს, რომელსაც კუნგ ფუ ჯანქი ჰქვია.

არადა, ყველაფერი  გაცილებით მარტივია:

“მე და ზომბი მივდიოდით ერთად, გული გვქონდა ცუდად, ვიყიდეთ ქინძის ვალიუმი და ასე შეიქმნა KFJ”

ფარჩილა რუსთავი ორის დილის ეთერში

ზომბი: ერთად ვიყავით ცუდად, ერთად დავდიოდით. ფარჩილა გრანჟს უკრავდა, თაზო ექსპერიმენტალს და მე  მოპანკო რაღაცას. საშინელი, მძიმე პერიოდი იყო, ყველა სვამდა, ყველა ცუდად იყო, მე და ფარჩილაც ერთად ვიყავით ცუდად. ერთხელ ღამე ვიჯექით ვიღაცის სახლში, თან ისეთში, საფერფლეც რომ არ გვქონდა და კვერცხის ნაჭუჭებში ვაფერფლებდით.

მაშინ დავწერეთ პირველი სიმღერა.  მაშინ გვინდოდა რომ რაღაც ახალი გაგვეკეთებინა, ახალი ვირუსული მუსიკა.

მერე მე და ბაჯამ მოვიფიქრეთ, რომ ახალი ჯგუფი გაგვეკეთებინა, მთელი ღამე ვუკრავდით იმ პირველ ვეშს.

თავიდან ისეთი იყო, ჩვეულებრივი ღამის პროექტივით, მეორე დღეს რომ ქრება და ბევრჯერ რომ გაგვიკეთებია.

მაგრამ  მერე თაზოს ვუთხარით, თაზო მაშინ სახლის ლაივებს აკეთებდა, ლაივი ხანდახან ფესტივალი ხდებოდა და რამდენიმე დღე

გრძელდებოდა. პირველად მეც თაზოს სახლში დავუკარი.

თაზო: თავიდან კუნგ ფუს რომ მოვუსმინე მოპანკო სული მაინც ქონდა, მერე ორი პროგრამა გვქონდა საერთოდ, პირველი  ნაწილი  ლაივი, მერე  ჩანაწერები.

მერე ამიკო გამოჩნდა, ეგეც ცუდად იყო,  მოდიოდა და ჩვენ მუსიკას რეპავდა.

ზურა: მერე ორკესტრივით ჩამოვყალიბდით, 6 ვიყავით და თაზოს სულ კლოუნის ქუდი ეფარა. ორკესტრი ქაოტური იყო.   კარნავალი  - ბნელი და “ჟუდკი” .

ზოგადად,  კარნავალის სული მაგარია,  კარნავალი და ომი საერთოდაც ერთმანეთს გავს. მაგ ორი მოვლენის დროს ირღვევა  მარტო ყველა წესი, ყველა შაბლონი და ყველა სოციალური ინსტიტუტი “არასწორად” მუშაობს,  ასეთი დროებითი ჯადოსნური თავისუფლების პერიოდი თვითტესტიც არის, უფრო სწორად მაგ დროს უკეთ ხვდები რა გინდა, ვინ ხარ და რას აკეთებ.   კუნგ ფუს მგონი სულ ქონდა კარნავალის, ზეიმის და ფერადი ეფექტების სული.

მანამ სანამ ცუდი პერიოდი დადგებოდა და ზომბი და ფარჩილა ქინძის ვალიუმს იყიდდენ, თაზო კი სახლის ლაივების კეთებას დაიწყებდა:

ფარჩილა: მეტალს ვუკრავდი 99 -იდან, მერე დისჰარმონიის დაკვრა მოგვინდა და აშლილი გიტარებით ვუკრავდით, მერე ზოგი გალოთდა, ზოგმა დაიკიდა. მე ”ვიეტნამ რადიოში” გადავედი. ”ვიეტნამ რადიოს” მერე ”ტელესკოპი” გაიჩითა. იქ კაი ხანს ვუკრავდი, მერე თაზო  გავიცანი საგიჟეთში კონცერტზე.

გრინჩი: ბავშვობიდან, სადღაც 12 წლიდან რომ დავიწყე, მეტალის გარდა ყველა მუსიკალური მიმდინარეობა მოვიარე. თავიდან ვრეპავდი “დიდ და ცნობილ” რეპერებთან ერთად, მერე რეგეიზე გადავედი,  კოტე  კალანდაძესათან ერთად დავუკარი იამაიკის დამოუკიდებლობის საღამოზე, მერე პეტერბურგში წავედი და იქ ნოიზის და ექსპერიმენტალის კეთება დავიწყე. კუნგ ფუ კიდევ იმიტომაა კარგი, რომ, ყველა იმ მიმართულებიდან ელემენტების შემოტანა შეგიძლია, რაც აქამდე გიკეთებია.

არტ-ჯგუფი  [ELY] რომლის ნაწილიცაა KFJ:

ზომბი: ლაბორატორია ძალიან მარტივად ჩამოვაყალიბეთ. რაღაც ფართი იყო და იქ აღმოვჩნდით ხალხი, ვინც სხვადასხვა არტს აკეთებდა. შემდეგ გადავწყვიტეთ არტ ჯგუფი გაგვეკეთებინა, ოღონდ ისეთი, რვაფეხა არტ ჯგუფი, რომელიც ბევრ მიმართულებას გააერთიანებდა და ყველა სფეროში შეაღწევდა .

გვაქვს ლეიბლიც, რომელსაც სოკო მუსიკას ვეძახით. გვინდა რომ რამე “ახალი ევრაზიული მიმდინარეობები” შეიქმნას,რამე ახალი გამოჩნდეს.  რა თქმა უნდა ლეიბლიც  ნახევრად ხუმრობით არის გაკეთებული, საერთოდ, ყველა ექსპერიმენტი ნახევრად ხუმრობით უნდა იყოს გაკეთებული.  კუნგ ფუც ეგეთია.

ჩვენ ვფიქრობთ რომ რასაც ხალხს  სთავაზობ, ის შენზეც უნდა მოქმედებს.

ჩვენ როცა მუსიკის კეთება დავიწყეთ, გადარჩენის გზის ძებნა იყო. შესაბამისად, ხალხსაც ის უნდა შეთავაზო, რამაც შენ გადაგარჩინა, რაც  მოქმედებს. ჩვენ გვიყვარს ცეკვა და ვფიქრობთ რომ ცეკვა  ტრანში

ჩავარდნის და შენი თავის გამოხატვის, სოციალური შაბლონების რღვევის და რევოლუციის  საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ ვაკეთებთ ისეთ მუსიკას, რაზეც ჩვენც სიამოვნებით ვიცეკვებდით.

ლაივზე, როცა ვუკრავ ხოლმე, არასოდეს არ ვფიქრობ, რომ მე ახლა გავალ და დავუკრავ ხალხისთვის, და მე სცენაზე ვიქნები და ისინი ქვემოდან მოისმენენ. მე ვფიქრობ ხოლმე, რომ ახლა ჩვენ  დავუკრავთ და ყველა ერთად ვიცეკვებთ და გავერთობით, გავთავისუფლდებით.

და საერთოდ, ჩაწერაც ლაივს უნდა გავდეს.

იმაზე, რასაც უკრავენ და იმაზე, რასაც უნდათ ისმენდნენ:

ზომბი:  ლეიბლზე , რომელსაც სოკომუსიკას ვეძახით. გვინდა რომ რამე ევრაზიული ახალი მიმდინარეობები შეიქმნას, რამე ახალი გამოჩნდეს.

მე ვფიქრობ რომ საქართველოში რომ სუფთა ბრიტ პოპს უკრავ, კარგია, მაგრამ, არაბუნებრივია როგორც სექს პისტოლზ პაკისტანში. ამიტომ გვინდა, თითქოს ახალი მიმართულებები მოვიგონოთ, ნახევრადხუმრობით. გავერთოთ.

ისე, ლეიბლზე ბევრი სხვადასხვა მიმართულების მუსიკოსია და შიგადაშიგ პერფომანსებიც ტარდება ხოლმე. მუსიკაში ზოგადად სტილებით არ უნდა შეიზღუდო, სტილებს შორის ზოგადად განსხვავება არის ის, ვინ როგორ აორგანიზებს საუნდებს.

მთელი მუსიკა საუნდებისგან შედგება ჰომ? და მუსიკალურ სტილებს შორის გნასხვავება არის  –  საუნდების შერჩევა და ამ საუნდების ორგანიზების მეთოდები.

ასეთი განსხვავბებია აღმოსავლურ და დასავლურ მუსიკას შორისაც.

ჩვენ ვცდილობთ ამ ჩამოყალიბებულ ფორმებს შიგნით მოვიგონოთ ახალი მინითამაშები საუნდებით.

ანუ აქ პრინციპში ექსპერიმენტის პროცესი უფრო საინტერესოა ვიდრე შედეგი, რომელიც შეიძლება ან იყოს ან არა.

გრინჩი: კუნგ ფუ-ში ძებნა სულ მიდის, მე ვერ ვიტყვი და არც ვიტყვი, რომ ჩვენ უკვე ყველაფერი ნაპოვნი გვაქვს, მაგრამ ვიცით რომ ის, იმას, რასაც ვუსმენთ და გვიყვარს, იმის გადმოკოპირებას არ ვაკეთებთ და ვცდილობთ “ევრაზიული პოპი”  შევქმნათ.

მცდელობა რო გავაკეთოთ ისეთი პერფორმანსები და თუნდაც სა-ევროვიზიო პოპი რომლებსაც სადღაც სიღრმეში მაინც ეტყობა საბჭოთა ხრუშოვკები, მაოძედუნის ტომეულები, პოსტსაბჭოთა დრაგსები და ვარდები, რობოტების და რაკეტების სიყვარული :]

ზომბი: ზუსტად მაგ მიზნით, ვცდილობთ გრამატიკული შეცდომებიც კი არ გავასწოროთ ტექსტებში.

მე და ანას გვქონდა შარშან იდეა გაგვეკეთებინა რაღაც ჟურნალი თანამედროვე არტის შესახებ, სადაც ბოლო გვერდზე იქნებოდა წარწერა: ყველა ტექსტი დაწერილია ლოკალურ აბორიგენულ ენებზე და მხოლოდ შემდეგ არის თარგმნილი ინგლისურად Google translate-ის დახმარებით, და ყველა ესსე ჟურნალში ასეთი სახით უნდა დაწერილიყო.

გრინჩი: ძალიან მიუღებელია საქართველოში ტენდენციური მუსიკის კეთება, ისეთის, რასაც ათასობით ჯგუფი აკეთებს ევროპასა და ამერიკაში. როცა ასეთ მუსიკას აკეთებ, რაც არ უნდა კარგად აკეთებდე, შენ თავს იზღუდავ მარტო აქაური სივრცით. რამე ისეთი უნდა აკეთო, რასაც შენი ხელწერა და სტილი ერქმევა, რომ გარეთაც გახვიდე.

ზოგადად მსოფლიოში რთულია რამე ახალი შეთავაზო სამყაროს, ისიც ძნელია, რომ ის აკეთო, რაც უკვე გაკეთებულია.

მთავარის იპოვო სტიმული, რომ რამე ახალი ეძებო.

კუნგ ფუს გარდა კიდევ სხვა პროექტებიც მაქვს, იგივე ნოიზ მუსიკა, რომელსაც სულ ვეკეთებ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ყველაზე საინტერესოდ მეჩვენება.

ფარჩილა: მთავარია, როცა მუსიკას წერ რამე ისეთი დაიჭირო, ბგერა ან სტიმული, რომ მერე იმ ერთ წერტილზე აეწყო.

და მნიშვნელოვანია იცოდე, რა უნდათ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც უკრავ. ჩვენ აქ ყველამ ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ.

Chinese Girl by Kung Fu Junkie

პ.ს.

მე არ ვიცი რა ხდება კოსმოსში ან როგორები არიან ჩინელი გოგოები, მაგრამ ვიცი, რომ,  კუნგ ფუ ჩემთვის ზუსტად ის ჯგუფია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ათიასჯერ გადაღეჭილ სიბრძნეებს, რომ მთავარია, რამის გაკეთება გინდოდეს და შეგეძლოს და იმას აუცილებლად გააკეთებ. რომ მრავალფეროვნება მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მოვლენაა და რომ არასოდეს არ უნდა გაჩერდე იმაზე, რასაც ახლა აკეთებ, ძებნის პროცესი არასოდეს მთავრება.

Landmark
<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="650" height="366" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/fvZEUsonOkI&hl=en_US&fs=1" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="650" height="366" src="http://www.youtube.com/v/fvZEUsonOkI&hl=en_US&fs=1" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="650" height="366" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/u25cgNilGVA&hl=en_US&fs=1" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="650" height="366" src="http://www.youtube.com/v/u25cgNilGVA&hl=en_US&fs=1" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="650" height="366" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/n-K_oJkoZzw&hl=en_US&fs=1" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="650" height="366" src="http://www.youtube.com/v/n-K_oJkoZzw&hl=en_US&fs=1" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="650" height="366"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/7eOlVZOAeLc&hl=en_US&fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/7eOlVZOAeLc&hl=en_US&fs=1" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="650" height="366"></embed></object>

ჩანაწერები გუშინდელ ლაივზეა გაკეთებული, ჯგუფზე უფრო მეტი შეგიძლიათ შემდეგი ლინკებიდან გაიგოთ:

http://www.myspace.com/wearelandmark

http://www.last.fm/music/Landmark