რეგიონულ ჟურნალისტთა ქსელი

მედიცინა – ურთიერთობების აგების და ოკუპაციასთნ ბრძოლის საშუალება
მიუხედავად სამხრეთ ოსეთის საოკოუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვებისა და მოსახლეობაზე ზეწოლისა, ადამიანების ურთიერთობები ღიად თუ ფარულად მაინც გრძელდება.

ნიქოზის კლინიკა (ფოტო: ნინო ჩიბჩიური/IWPR 2020 წელი)

პანდემიის პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ადამიანებთან ურთიერთობები უფრო გააქტიურდა.

კავშირი „მომავლის ცხინვალის“ ინფორმაციით, COVID-19-ის გავრცელებამ წლების წინ შეწყვეტილი კონტაქტების განახლება განაპირობა.

“სოციალური ქსელების საშუალებით არაერთი ჯგუფი შეიქმნა, სადაც ცხინვალელი კლასელები, ყოფილი თანამშრომლები, ნათესვები და ა.შ. კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებსა და მასთან ბრძოლის გზებზე ინფორმაციის გაზიარებას და რეკომენდაციებს ითხოვდნენ,” ამბობს მარინა მეშვილდიშვილი, კავშირის „მომავლის ცხინვალი“ ხელმძღვანელი.

აღმოჩნდა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით გახლეჩილი საზოგადოებების დაახლოებაში და კრემლის მიმდინარე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გადალახვაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს მედიცინა ასრულებს.

ამისთვის დასადასტურებლად დასავლეთ საქართველოში მდებარე გაეროს მიერ მხარდაჭერილი სამედიცინო ობიექტის მუშაობაც შეიძლება განვიხილოთ, რომელიც 2009 წელს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული პაციენტების სამკურნალოდ გაიხსნა. თუ დასაწყისისათვის (2010 წელს) მას 150 აფხაზი ბენეფიციარი ჰყავდა, 2021 წლისთვის ეს რიცხვი 850-მდე გაიზარდა.

„დაპირისპირებულ მხარეებს შორის სოციალურ-ეკონომიკური კავშირების არსებობა და გააქტიურება კონფლიქტების მოგვარების ოქროს წესია. რეფერალური პროგრამა ამის კარგი მაგალითია და უნდა იყოს სხვა მსგავსი სოციალური პროგრამების შემუშავებისას,“ ამბობს ივანე აბრამაშვილი, ანალიტიკური ცენტრი „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან მოქალაქეები მკურნალობის მიზნით ქართულ კლინიკებს დღემდე აქტიურად მიმართავენ.

საქართველოს მთავრობის რეფერალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებლთა უფასოდ მკურნალობას გულისხმობს, 2010 წლიდან დაიწყო.

“რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით“ სარგებლობა შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები იმ პირთათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პაციენტებს წამყვან კლინიკებში სამედიცინო მომსახურება გაეწევათ უსასყიდლოდ,” განმარტავს ანა დარახველიძე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

ლოქდაუნის პერიოდში ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული პაციენტების რიცხვი შემცირდა, თუმცა მთლიანობაში ბოლო თორმეტი წელი ეს პროცესი უწყევტად მიმდინარეობს.

ამ დრომდე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მკურნალობის მიზნით, 11,986 მოქალაქე გადმოვიდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მათ შორის პანდემიის პერიოდში 926 ადამიანი კოვიდინფიცირებული იყო.

„ერგნეთში ჩემი ერთ-ერთი თანაკურსელი ცხოვრობს, რომელთანაც წლებია აღარ მიკონტაქტია. როცა ჩემს ბიჭს კოვიდი დაუდასტურდა და მდგომარეობა დაუმძიმდა ვფიქრობდი როგორ და ვისთვის მიმემართა დასახმარებლად. მოვძებნე Facebook-ში, ავუხსენი სიტუაცია და მალე მისი დახმარებით წითელი ჯვრის მიერ მოხდა ჩემი შვილის ქართულ კლინიკაში აგდაყვანა, რომელიც თავდაპირველად წინააღმეგი იყო ამ ყველაფრის. მაგრამ უკან სულ სხვა შთაბეჭდილებით დაბრუნდა,“ ამბობს ელენა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში ცხოვრობს. უსაფრთხოების მიზნით მან ანონიმურად ისურვა დარჩენა.

გარდა კოვიდისა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები ქართულ კლინკებს სხვადასხვა დაავადებით მიმართავენ. ამისთვის კი საქართველოს ხელისუფლება ყოველწლიურად საშუალოდ ოთხ მილიონ ლარს ხარჯავს.

აღნიშნული კატეგორიის პაციენტებისთვის ეს შესაძლებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მძიმე პაციენტების რუსეთში გადაყვანა დროის რესურსთან ერთად მთელი რიგი სირთულეების და რისკების გადალახვას უკავშირდება.

ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსვლისას იმსხვრევა ის მტრის ხატი, რომელსაც აფხაზ და ოს პაციენტებს რუსული და ადგილბრივი პრო-კრემლისტური ხელისუფლების პროპაგანდა უქმნის.

“ბოლო წლებში ათი-თორმეტი შემთხვევა მაინც მახსენდება, როდესაც ცხინვალელი პაციენტების ქართულ კლინიკებში გადაყვანის პროცესში ვიყავი ჩართული. თითოეულს პირადად დავხვედრივარ და იმის მიხედვით, თუ ვის რა სახის სამედიციო დახმარება ესაჭიროებოდა, შესაბამის კლინიკაში გადაყვანაში ვეხმარებოდი,“ ამბობს ნიკოლოზ ძამუკაშვილი, ნიქოზის ამბულატორიის დირექტორი.

„მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ, მათი უკან დაბრუნების შემდეგაც ვინტერესდები. მოკითხვები ცალმხრივი არაა და როდესაც გადმოსული პაციენტებისგან დაბარებული მოკითხვები მესმის, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.“

იხილეთ ინფოგრაფიკა „ჯანმრთელობის ხიდები“ ოკუპაციის პირობებში.

სომხეთ-თურქეთის საზღვარი ოცდაათწლიანი ლოდინის შემდეგ გაიხსნება
საზღვრის გახსნა მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის განიხილება, როგორც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მეზობელ ქვეყანებს შორის ურთიერთობათა სრული ნორმალიზებისთვის.

სომხეთ-თურქეთის საზღვარი, ფონზე ჩანს საგუშაგო კოშკი. (არტურ ჩეპმენი/Flickr)

თურქეთმა და სომხეთმა მიაღწიეს შეთანხმებას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის გახსნის და პირდაპირი სატვირთო ფრენების დაწყების თაობაზე, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა ნორმალიზების კუთხით მიმდინარე მოლაპარაკებებში წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა. მეზობელ ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი 1993 წელს ჩაიკეტა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის თაობაზე მიმდინარე კონფლიქტის გამო.

ოცდაათწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთი დიდ ყურადღებას აქცევდა საგარეო პოლიტიკას. აზერბაიჯანთან ომის გამო, არაერთხელ მოუსმენია მუქარაც და და მტრული რიტორიკაც თურქეთისგან. რთული გეოგრაფიის და გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში, სომხეთის საგარეო პოლიტიკას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა და განსაზღვრავდა დიპლომატიურ ურთიერთობებში სტრატეგიული ბალანსის დაცვა.

ამ ბალანსის შენარჩუნებას ის მრავალი წელი ახერხებდა ისეთი პოლიტიკით, რომელიც კომპლემენტარულობის სახელით არის ცნობილი. მისი საშუალებით სომხეთი ცდილობდა დაეცვა პარიტეტი რუსეთთან პარტნიორობასა და ევროკავშირსა და დასავლეთთან კავშირების გაღრმავებას შორის.

ბალანსის შენარჩუნება არ იყო ადვილი, რადგან თავისი არსით ეს საკმოად ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკა იყო,  განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას ძირითადად განაპირობებს კავშირები უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროებში. არც ისე დიდი ხნის წინ, სომხეთი კიდევ ერთი ბალანსირების თამაშში ჩაერთო, ამჯერად თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის.

სომხეთი ამჟამად რთულ დიპლომატიურ პროცესში არის ჩართული ორი მიმართულებით, ეს არის მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან და ურთიერთობების ნორმალიზება თურქეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მიმართულება დამოუკიდებელი პროცესია, არსებობს გარდაუვალი სინერგია ან არაპირდაპირი კავშირი სომხეთსა და მასთან მოლაპარაკებებში ჩართულ თითოეულ ქვეყანას შორის.

2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ შექმნილი არასტაბილურობის უპრეცედენტო ხარისხის გათვალისწინებით, ყოველი მიმართულება სხვადასხვა სიჩქარით მიიწევს წინ და ხშირად პროგრესი ერთ ქვეყანასთან უფრო მალე მიიღწევა ვიდრე მეორესთან.

ამბიცია და ასიმეტრია

ნორმალიზაციის პროცესი იმედისმომცემია. პროგრესის მისაღწევად თავდაპირველი მიზნები საკმაოდ მოკრძალებული და პრაქტიკულია. ის გულისმობს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და დახურული საზღვრის გახსნას.

ნორმალიზაცია არის პირველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ის არ ნიშნავს არც შერიგებას და არც დაახლოებას. ერთი შეხედვით ის არის ერთგვარი საბაზო მინიმუნი ორ მეზობელს შორის ურთიერთობის არსებობისთვის და ასევე აღიარება თურქეთის იმ წარუმატებელი პოლიტიკის, რომელსაც საზღვრის ჩაკეტვა და დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა მოჰყვა.

ურთიერთობათა ასიმეტრიის გათვალისწინებით, ისტორიული გამოწვევაც და ტვირთიც ტერიტორიულად უფრო დიდ ქვეყანას – თურქეთს ეკისრება. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ნაბიჯი მისასალმებელია, არ არის საჭირო თურქეთის ქება-დიდება იმის გამო, რაც მხოლოდ პირველი წინგადადგმული ნაბიჯია მეზობელ ქვეყნებს შორის მინიმალური ურთიერთობების დასამყარებლად.

თუმცა, ამ მოლაპარაკებებს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი რეგიონალური ლანდშაფტის უფრო ფართო კონტექსტში, ეს პროცესი ხელს შეუწყობს რეგიონში სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების აღდგენას. ამასთან ერთად, ურთიერთობების ნორმალიზება მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. სომხეთი თავს დააღწევს იზოლაციას და ჩაკეტილობას. რაც შეეხება თურქეთს, ქვეყნის შიგნით არსებული ღრმა ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, ჩაკეტილი საზღვრები და ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არც მისთვისაა ხელსაყრელი.

„ერთგვარად შვებისმომგვრელია ის ფაქტი, რომ პროცესი ბოლოს და ბოლოს შეეხო პრაქტიკულ და მნიშვნელოვან საკითხებს.“

2021 წლის დეკემბერში სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნის შემდეგ, სომხეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების ტემპი დაჩქარდა. 2022 წლის იანვარში  მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მოსკოვში გაიმართა. მეორე შეხვედრა შედგა თებერვალში, ამჯერად ვენაში. ორივე ჯერზე მხარეებმა მთავარი აქცენტი შეხვედრების გაგრძელებაზე გაკეთეს. მაგრამ, მესამე შეხვედრის გამართვამდე, გაჩნდა ერთგვარი წუხილი, რომ თითქოს ორივე მხარე თავს არიდებდა ერთმანეთის შესახებ საუბარს და ერთმანეთისგან ელოდებოდა მნიშვნელოვანი წინადადებების შეთავაზებას.

იმის გამო, რომ რეალური დღის წესრიგის შედგენა იგვიანებდა, გაჩნდა წუხილი, რომ მხარეები შესაძლოა უნდობლობის ადრინდელ ეტაპზე დაბრუნებულიყვნენ. ამის საპასუხოდ, 2022 წლის მარტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა და იქ გამართული უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში თავის თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა სპეციალური წარმომადგენლების გარეშე შედგა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თურქეთში ვიზიტი იყო სიმბოლური და ამავე დროს ისტორიული მნიშვნელობის მქონე, რითაც ერევანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის პოლიტიკურ ნებას ურთიერთობათა ნორმალიზაციისთვის.

მაისში მოლაპარაკებები განახლდა და მასთან ერთად წუხილიც, რადგან შეხვედრის ამ რაუნდს არსებითი შედეგი არ მოჰყოლია.

ბოლო შეხვედრა 1 ივლისს, ისევ ვენაში შედგა და მან ნადვილი გარღვევა მოახდინა. ამჯერად, მხარებმა შეძლეს კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება. თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გავრცელებულ იდენტურ განცხადებებში ვკითხულობთ, რომ პრინციპში „მხარეები შეთანხმდნენ უმოკლეს დროში უზრუნველყონ სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის კვეთის შესაძლებლობა სომხეთსა და თურქეთში სტუმრად მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის და გადაწყდა ამისთვის საჭირო პროცესების დაწყება.“

მხარეები ასევე შეთანხმდნენ სომხეთსა და თურქეთს შორის ტვირთების პირდაპირი საჰაერო გზით გადაზიდვების უმოკლეს დროში დაწყების თაობაზე.

ამის გათვალისწინებით, ერთგვარად შვებისმომგვრელია ის ფაქტი, რომ პროცესი ბოლოს და ბოლოს შეეხო პრაქტიკულ და მნიშვნელოვან საკითხებს, თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია.

მოლაპარაკებებში სომხური მხარის წარმომადგენელმა რუბენ რუბინიანმა 4 ივლისს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესაძლოა უკვე ამ ზაფხულს გაიხსნას. თუმცა, მზადება საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური და პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად არც ერთი მხარეს არ შეინიშნება.

მეორე საკითხი ეხება იმას, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება საზღვრის კვეთის მექანიზმის გამოყენება, რადგან ამისთვის აზერბაიჯანელებს მოუწევთ ან ჯერ სომხეთის ტერიტორიაზე შემოსვლა ან საზღვრის გადაკვეთა ნახიჩევანის გავლით და არა სომხეთ-თურქეთის საზღვრით.

ამით კითხვები არ მთავრდება. აქედან პირველი შეეხება რუსეთს და მის სამხედრო შეჭრას უკრაინაში ამა წლის თებერვალში, რამაც რეგიონში არსებული ისედაც რთული გეოპოლიტიკური გათვლები სულ თავდაყირა დააყენა. რუსეთის შეჭრა, როგორც გაცილებით დიდი გამოწვევა ევროპული უსაფრთხოებისთვის, კიდევ უფრო მეტ არასტაბილურობას და დაუცველობას უქადის მის ყველა მეზობელს.

გაბრაზებული, იზოლირებული რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხე შეიძლება უკავშირდებოდეს მოსკოვის სავარაუდო ნაბიჯს შეზღუდოს მისი მეზობლების „სუვერენული არჩევანი.“

იმ მიზნით, რომ მეტი კონტროლი დაამყაროს თავის მოსაზღვრე ქვეყნებზე, რომელთაც, მისივე შეფასებით, მისი ბუნებრივი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, რუსეთს შეუძლია შეცვალოს თავისი პოზიცია სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობათა ნორმალიზაციასთან დაკავშირებითაც.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კრემლის პოლიტიკაში ასეთი ცვლილები არ შეინიშნება არც სომხეთთან და არც თურქეთთან დამოკიდებულებაში, მოსკოვს გააჩნია უამრავი ბერკეტი და თავისუფლად შეუძლია პროცესზე როგორც უარყოფითი, ისე დადებითი ზეგავლენის მოხდენა.

მეორე პრობლემა უკავშირდება აზერბაიჯანს. ბაქომ უკვე წარმატებით შეძლო ნორმალიზაციის წინა რაუნდის ჩაშლა და სომხეთ-თურქეთის ბოლო შეთანხმებაზე მისი რეაქციაც ტოვებს აზერბაიჯანის მხრიდან საფრთხის მოლოდინის შთაბედილებას. 1 ივლისს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ თურქეთთან საზღვარს კეტავდა.

ეს მოკლე 13-კილომეტრიანი მონაკვეთი არის ერთადერთი ღია საზღვარი აზერბაიჯანისთვის, რადგან მისი საზღვრები საქართველოსთან, ირანთან და რუსეთთან Covid-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ დაკეტილია.

ასეთი ნაბიჯი აუცილებლად გაანერვიულებს ანკარას. თურქეთი გააგრძელებს სიფრთხილით მოქმედებას და არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც აზერბაიჯანმა შეიძლება მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ აღიქვას.

რიჩარდ გირაგოსიანი არის რეგიონული კვლევების ცენტრის (RSC) დირექტორი. რეგიონული კვლევების ცენტრი არის დამოუკიდებელი ანალიტიკური ორგანიზაცია ერევანში, სომხეთში.

სტატია მომზადებულია IWPR-ის მიერ.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
პრიზის გამარჯვებულები, ფინალისტები, ჯიურის წევრები და პარტნიორები (ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში)

ვროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში რიგით მეათე დაჯილდოვების ცერემონიალი 2022 წლის 3 მაისს, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს გაიმართა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში 2021 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა კიდევ ერთ საპრიზო კატეგორიაში გადასცა პრიზი კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

“ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მე-10 წლისთავი ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე იმართება. არაპროვოცირებული და გაუმართლებელია ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ წელს სადღესასწაულო განწყობა არ გვაქვს, გვსურს, ღირსეულად დავაფასოთ პროფესიონალი, პატიოსანი და თამამი მედია,” განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვა.

“წელს ჩვენ, 3 მაისს პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ იმ პირობებში, როდესაც უკრაინელი ჟურნალისტები საკუთარ სიცოცხლეს რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შესახებ სიმართლის გასავრცელებლად სწირავენ, და როდესაც რუსეთმა კიდევ უფრო შეზღუდა პრესის თავისუფლება და საკუთარ მოსახლეობას დეზინფორმაციითა და პროპაგანდით კვებავს.

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მიზანი ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა, ვინაიდან დღეს გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი მიზეზი იმისათვის, რომ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც სიმართლეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ემსახურებიან.

ამ მიზნით, მე დღეს სიამაყით მინდა გამოვაცხადო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზია რიგით მე-11 დაჯილდოება. როგორც ყოველთვის, ვიმედოვნებთ, რომ ეს
კონკურსი ემსახურება, როგორც გამოცდილი ჟურნალისტების აღიარებას და
შთაგონებას, ასევე ახალბედების მოზიდვას ამ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიაში,” აღნიშნა ელჩმა თავის შესავალ სიტყვაში პრიზის მონაწილეებთან და მედიის წარმომადგენლებთან.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა სპეციალური პრიზის მნიშვნელობა: “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე, უკრაინაზე რუსული აგრესიის ფონზე. ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რომ მშვიდობა ევროპაში არ შეიძლება ჩაითვალოს მოცემულობად.

კონფლიქტის სენსიტიური გაშუქებით ჟურნალისტებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის მოგავრებაში. სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ყოველწლიური პრიზით, ჩვენ აღვნიშნავთ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც საკუთარი ნამუშევრებით ხელს უწყობენ მშვიდობის შენარჩუნებას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში,” აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულები
არიან:

• საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: თამარ ბაბუაძე (ინდიგო)
ფინალისტები: ნინო ლომაძე, მარადია ცაავა
•საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: ანასტასია სლოვინსკაია (რადიო თავისუფლება)
ფინალისტები: ანა მასხარაშვილი, გვანცა ნადიბაიძე
•საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან
სამაუწყებლო მედიაში:
გამარჯვებული: ზურაბ მოდებაძე (თავისუფლების მონიტორი)
ფინალისტები: ცქრიალა შერმადინი, ნინო რამიშვილი
•საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: ხატია ღოღობერიძე (on.ge)
ფინალისტები: თეა თოფურია, ქამრან მამედლი
•საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან
სამაუწყებლო მედიაში:
გამარჯვებული: თინათინ ნაჭყებია (ინდიგო)
ფინალისტები: ნატა ტაბიძე, ქეთევან თუთბერიძე
•საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს:
გამარჯვებული: გიორგი შენგელია (ინდიგო)
ფინალისტები: საბა გორგოძე, სოფიო მდივნიშვილი
•კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური
ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი):
გამარჯვებული: ზვიად მჭედლიშვილი (newscaucasus.com)
ფინალისტები: ოქტიაბრინა წიქორიძე, სულიკო წიწიკაშვილი, მარიამ ჯაჭვაძე
პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით
დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
პრიზის მფლობელი პროფესიული ერთ თვიანი მივლინებით „ომისა და მშვიდობის
გაშუქების ინსტიტუტის“ სათაო ოფისში, ლონდონში გაემგზავრება.

გამარჯვებული ნაშრომების სანახავად ეწვიეთ: https://www.euprizejournalism.ge

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“-ის შესახებ :
155-მა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა, საკუთარი ნამუშევრებით, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, გაშუქდა ეთერში ან განთავსდა ონლაინ 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“.

საკონკურსო ნაშრომები განიხილა ოთხკაციანმა ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის პროფესიონალებისგან:

-ნათია აბრამია, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის ხარისხის კონტროლის და რისკის მართვის მენეჯერი. მას აქვს ქართულ და საერთაშორისო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. 2006 წლიდან სხვადასხვა დროს ის იყო BBC-ის მსოფლიო ახალი ამბების რადიო, ტელე, ონლაინ და სოციალური პლატფორმების რედაქტორი. 2016 წელს ბრექსიტის რეფერენდუმის გამოცხადების შემდეგ ნათია აბრამია იყო BBC-ის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს “ნიუსნაითის” გამომშვები პროდუსერი. ამჟამად მისი მოვალეობაა BBC-ის ოპერაციების და რესურსების ოპტიმიზაცია და მართვის ეფექტურობის გაზრდა.

-ნანა საჯაია, ჟურნალისტი და ტელე-პროსიუდერი. 2019 წლიდან მუშაობს შეერთებული შტატების ყველაზე რეიტინგულ მაუწყებელში – ტელეკომპანია Fox News-ში, პოლიტიკის პროდიუსერის პოზიციაზე. 2014 – 2018 წლებში იყო “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის ჟურნალისტი და რედაქტორი ვაშინგტონში, სადაც საქართველოს, ევრაზიის და ამერიკის პოლიტიკას აშუქებდა როგორც ტელე, ასევე რადიო და ვებ პლატფორმებზე. შეერთებულ შტატებში კარიერის გაგრძელებამდე, საქართველოში იყო ჟურნალ “ლიბერალის” ახალი ამბების და ვების რედაქტორი, რადიო “ცხელი შოკოლადის” მთავარი რედაქტორი და ინგლისურენოვან გაზეთ Georgia Today-ის მმართველი რედაქტორი. საქართველოში თანამშრომლობდა საერთაშორისო მედია ორგანიზაციებთან: BBC, FRANCE 24 და TRANSITIONSONLINE. პარალელურად ასწავლიდა ჟურნალისტიკის მიმართულებებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და კავკასიის უნივერსიტეტში. არის რამდენიმე ჯილდოს – მათ შორის, ამერიკის ფედერალური მაუწყებლობის უმაღლესი – ოქროს მედლის მფლობელი. არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტი მაგისტრი, ასევე მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში ჩრდილოეთ დაკოტის შტატის უნივერსიტეტში, სადაც 2007 – 2008 წლებში სწავლობდა ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, როგორც ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიანტი.

-ლია ჩახუნაშვილი, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში მედიის განვითარების ხელშემწყობ რამდენიმე მსხვილ პროექტს უხელმძღვანელა IREX-სა და BBC World Service Trust-ში მუშაობისას. 2007-2009 წლებში იყო კავკასიის მედია სკოლის დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო 2010-2011 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ლია ჩახუნაშვილი პროფესიით ჟურნალისტია. აქვს მეცნიერებთა მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

-გურამ წიბახაშვილი, ფოტოგრაფი. 1991 წლიდან კითხულობს ლექციებს ფოტოგრაფიაში; არის 60-მდე გამოფენის მონაწილე, მათ შორის 20-მდე პერსონალურის. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიაზე და თანამედროვე ხელოვნებაზე. 1999 – 2007 ჟურნალი “ამარტას” ფოტო რედაქტორი. 2007 წლიდან დღემდე “თბილისის ფოტოგრაფიის სახლის” თანადამფუძნებელი. ფოტოგრაფიის ისტორიის მოწვეული ლექტორი საქართველოს ორ უნივერსიტეტში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი).

ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო მიღებული.

წყარო: დელეგაციის პრესისა და ინფორმაციის გუნდი GEORGIA
https://www.euprizejournalism.ge

ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა აცრის მიმართ შიში და უნდობლობა ჯერ კიდევ ძლიერია.

ვაქცინირების პროცესი ბაქოს ერთ-ერთ კლინიკაში. (ფოტო: ავტორი)

2022 წლის იანვრის მდგომარეობით, აზერბაიჯანის მოსახლეობის 47% არის აცრილი, სულ 11 მილიონზე მეტი დოზა გაკეთდა დღემდე.

აზერბაიჯანში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა აცრის მიმართ შიში და უნდობლობა ჯერ კიდევ ძლიერია. 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, აზერბაიჯანის მოსახლეობის 47% არის აცრილი, სულ 11 მილიონზე მეტი დოზა გაკეთდა დღემდე.

საზოგადოების ყოყმანის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებები უამრავ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ხოლო მთავრობის ან სხვა სანდო ინსტიტუტების მიერ სარწმუნო ინფორმაციის გავრცელება ნაკლებად ხდება. ამიტომ, უმეტესობა ან საერთოდ უარს ამბობს აცრის გაკეთებაზე ან კოვიდპასპორტს აყალბებს.

დეზინფორმაციის შემოდინება

აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად იმატა ყალბი ამბების ნაკადმაც როგორც ტრადიციულ, ისე სოციალურ მედიასაშუალებებში. მედიაექსპერტი ელესგერ მემედლი ამბობს, რომ პრორუსული მედიის მიერ გავრცელებულმა ანტივაქსერულმა დეზინფორმაციამ საზოგადოებას COVID-19 საწინააღმდეგო აცრების მიმართ ნდობა დაუკარგა.

„თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ვირუსი ბილ გეითსის და  შეერთებული შტატების შექმნილია. ამასთან ერთად, ყველაზე საშიში იყო ჭორი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ადამიანებში სასქესო ორგანოების დაავადებებსა და უნაყოფობას იწვევდა. მსგავსი პროპაგანდის გავრცელებაზე ასევე დიდი გავლენა იქონია რუსეთის სურვილმაც გაეყიდა საკუთარი ვაქცინები,“ განუცხადა  IWPR-ს ელესგერმა.

ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აზერბაიჯანშიც რუსულმა პროპაგანდამ მიზანში ამოიღო აშშ-ს მხარდაჭერით აშენებული ლუგარის ლაბორატორიები. რუსეთის მტკიცებით, ამ ლაბორატორიებში ხდებოდა ბიოლოგიური იარაღის წარმოება და აქედანვე მოხდა COVID-19 განზრახ გავრცელება.

„რა თქმა უნდა, პრორუსული მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია იმ ქვეყნებში,  სადაც ეს ლაბორატორიები ფუნქციონირებს, მათ მიმართ უნდობლობის გაჩენა,“ ამბობს ლეილა მუსტაფაევა, ფაქტების გადამოწმების ვებგვერდის რედაქტორი.

სოციალურ მედიაში ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სხვა ფორმებითაც ხდებოდა. აზერბაიჯანელი ბლოგერი ჰებიბ მუნტეზირი ამბობს, რომ დასავლეთის გავლენიანი და ავტორიტეტული ადამიანების განცხადებები და ვიდეოები სპეციალურად ითარგმნებოდა არასწორად და ვრცელდებოდა სოციალური მედიის პლატფორმებზე საზოგადოების მოსატყუებლად.

”გავრცელდა ერთ-ერთი დასავლელი პროფესორის ლექციის ვიდეო არასწორი თურქული სუბტიტრებით, სადაც ის თითქოს ამბობს, რომ მას არ სჯერა ამ ვირუსის არსებობის, რომ ვაქცინები შექმნილია ადამიანების მოსაკლავად და ა.შ.”, ამბობს ის.

სოციალური მედიის გარდა, ჰებიბ მუნტეზირის თქმით, ცნობილი მედიასაშუალებებიც აქტიურად ავრცელებდნენ ანტივაქსერულ პროპაგანდას.

„ყველაზე სერიოზულმა მედიაგამოცემებმაც კი გააშუქეს დასავლეთში ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროტესტი, რამაც გავლენა მოახდინა საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ  უნდობლობის გაჩენაზე“, ამბობს ის.

მანიპულირებული სტატისტიკა და ინფორმაციის ნაკლებობა

მთავრობა და სამედიცინო დაწესებულებები არ უპირისპირდებოდა სხვადასხვა მედია პლატფორმების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რის გამოც მოქალაქეები, მათივე თქმით, საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩნდნენ.

„ჩემი პროფესიის გამო ბევრს ვმოგზაურობ. გავიკეთე Sinovac-ის ვაქცინის ორი დოზა, მოგზაურობაში ხელი რომ არ შემშლოდა. თუმცა აეროპორტში მითხრეს, რომ ევროპაში ის არ იყო მიღებული. პოლიკლინიკაშიც ბევრჯერ ვიკითხე, მარგამ არავის უთქვამს, რომ ეს ვაქცინა არ იყო აღიარებული. ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნება დროულად არ ხდება. და ახლა რა, სხვა აცრა უნდა გავიკეთო?!“ აცხადებს აზერბაიჯანის მოქალაქე გულშენ სეფეროვა.

„WhatsApp-სა და TikTok-ზე გავრცელებული ინფორმაცია სერიოზულ გავლენას ახდენს აზერბაიჯანის საზოგადოებაზე. ხელისუფლება ამას ხელს არ უშლის და არ ეკიდება სერიოზულად. ინფორმაციის ნაკლებობაა,“ ამბობს ბლოგერი ჰებიბ მუნტეზირი.

ვაქცინების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას ემატება ისიც, რომ მთავრობა მანიპულირებს კოვიდის შესახებ მონაცემებით საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, რაც კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ უნდობლობას.

აზერბაიჯანში გამართული ფორმულა 1 რბოლების წინ, მთავრობამ, სავარაუდოდ, შეამცირა კოვიდ-19 შემთხვევების რაოდენობა. თამაშების დასრულების შემდეგ კი შემთხვევებმა კვლავ მკვეთრად იმატა. როგორც პოლიტოლოგი ერესტუნ ორუჯლი ამბობს, ციფრებით მანიპულირება სერიოზულ გავლენას ახდენს ხალხის ნდობაზე როგორც ვაქცინების, ისე მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიმართ.

თავის მხრივ, ვაქცინაციის პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი უწყება – სამედიცინო ტერიტორიული ერთეულების მართვის ასოციაცია (TABIB) IWPR-ს უცხადებს, რომ მოქალაქეებისთვის ვაქცინების შესახებ ინფორმაცია მარტივად არის ხელმისაწვდომი.

„ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული და ეს ინფორმაცია საჯაროა. მას მედიაში რეგულარულად ქვეყნდება ინფორმაცია მოგზაურობისთვის საჭირო ვაქცინაცის სერთიფიკატების შესახებ. მედიაში და სოციალურ ქსელებში რეგულარულად ტარდება ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.“

ამჟამად აზერბაიჯანში ოთხი ვაქცინაა ხელმისაწვდომი – Pfizer-BioNTech, CoronaVac, AstraZeneca და Sputnik V. თუმცა, ევროკავშირიში აზერბაიჯანის მიერ გაცემულ QR კოდები არ იკითხება.

ყალბი COVID პასპორტები

მოსახლეობაში ვაქცინებისადმი უნდობლობის გამო ქვეყანაში იმატა ყალბი ვაქცინის პასპორტების დამზადების შემთხვევებმა. რამდენიმე ექიმის და სხვა მედპერსონალის წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობს გამოძიება ყალბი პასპორტების გაყიდვის ბრალდებით.

ყალბი პასპორტების დამზადება გააქტიურდა მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია სავალდებულო გახადა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის. იმის გამო, რომ მთავრობა ვაქცინაციის შესახებ არ ახდენს მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებას, ხალხი თვლის, რომ ამას მთავრობა თავისთვის აკეთებს და არა მათთვის.

„აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესი სახელმწიფოს ვალდებულების კონტექსტში მიმდინარეობს. არსებობს ვაქცინაციის ვალდებულება, თუმცა მისი წახალისება არ ხდება. იმ ადამიანებმა, რომლებიც ისედაც არ ენდობოდნენ მთავრობას, ჩათვალეს, რომ ეს მთავრობისთვის იყო საჭირო და არა ხალხისთვის“, ამბობს აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის წევრი სეიმურ ჰაზი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით და აზერბაიჯანის მთავრობის უმნიშვნელო ჩართულობით გაიხსნა ცენტრი, რომლის მიზანია პანდემიის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ვაქცინაციის წახალისება. ცენტრის ერთ-ერთი ტრენერი ლალე მუსაზადე ამბობს, რომ მთავარი მიზანი სამედიცინო პერსონალის განათლებაა.

„სამწუხაროდ, პანდემიასთან ბრძოლამ გვიჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო ან არაინფორმირებული ან არასწორად ინფორმირებული სოციალური მედიის საშუალებით. ეს უარყოფითად აისახა მთელ პროცესზე. იმის გამო, რომ ამ ეტაპისთვის მოსახლეობასთან მუშაობა არ შეგვიძლია, ჩვენი მთავარი მიზანია სამედიცინო პერსონალის განათლება, რადგან  მათ უფრო მეტი ურთიერთობა აქვთ ხალხთან და შესაბამისად უფრო კარგად შეუძლიათ საჭირო ინფორმაციის მიწოდება. ამ ბოლო დროს უფრო მეტად ვამახვილებთ ყურადღებას ვაქცინების შემადგენლობასა და მათ ეფექტურობაზე,“ ამბობს ის.

პირველი ტიპის დიაბეტი და ბავშვები
„როდესაც ჩემი შვილი პირველად მოხვდა რეანიმაციაში ექიმმა მითხრა, თქვენს შვილს პირველი ტიპის დიაბეტი დაუდგინდაო, მე ვკითხე, როდის გაუვლიდა, მან კი მიპასუხა, რომ ეს არასოდეს გაივლიდა.“

დიაბეტის მქონე ბავშვი უყურებს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის მაჩვენებელს. (ფოტო: ავტორი)

ლუკა ახლა 5 წლისაა და უკვე სამი წელია, რაც მას პირველი ტიპის დიაბეტი დაუდგინდა. ლუკას დედამ, თამარ ხორავამ IWPR-ს განუცხადა, რომ მაშინ ამ დიაგნოზის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა და არც ის იცოდა, თუ როგორ დახმარებოდა საკუთარ შვილს.

„სამი წელია, რაც ჩემს შვილს პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი დაუდგინდა. დიაბეტის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი; მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ასაკოვან ადამიანებს ემართებოდა ეს დაავადება. არაფერი ვიცოდი, რადგან ირგვლივ არავინ მყავდა დიაბეტით დაავადებული,“ ამბობს ხორავა.

საქართველოში დიაბეტით დაავადებული ბავშვების რაოდენობა 2016 წლიდან 2021 წლამდე თითქმის სამჯერ გაიზარდა. 18 წელს გადაცილებულებში კი ეს რიცხვი თანდათან მცირდება. თითში მუდმივი ჩხვლეტა და მისგან გამოწვეული ტკივილი დღეში თითქმის ათჯერ ან მეტჯერ მეორდება. საქართველოში შაქრიანი დიაბეტით 1200-ზე მეტი ბავშვია დაავადებული და ოთხმოცი პროცენტი სისხლში შაქრის დონის გასაზომად ჩხირებს იყენებს.

დღეს მხოლოდ რამდენიმე ათეულ ბავშვს შეუძლია უმტკივნეულო პროცედურით აკონტროლოს სისხლში შაქრის დონე და ამ პროცესს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის ე.წ. CGM სისტემა უზრუნველყოფს.

ბევრ ქვეყნაში ასეთი აპარატების ხარჯებს მთავრობა ფარავს. მსგავსი სქემის საქართველოში დანერგვას უკვე წლებია ითხოვენ მშობლები.

პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვების და მათი მშობლების პროტესტი. (ფოტო: ავტორი)

1 თებერვალს თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვებმა და მათმა მშობლები საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მრავალი წელია ითხოვენ ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის CGM აპარატების შესაძენად. დღესაც შეიკრიბნენ იმისთვის, რომ მთავრობისთვის შეეხსენებინათ დაპირების შესრულება.

აქციის შემდეგ მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებმაც მშობლებს მოუსმინეს და გაეცნენ მათ მიერ წამოყენებულ პრობლემებს.

„ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ ხაზი გაგვესვა რამდენად არაორგანიზებულია დიაბეტის პროგრამა. დაგვპირდნენ, რომ მუდმივ კომუნიკაციაში იქნებოდნენ ჩვენთან. იმედს ვიტოვებთ, რომ დაპირება დაპირებად არ დარჩება და ეს საკითხი მოგვარდება,“ განუცხადა IWPR-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაიკო გეფერიძემ.

„გასულ წელს ჩვენ, მშობლებმა, ჩავატარეთ სერიოზული კამპანია ცნობიერების ასამაღლებლად და შევძელით გვეჩვენებინა მთავრობისთვის, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა ეს აპარატები და არ ვითხოვდით რაღაც სათამაშოს. იანვრიდან ველოდებოდით აპარატებს, მაგრამ როცა დრო მოვიდა, მივხვდით, რომ ბაზრის კვლევაც კი არ დაუწყიათ, არც ტენდერი გამოუცხადებით და არც ჩვენს კითხვებს პასუხობდნენ. ახლა დაგვპირდნენ, რომ ჩაგვრთავდნენ პროცესში დაგაგვაცნობდნენ ყოველ ნაბიჯს. თუმცა, ჯერ კიდევ გვაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. დაგვპირდნენ, რომ ტენდერს მაქსიმუმ 10 დღეში გამოაცხადებდნენ, ასე რომ, ჯერჯერობით ამას ველოდებით,“ ამბობს თამარ ლაფაჩი.

„თავიდან არ ტიროდა, მაგრამ მერე, როცა ჩხვლეტებმა მოიმატა, ყოველ საეჭვო მოქმედებას გრძნობდა და ხელებს უკან მალავდა. ეს ძალიან რთული პროცესი იყო მისთვის და ჩემთვისაც. მერე ექიმმა მითხრა, რომ არსებობს სენსორული აპარატი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ზომავს. დიაგნოზის დადგენიდან სამ თვეში შევიძინეთ ეს აპარატი. ძალიან კარგი ალტერნატივაა იმის ფონზე რამდენ ჩხვლეტას და ტკივილს განიცდიდა ბავშვი, თან ეს აპარატი სისხლში შაქრის დონის მუდმივ მინიტორინგს ახორციელებს და შეგიძლია ნახო ორი კვირის მონაცემებიც. თუმცა, ძალიან რთულია, როცა ყოველ ორ კვირაში გიწევს ხარჯების დაფარვა საკუთარი ფინანსებით,“ განმარტავს ხორავა.

დიაბეტის მქონე ბავშვი მკურნალობისას კლინიკაში. (ფოტო: ავტორი)

ამჟამად, საქართველოს დიაბეტის ფონდი სამ თვეში ერთხელ გასცემს ექვს ყუთ ჩხირს, რაც ჯამში სამას ცალს შეადგენს. ეს მარაგი მხოლოდ ერთი თვისთვის არის საკმარისი, რადგან ბავშვს დღეში ათი ან მეტი ჩხირი სჭირდება.

ყოველთვიური ხარჯები დიდია როგორც ჩხირების, ასევე სენსორული აპარატის შემთხვევაში. CGM აპარატებს მშობლები გერმანიიდან იწერენ, რადგან საქართველო არ არის ოფიციალური იმპორტიორი. თუმცა, ზოგჯერ იქმნება ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები ან ხდება ისე, რომ აპარატს აღმოაჩნდება ქარხნული წუნი, რასაც არავინ ანაზღაურებს, ამ შემთხვევაში, ხარჯები ორმაგდება.

ლუკას ოჯახს ერთი სენსორი 59 ევრო (200 ლარი) უჯდება და ის 14 დღე ძლებს, ანუ 28 დღეში ორი სენსორი სჭირდება. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როცა სენსორი დაზიანებული ჩამოსულა და ის ვერ შეცვალეს, ასე რომ, დახარჯული თანხა დაიკარგა.

საავადმყოფოში ექიმებმა ლუკას დედას დიაბეტის შესახებ წიგნი მისცეს. მან ის წაიკითხა და ასევე ინტერნეტშიც მოიძია ინფორმაცია. მისი შვილი ახლა სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, ისევე როგორც ამ მდგომარეობაში მყოფი ბევრი სხვა ბავშვი.

მან იცის, რომ ყველას გვაქვს სისხლში შაქარი, უბრალოდ მან ის მუდმივად უნდა იზომოს. მოსწონს კიდეც სენსორული აპარატის გამოყენება.

„ლუკას ცხოვრების წესი არ შეცვლილა ისე, რომ მას ეს იგრძნო. იცის, რომ შაქარი აქვს – ასე ეძახის. ძალიან ამაყობს თავისი სენსორული მოწყობილობით, ეზოში ბავშვებთან თამაშისას ეუბნება, ნახეთ რა მაქვს, გაჩვენოთო. ან როცა ანალიზებზე მიმყავს და სხვა ბავშვები ტირიან, ის ყველას ეუბნება, რისი გეშინია, ნემსის გაკეთება საშიში სულაც არ არისო.“

პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები წლებია ითხოვენ სენსორული აპარატების გამოყოფას, არაერთხელ გაგზავნეს წერილი ჯანდაცვის სამინისტროშიც, თუმცაპასუხი არ მიუღიათ.

უწყვეტი მონიტორინგის სისტემის გარდა, მათი მოთხოვნები მოიცავს ისეთ საკითხებსაც, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ამ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ცხოვრებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რამდენიმე თვის წინ მშობლებმა მიმართეს ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და ითხოვეს რჩევა დიაბეტის მართვის კონკრეტული საკითხების შესახებ. პირველ რიგში, ეს ეხებოდა სისხლში გლუკოზის დონის კონტროლს პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვებში.

წერილში მოყვანილი კიდევ ერთი საკითხი ეხება პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვის თვითმფრინავით მგზავრობას. ადამიანს, რომელსაც მუდმივად ესაჭიროება ინსულინის ინექცია და სისხლში შაქრის მონიტორინგის მოწყობილობები, მოგზაურობისას უნდა ჰქონდეს სპეციალური დოკუმენტი. ეს დოკუმენტი მომზადებული უნდა იყოს საერთაშორისო ენაზე, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის მშობლებს. მათ ამ დოკუმენტის მისაღებად რამდენიმე პროცედურის გავლა უწევთ.

„ავიაკომპანიები ითხოვენ სამი სახის ინფორმაციას: პაციენტის სახელს და გვარს, დიაგნოზს და სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ადამიანს მუდმივად სჭირდება სისხლში შაქრის დონის მონიტორინგი. მშობლებმა ჯერ ექიმთან უნდა აიღონ ფორმა №100 და შემდეგ მიიტანონ იუსტიიცის სახლში დასამოწმებლად, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. მშობლები უფრო მარტივ გამოსავალს ითხოვენ – მიეცეს ექიმებს საშუალება გასცენ ეს საბუთი ინგლისურ ენაზე და აღარ იყოს საჭირო ამდენი პროცედურა. ეს საკითხიც არის შეტანილი ჩვენს მიმართვაში, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია,“ განაცხადა სოფო მენაბდიშვილმა.

11 წლის მარიამი ერთ-ერთ რეგიონში ცხოვრობს. სამი წლის იყო როდესაც პირველი ტიპის დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. ექვსი წლიდან დამოუკიდებლად შეუძლია ინექციის საჭირო დოზით მომზადება და ასევე სისხლში შაქარის გაზომვა.

საბავშვო ბაღში და დაწყებით კლასებში დედა დაჰყვებოდა, უღებდა ანალიზს, უკეთებდა ნემსს და თან არასასურველი კითხვებისგან იცავდა შვილს. მაგრამ, ახლა მარიამი უკვე თვითონ უზიარებს თავის კლასელებს ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ.

შესვენების დროს მათი თანდასწრებით იზომავს სისხლში შაქარს და იკეთებს ინსულინს. მას ყოველთვის თან დააქვს დამატებითი ჩანთა, სადაც ინახავს ყველა საჭირო ნივთს. დღეში დაახლოებით ათჯერ უწევს ჩხვლეტა, მაგრამ უკვე მიეჩვია. ნაკლები დისკომფორტისთვის ის მარცხენა ხელზე ამჯობინებს ჩხვლეტას.

„ერთხელ, როცა დედა თითიდან სისხლს მიღებდა, ჩემი კლასელი მოვიდა და მკითხა: გტკივა? მეც მიჩხვლიტე, შენ თუ არ გტკივა, მეც არ მეტკინებაო.“

დიაბეტის შესახებ ცოდნას მარიამი დედასთან ერთად იღებს. ამაში სოციალურ ქსელში დედების მიერ შექმნილი ჯგუფიც ეხმარება. ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას და ასევე ეხმარებიან ერთმანეთს საჭირო ნივთებითა და მედიკამენტებით.

„დედაჩემმაც მოაწერა ხელი წერილს, სადაც ითხოვენ ლიბრეს აპარატების გამოყოფას. ეს
ძალიან კარგი იქნება, უფრო გამიმარტივებს ცხოვრებას, შევძლებ მეგობრებთან ერთად
თამაშს და გართობას.“

ოკუპაციის შედეგები საქართველოში
რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ 2008 წლის აგვისტოს ომით არ დასრულებულა. მშვიდობიანი მოსახლეობის საკუთრებისა და თავისუფლების ხელყოფა დღემდე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მოქალაქეებს უკანონოდ მყოფი რუსეთის ჯარისკაცები საკუთარ ეზოებში აკავებენ და ე.წ.  საპატიმროებში გადაჰყავთ.

მათ ნაწილს „ჯარიმის“ გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, ზოგიერთის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ და სასჯელის ვადასაც ზრდიან.

2008-2021 წლებში საოკუპაციო ხაზთან დაკავების 3360 შემთხვევა დაფიქსირდა, დაკავებულთა შორის 491 ქალი იყო.

ამასთან თანდათან მატულობს საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძეც, რომელთანაც მაგალითად თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალს სულ რაღაც 450 მეტრით აშორებს.

დევნილთა ნასახლარებზე კი  რუსეთის 45 ბაზაა განთავსებული.

2008 წლის ომის დროს 30,000-მდე ადამიანი დევნილად იქცა, 125 სოფელი კი მიწასთანაა გასწორებული.

სოფლების მცოცავი ოკუპაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებები დღემდე გრძელდება.

ადგილობრივები  საცხოვრებელ სახლებს და ჰექტრობით მიწის ფართობებს დღემდე კარგავენ.

უკრაინის კრიზისმა ბოსნიაში ძველი შიში გააღვიძა
ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებს შორის არსებული ეთნიკური განხეთქილების გამო არსებობს შიში, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა შეიძლება გახდეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შემდეგი სამიზნე

„ზუსტად ასე დაიწყო, პროდუქტები გაქრა და ყველაფერი გაძვირდა,“ გვითხრა სარაევოს ერთ-ერთ მაღაზიაში ზეთის საყიდლად მისულმა 68 წლის ჰანამ.

”[ზეთი] რამდენიმე დღე არ იყო და როცა შემოიტანეს, ორჯერ უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე რუსეთის უკრაინაში  შეჭრამდე,” აღნიშნა მან.

ჰანას და სარაევოში მცხოვრებ უამრავ ადამიანს, უკრაინის ომმა მათი ქალაქის ალყა გაახსენა, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი ალყა იყო თანამედროვე ისტორიაში. მოსახლეობა შიშობს, რომ მსგავსი რამ შეიძლება ისევ განმეორდეს.

“ამ დღეებში ხშირად ვეკითხები ახალგაზრდებს, იქნება თუ არა ომი ჩვენს ქვეყანაში,” ამბობს ჰანა და იხსენებს 1992 წლის კონფლიქტს ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებში ბოსნიის დედაქალაქში ხალხმა პანიკურად დაიწყო პროდუქტების შესყიდვა. მაღაზიებიდან გაქრა ფქვილი, ზეთი, შაქარი და დაკონსერვებული პროდუქცია. სარაევოში კარგად ახსოვთ შიმშილი, რომელიც თან ახლდა ომს და ალყაში ცხოვრებას.

44 თვიანი ალყის დროს, რომელიც 1992 წლის აპრილიდან 1996 წლის თებერვლამდე გაგრძელდა, ბოსნიის დედაქალაქში 350,000-ზე ადამიანი იმყოფებოდა. ქალაქს ყოველდღე ბომბავდნენ და სნაიპერულ ცეცლხს უხსნიდნენ სარაევოს ახლომდებარე მაღლობებზე დაბანაკებული ბოსნიელ სერბთა შეიარაღებული ძალები. დაიღუპა 11,500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 1601 ბავშვი.

ფოტო: სარაევოსსასურსათომაღაზიაში დახლები ნახევრად დაცარიელებულია, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ფქვილზე © Marija Arnautović

მას შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა, თუმცა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ისევ ეშინიათ, რომ შეიძლება გახდნენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მორიგი სამიზნე. წუხილს კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებს შორის არსებული ეთნიკური განხეთქილება.

სახელმწიფო პრეზიდიუმის წევრები უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე ერთიან პოზიციაზე ვერ თანხმდებიან. პრეზიდიუმის სამი წევრიდან ორი წარმოადგენს ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციას, რომელიც უმეტესად ბოსნიელებით და ხორვატებით არის დასახლებული, ხოლო ერთი წევრი არის სერბთა რესპუბლიკის წარმომადგენელი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად სერბია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, პრეზიდიუმის წევრმა სერბთა რესპუბლიკიდან მილორად დოდიკმა განაცხადა, რომ ბოსნიის ნეიტრალიტეტს უჭერდა მხარს. პრეზიდიუმის დანარჩენმა ორმა წევრმა – ჟელკო კომშიჩმა და შეფიკ ჯაფეროვიჩმა კი მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთი შეიჭრა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

დოდიკის პოზიცია არავისთვის არ ყოფილა გასაკვირი, რადგან ყველამ იცის, რომ მას რუსეთთან ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. ბოლო თვეებში დოდიკმა გააძლიერა სეპარატისტული რიტორიკა და გადადგა კიდეც კონკრეტული ნაბიჯები სერბთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობისკენ იმ იმედით, რომ რუსეთი ამაში მხარს დაუჭერდა.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნატოც და ევროკავშირიც უფრო სერიოზულ ყურადღებას აქცევენ დოდიკის ყველა ნაბიჯს, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ ბოსნია მორიგი ომის ზღვარზე მიიყვანოს.

„მილორად დოდიკის მსგავსი ნაციონალისტი ავტოკრატები შესანიშნავი პაიკები არიან რუსეთისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინაში.“

მარტის დასაწყისში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისევე როგორც საქართველოს და მოლდოვას, ემუქრება პირდაპირი საფრთხე რუსეთისგან და ამიტომ ალიანსისგან უფრო ძლიერ მხარდაჭერას საჭიროებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა პრევენციული ზომის სახით თითქმის გააორმაგა თავისი სამშვიდობო ძალების (EUFOR) რაოდენობა ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

„ბოსნია-ჰერცეგოვინა საკმაოდ ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა არასტაბილურობის შესაქმნელად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი აქტორი, განსაკუთრებით კი სერბთა რესპუბლიკის პოლიტიკური ერთეულის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, ღიად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში,“ აცხადებს ნატოში ბოსნია-ჰერცეგოვინის მისიის სამხედრო ნაწილის ყოფილი ხელმძღვანელი  ალია კოჟლიაკი IWPR-თან საუბრისას. „ისინი ეწინააღმდეგებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის ნატოში ინტეგრაციას და ამით პირდაპირ ხდებიან პუტინის თანამონაწილეები მისი მიზნების მიღწევაში.“

ეს კი პირდაპირ აცლის სახელმწიფოს იმის შესაძლებლობას, რომ გაუმკლავდეს უსაფრთხოების გამოწვევებს, დასძენს კოჟლიაკი, რომელიც ამჟამად სარაევოში, ბურჩის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

„სწორედ ამ ვითარების გამოყენებას ცდილობს პუტინი, რომელიც [ბოსნია-ჰერცეგოვინაში რუსეთის ელჩის მეშვეობით] ემუქრება ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომ ისიც უკრაინის ბედს გაიზიარებს, თუ ნატოში გაწევრიანების ამბიციებს სისრულეში მოიყვანს,“ აცხადებს ის.

ნატოში გაწევრიანება არის სწორედ ის საკითხი, რაზეც ბოსნია-ჰერცეგოვინის პოლიტიკოსები წლებია ვერ პოულობენ საერთო ენას. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ფედერაციის მოსახლეობის 70 პროცენტი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას, ხოლო სერბთა რესპუბლიკაში მოსახლოების მხოლოდ შვიდი პროცენტია მომხრე.

ავსტრიის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ვედრან ჯიჰიჩი თვლის, რომ რუსეთი დიდი ხანია  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს დასავლეთ ბალკანეთში ნატოს გაფართოებას და ასევე იმისთვის, რომ რეგიონში, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინაში ხალხს დაეკარგოს ევროკავშირისადმი ნდობა.

„ამიტომაც, მილორად დოდიკის მსგავსი ნაციონალისტი ავტოკრატები შესანიშნავი პაიკები არიან რუსეთისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინაში,“ განუცხადა ჯიჰიჩმა IWPR-ს.

„აშკარაა, რომ რუსეთსა და დოდიკს შორის არსებობს კოორდინაცია; გასაგებია, რა როლს ასრულებს რუსეთის ელჩი ბოსნია-ჰერცეგოვინაში; ნათელია, რომ რუსული პროპაგანდა ძლიერია არა მარტო ბოსნია-ჰერცეგოვინაში, არამედ სერბეთშიც.“

რუსეთის ელჩმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში იგორ კალაბუხოვმა ბოსნიის მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი იტოვებდა რეაგირების უფლებას იმ შემთხვევაში, თუ ბოსნია-ჰერცეგოვინა ნატოში გაწევრიანდებოდა, რაც ახსნა იმით, რომ ამ საკითხზე ქვეყანაში კონსენსუსი არ არსებობდა.

სერბთა რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ისინი ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს ნატოში გაწევრიანების თაობაზე და აღნიშნავენ, რომ მიჰყვებიან მეზობელი სერბეთის ნაბიჯებს.

კომშიჩმა და ჯაფეროვიჩმა კალაბუხოვის განცხადებას რუსეთის მხრიდან წამოსული მიუღებელი მუქარა უწოდეს, დოდიკმა კი კომენტარი არ გააკეთა.

ჯიჰიჩის აზრით, პუტინს ნებისმიერ დროს შეუძლია რეგიონში რუსი მოთამაშეების გამოყენება იმისთვის, რომ უფრო მეტი დაბრკოლება შეუქმნას დასავლეთს, მათ შორის, არ არის გამორიცხული ძალადობის პროვოცირებაც.

მისივე თქმით, ქვეყნის დისფუნქციურმა ინსტიტუტებმა, მმართველ პოლიტიკურ ელიტებში არსებული კორუფციამ და ეთნოპოლიტიკამ – რომლებმაც ქვეყანაში შექმნეს ხელოვნური კრიზისები, როგორც საშუალება, რომ ეძარცვათ  სახელმწიფო – ნამდვილად შეუწყო ხელი ბოსნია-ჰერცეგოვინას სტაგნაციას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამშვიდო ძალებია განლაგებული და ასევე, იმის გამო, რომ დასავლეთ ბალკანეთის არც ერთი ქვეყანა არ ესაზღვრება რუსეთს და ის მთლიანად გარშემორტყმულია ნატოს წევრი სახელმწიფოებით, ჯიჰიჩი აქ უკრაინული სცენარის გამეორებას არ ელოდება,

თუმცა, ის რომ რუსეთი ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას ბოსნია-ჰერცეგოვინაში საკმარია იმისთვის, რომ ურთიერთობები გააფუჭოს როგორც ქვეყნის შიგნით ისე რეგიონში, თუნდაც დიდი კონფლიქტების გარეშე, განმარტავს ჯიჰიჩი.

”ყველაზე ცუდი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რუსეთის ასეთი გავლენით და დოდიკისნაირი მოთამაშეებით, ბოსნია-ჰერცეგოვინის ნატოსკენ სვლა იქნება შეუძლებელი.”

მარია არნაუტოვიჩი IWPR-ს ჟურნალისტია სარაევოში

სტატია მომზადებულია IWPR-ის მიერ.

ბელარუსში წამება გრძელდება
მცირედ დაუმორჩილებლობასაც კი სერიოზული შედეგები მოსდევს.

ბელარუსი დისიდენტები პოლონეთში საერთაშორისო მხარდაჭერას ითხოვენ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ აიძულა თვითმფრინავი დამჯდარიყო მინსკში ცნობილი ოპოზიციური მედიის ლიდერის დასაკავებლად. © Omar Marques|ომარ მარკესი/Getty Images

დიმიტრი და ლია მაკდონალდსიდან მანქანით სახლში ბრუნდებოდნენ. იმ დროს მინსკის ცენტრში ანტისამთავრობო აქცია იმართებოდა. სოლილოდარობის ნიშნად დიმიტრიმ მანქანის სიგნალი მისცა. ცოტა ხანში ცოლ-ქმარი პოლიციამ გააჩერა.

„მანქანა გავაჩერე და დავინახე, რომ ოთხი სამართალდამცავი ჩვენკენ მორბოდა,“ თქვა დიმიტრიმ. „ხელკეტებით დაიწყეს შუშების მტვრევა, ყვიროდნენ რომ მანქანიდან გადმოვსულიყავით. იარაღი დამიმიზნეს. შოკში ჩავვარდი და წასვლა გადავწყვიტე.

„მანქანა რომ დავძარი, სამჯერ გაისროლეს. ერთი ტყვია ლავიწის ძვალში მომხვდა,  მეორე მანქანას,” – განაგრძო მან.

დიმიტრის მანქანას გზა გადაუღობეს. მან გაქცევა მოახერხა, რა დროსაც პოლიციის მანქანას დაეჯახა. პოლიცია დიმიტრის უკან დაედევნა, მალევე დაეწია და ცეცხლის გახსნის მუქარით გააჩერებინა მანქანა.

დიმიტრი ლიას თვალწინ სცემეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ცემა იქაც გააგრძელეს და თან ყველაფერი გადაიღეს ვიდეოზე, რომლის კადრებიც მოგვიანებით  ინტერნეტში გაავრცელეს.

უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბელარუსში სისტემურმა ძალადობამ ჩვეული ხასიათი მიიღო, რითაც არასათანადო მოპყრობა წამებას გაუტოლდა. მცირედი დაუმორჩილებლობის აქტებსაც კი სერიოზული შედეგები მოსდევს.

Human Rights Watch- ის თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს აიძულებენ „ხანგრძლივი სტრესის პირობებში ყოფნას, იყენებენ ელექტრო შოკს… დაკავებულებს დღეების განმავლობაში ამყოფებენ გადატვირთულ საკნებში, არაჰიგიენურ პირობებში და არ აძლევენ კომუნიკაციის საშუალებას.“

„ბელარუსის ქალთა ასოციაცია“ მუშაობს რეჟიმის წინააღმდეგ სარჩივრებზე „ქალთა მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის.“ ასეთი უამრავი ფაქტის მომსწრე იყო ლიაც, როდესაც თავად იყო დაკავებული.

„საკანში უჰაერობა იყო, ქალები ტიროდნენ,“ თქვა მან. „ერთმა ქალმა თავი მიახეთქა კედელს. მე ლოგინის ქვეშ შევძვერი და კუთხეში დავიმალე. გამახსენდა, რომ ტელეფონი თან მქონდა და ასე გავაგებინე ოჯახს რაც დაგვემართა.“

ხანგრძლივი ცემის შედეგ დიმიტრი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციის მანქანას განზრახ დაეჯახა.

„ასე იმიტომ ვთქვი, რომ გადავრჩენელიყავი,“ იხსენებს ის, თუმცა, მისივე თქმით, უარი თქვა იმის აღიარებაზე, რომ სპეცრაზმელებსაც განზრახ დაეჯახა, რის გამოც სამმა ჯარისკაცმა ისევ სცემა.

მოგვიანებით დიმიტრი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჰქონდა ტვინის შერყევა, სახის მოტეხილობები და უამრავი სისხლჩაქცევა. საავადმყოფოში ყოფნის დროს გაიგო, რომ მის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ცოლ-ქმარი პოლონეთში გაიქცა და თავშესაფარი ითხოვა.

2020 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც ბელარუსში გაყალბებულმა საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, ხელისუფლებას არ შეუწყვეტია დევნა და დაშინება. ერთი წლის განმავლობაში მთელი ქვეყანა დაპატიმრებების ტალღამ მოიცვა. დაკავებას ვერ გადაურჩა ვერც ყოფილი ელჩი იჰარ ლიაშჩენია, რომელსაც ბრალი დასდეს „მასობრივი არეულობის ორგანიზებაში“ 2021 წლის აგვისტოში.

Amnesty International-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, საპროტესტო აქციების დაწყებიდან ოცდაათი ათასზე მეტი ადამიანის დაკავება მოხდა. ხშირად, დევნის ობიექტები გამხდარან დაკავებულების პარტნიორები და ოჯახის წევრებიც.

ბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაცია Viasna ადამიანის უფლებათა დარღვევების საკითხებზე 1996 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციის თანახმად, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობა წამებას უტოლდება და ზოგადად, ადამიანის უფლებათა კუთხით  ქვეყანაში ვითარება „მნიშვნელოვნად არის გაუარესებული“.

უფლებადამცველი ვიქტორია ფედოროვას განაცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საგამოძიებო კომიტეტის“ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში ექვსასზე მეტმა მოქალაქემ შეიტანა საჩივარი დაკავების დროს მიღებული დაზიანებების შესახებ.

„წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის“ დასკვნით, ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ამგვარი ძალადობის ბრალდებების გამოსაძიებლად.

„ჩვენი შეფასებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ყველა ვისი დაკავებაც მოხდა 2020 წლის 9 აგვისტოდან 12 აგვისტომდე [საპროტესტო აქციების დაწყების პერიოდი] იყო წამების ან ძალის გადამეტების და არაადამიანურ პირობებში ყოფნის მსხვერპლი,“ აღნიშნა ფედოროვამ.

„იმ დროს შვიდი ათასამდე ადამიანი იყო ოფიციალურად დაკავებული. აღსანიშნავია, რომ წამება დღემდე გრძელდება, ამიტომ მსხვერპლთა რიცხვი მუდმივად იზრდება. რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომიტეტს ყველა არ მიმართავს საჩივრით ან შუამდგომლობით. ბევრს ეშინია შემდგომი დევნის, ბევრი აზრს ვერ ხედავს. 2020 წლის აგვისტოდან მოყოლებული, სამართალდამცავების წინააღმდეგ არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული.“

ვითარება იმდენად გაუარესდა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებიც აღმოჩნდნენ დევნის სამიზნე, ხელისუფლება მათ საპროტესტო აქციების მთავარ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს.

2021 წლის მარტში ბელარუსმა სამართალდამცავებმა ფეხბურთის გულშემატკივრების წინააღმდეგ 65 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. უმეტესობის ვინაობა უცნობია. 2021 წლის აგვისტოში პოლიციამ კიდევ ხუთი გულშემატკივარი დააკავა, რომლებიც შარშანდელ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.

ფეხბურთის გულშემატკივრები ანტონი და ილონა მშობლებთან ერთად რესტორნის ტერასაზე ისხდნენ, როდესაც ორი ავტომობილი რესტორანთან გაჩერდა. იქედან ნიღბიანი პირები გადმოვიდნენ და ყველა ახალგაზრდა მამაკაცს „საბუთების შესამოწმებლად“ გაყოლა მოსთხოვეს.

პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე ახალგაზრდებს სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„მითხრეს, რომ არასოდეს გამათავისუფლებდნენ. ჯერ მაწამეს და იძალადეს ჩემზე, მერე კი ცამეტდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯეს,“ თქვა ანტონმა.

ანტონი მეორედ 2020 წლის ოქტომბერში დააკვეს, ერთ-ერთი მშვიდობიანი აქცია-მსვლელობის დროს.

„გზაშიც და პოლიციის განყოფილებაშიც არაერთხელ მცემეს, მთელი ღამე ცივ ავტოფარეხში დამტოვეს. ბოლოს კი თხუთმეტი დღით პატიმრობა მომისაჯეს,“ დასძინა მან.

ანტონი და ილონა უკრაინაში გაიქცნენ. ისინი დღემდე იქ ცხოვრობენ და არ აპირებენ ბელარუსში დაბრუნებას, სანამ ლუკაშენკო იქნება ხელისუფლებაში.

სტატია მომზადებულია IWPR-ის მიერ.

რეფორმა რომელიც არ შედგა
დაპირებული თვითმმართველობის ევროპული მოდელის ნაცვლად დღეს მივიღეთ ცენტრალიზებული მართვის საბჭოური სისტემა.

ნახეთ მეთი სტუდია მონიტორის გამოძიებაში „დაპირებიდან დაპირებამდე“.

საგამოძიებო რეპორტაჭი დაფინანსდა IWPR-ის მიერ პროექტის „ხმის მიცემა, ცვლილებების ინიცირება დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთის სტეპებამდე“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

რეპორტაჟში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს, და შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების პოზიციას.

აფხაზეთი რუსეთს უძრავი ქონების ბაზარს უხსნის
დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დე ფაქტო რესპუბლიკაში უძრავი ქონების შეძენას შეძლებენ.

მიტოვებული სახლი ჩანბას ქუჩაზე სოხუმში. © Facebook page Sukhumi/სოხუმი/Сухуми/Аҟәа

ერთ დღეს ეკა ხაინდრავა ფეისბუქში შემთხვევით გადააწყდა ვიდეოს, რომელშიც მისი საკუთარი სახლი, რომელიც 1994 წელს კოფლიქტის შედეგად იძულებით დაატოვებინეს, გასაყიდად იყო გამოტანილი.

„ის პერიოდი განმიახლდა, როცა დავტოვეთ აფხაზეთი, საშინლად განვიცადე,“ გვიყვება აფხაზეთიდან დევნილი ეკა ხაინდრავა, რომელიც ოჯახთან ერთად 28 წელია დევნილობაში ცხოვრობს. „ძალიან მძიმეა, როცა ხედავ როგორ შედის შენს ეზოში ვიღაც რუსი მაკლერი და იღებს ვიდეოს, სადაც აღწერს თუ რა ლამაზი ეზო და სახლი იყიდება შემოსავლიანი თხილის პლანტაციებით.

„მოვძებნე ეს რუსი მაკლერი და დავუკავშირდი, რა უფლებით ყიდი ჩემ სახლს მეთქი, თუ შენი სახლი არისო ჩამოდი, აქ იცხოვრეო და დამცინა. ვიცი, რომ სოხუმში ცხოვრობს და ამ საქმით არის დაკავებული,“ დასძინა მან.

„არამარტო ჩემ სახლს ყიდის ასეთი ფორმით, არამედ სხვა სახლებსაც. როგორც გავარკვიე ჩემს სოფელში, განახლებაში ათამდე სახლი გაიყიდა და ყველა სახლი რუსებმა შეიძინეს. ძირითადად რუსები და სომხები ყიდულობენ, რატომაც არა შავი ზღვა, ულამაზესი ბუნება და როცა ასეთ ადგილას სახლს შეიძენ სულ რაღაც 10 ათასიდან 15 დოლარამდე, ნაჩუქარია და ამ ყველაფერს ათასგვარი მაქინაციებით აკეთებენ“, ამბობს ეკა.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვა უკვე დიდი ხანი არის აკრძალულია, სინამდვილეში ასეთი გარიგებები საკმაოდ ხშირია. შუამავლების საშუალებით სახლებს ჩვეულებრივ რუსები ყიდულობენ. კანონში დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ კი უცხოელები უკვე ოფიციალურად შეძლებენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას. ადგილობრივები შიშობენ, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს რუსეთის ისედაც უზარმაზარ გავლენას დე ფაქტო რესპუბლიკაში, ხოლო დევნილები სულ უფრო ნაკლებად ხედავენ დაბრუნების პერსპექტივას.

ადგილობრივმა ჟურნალისტმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა გვითხრა, რომ რუსები უძრავ ქონებას ადგილობრივი მოქალაქეობის მქონე სომხების მეშვეობით ყიდულობენ.

„ოფიციალურად, ქონება რეგისტრირებულია მის სახელზე, მაგრამ ვინც იყიდა ის იყენებს სახლს, პლანტაციებს და სხვა ქონებას,”- გვითხრა მან.

გასულ წელს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზეთისა და რუსეთის კანონმდებლობის უფრო დაახლოების მიზნით რეფორმების გატარება დააანონსა.

მათ შორის არის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უძრავი ქონების ყიდვის უფლებას მისცემს „იმ სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.”  პროცესის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.

ჟურნალისტის თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები აბსურდულია, რადგან რუსები უკვე ისედაც განაგებენ ყველაფერს.

„კანონი რა საჭიროა, ყველაფერი ისედაც მაგათია, თავსაც ვერ მოაბრუნებ უნებართვოდ, ყველგან ესენი იშენებენ სახლებს, ილორის ტერიტორიაზე მთლიანად ზღვის სანაპიროზე რუსებმა აიშენეს სახლები, მოსახლეობა კი ხვდება რაც ხდება, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის და ვინ რას იტყვის. ამ პროცესებს თქვენი მხარეც [თბილისი] უწყობს ხელს, არაფერზე რაც აქ ხდება ხმას არ იღებენ, ალბათ, მოვა დრო და ორივე მხარე აგებს პასუხს ხალხის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდების გამო,“  გვითხრა მან.

მიუხედავად იმისა, რომ მიტოვებული სახლების გაყიდვას ადგილობრივები არ მიესალმებიან, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.

„ქართველების სახლების მასიური გაყიდვა უბრალო მოსახლეობას არ უნდა, მაგრამ ხალხს ვინ ეკითხება რამეს, ამას მთავრობა აკეთებს, ორივე მხარე, ჩვენიც და თქვენიც, ერთად აკეთებენ ბიზნესს, უბრალო ხალხს არაფერი არ აქვს. ხელისუფლება მდიდრდება ორივე მხარეს და ხალხი მშიერი კვდება,“ ამბობს აფხაზი ჟურნალისტი.

პროცესის მიმართ გულგრილობაში დაადანაშაულა თბილისი ეკა ხაინდრავამაც.

„უბრალოდ ეს საკითხი არ აინტერესებთ, არც დევნილების ბედით არიან დაინტერესებულები, სხვას რა მოვთხოვოთ, როცა შენი ქვეყანა არ იცავს დევნილების უფლებებს.“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ეთნიკური წმენდა განხორციელდა, არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი.

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში, ერთ-ერთი უმთავრესი თემის სახით, განიხილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთო და ღირსეული დაბრუნების საკითხი, რომლის მისაღწევად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალური ძალისხმევით განაგრძობს ყველა შესაბამისი ბერკეტის გამოყენებას,“ გვითხრა მინისტრმა.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც თვლის, რომ ქართველების სახლების გაყიდვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„ყველა ეს მოქმედება არ შეესაბამება თვით აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ კანონმდებლობას. აფხაზები სხვა მოქალაქეებზე არ ყიდიან უძრავ ქონებას. ეს რაც ბოლო პერიოდში ხდება არის შუამავლების საშუალებითა და სხვადასხვა ფორმებით. ვინც ყიდულობს, მას საერთოდ არ ადარდებს კანონმდებლობა. ეს ყველა გარიგება არის უკანონო, როგოც საქართველოს კანონმდებლობით, ისე თვით აფხაზეთის დე ფაქტო კანონდებლობითაც კი.

„ეს არის ჰაერზე გამოკიდებული გარიგებები, ნოტარიუსების დონეზე დამტკიცებული, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემის უკანონო ფაქტები. თუ ვინმე მერე ნორმალურ სასამართლოში იჩივლებს, მომავალში ყველა ამ გარიგებების გაუქმება შეიძლება,“ განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გალელი მურთაზ ჯალაღონია მართლაც იხსენებს შემთხვევას, როდესაც ერთმა ოჯახმა ომის დროს მიტოვებული სახლის დაბრუნება შეძლო.

„მაგალითად, ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა დაახლოებით ორი თვის წინ სოხუმში, ჩემი ბიძაშვილის მეზობლად ბერძენი ოჯახი ცხოვრობდა, ომის შემდეგ რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად და სახლი დროებით სარგებლობაში თავის აფხაზ მეზობელს გადასცეს. ამ აფხაზმა ეს სახლი როგორღაც მოახერხა ნოტარიუსით და სასამართლოთი და თავის სახელზე გადაიფორმა, ახლა როცა დაბრუნდა ბერძენი, ასეთი მდგომარეობა დახვდა და სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ყველას გაუკვირდა როცა გავიგეთ, რომ სასამართლომ ბერძენს დაუბრუნა სახლი და ის აფხაზი ოჯახი იძულებით გამოასახლეს“, გვიყვება მურთაზ ჯალაღონია.

მისი თქმით, სანამ აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა ხელისუფლებაში იყო, მან არ მიაღებინა კანონი ქართველების მიტოვებული სახლების აფხაზებისთვის გადასაცემად. თუმცა, ხაჯიმბას არჩევის შემდეგ, აფხაზებს ასეთი სახლების ყიდვის უფლება მიეცათ. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები კი ბაზარს უფრო გახსნის.

„პროცესი შეუქცევადი გახდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი ახალ კანონს მიიღებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. რუსეთის უშუალო ზეწოლით აფხაზეთის პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ, არცერთი სხვა ქვეყნის მოქალაქეს დღეს აფხაზეთში არ შეუძლია უძრავი ქონების შესყიდვა“, – ამბობს მურთაზ ჯალაღონია.

სტატია მომზადებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის გააძლიერე, გადაამოწმე, ჩაერთე  ფარგლებში.