რამდენიმე დღის წინ ,,სინგულარმა” კიდევ ერთ მნიშვნელოვან აპლიკაციაზე დაასრულა მუშაობა. აპლიკაციას ,,ღია პეტიციები” ეწოდება და მისი მთავარი მიზანია, ფეისბუქის მომხმარებლებს საკუთარი ინიციატივების მთავრობასთან მიტანა გაუადვილოს. აპლიკაცია პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის ფეისბუქ-გვერდზეა განთავსებული.

თანამედროვე სამყაროში  იდეების სხვებისთვის გაზიარება სირთულეს არ წარმოადგენს. შეგიძლია ყველა მეგობარს აცნობო, რას შეცვლიდი საკუთარ ქალაქსა თუ ქვეყანაში. მაგრამ მეგობრებისთვის გაზიარება ყოველთვის ეფექტური არაა. დრო გადის, შენს ქალაქში კი “სტარბაქსი” მაინც არ იხსნება და არც პოკერის საერთაშორისო ტურნირი ტარდება.
საქმე ისაა, რომ  მხოლოდ სურვილების დაფიქსირება არ კმარა. მთავარია ხმა მათ მიაწვდინო, ვისაც მათი განხორციელება შეუძლია.   ” ღია პეტიციები”  სწორედ ამ გზის გასამარტივებლად შეიქმნა.

[გააგრძელეთ კითხვა…]

{ 6 comments }

საფეხბურთო ჩემპიონატების დროს განსაკუთრებით მიხარია, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ. სხვაგვარად, ალბათ ჩემპიონატის დასაწყისში დაძინება და ფინალის შემდგომ გამოღვიძება მომიწევდა. სიფხიზლეს აზრიც არ ექნებოდა. იმიტომ, რომ ამ დროისათვის დედამიწა მხოლოდ იმიტომ ტრიალებს, რომ მატჩების დასაწყისი მოაახლოვოს. ლუდიც იმიტომ ისხმება ბოთლებში, რომ ეკრანების წინ დაილიოს და ევროპის ქვეყნებიც იმისთვის ინარჩუნებენ სახელმწიფოებრიობას, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ ფეხბურთში.

საფეხბურთო ციებ-ცხელება ფეისბუქზეც ცხადად იგრძნობა, რაც გასაკვირი არაა. ყველას უნდა არა მხოლოდ ნამდვილ, არამედ ვირტუალურ მეგობრებსაც გაუზიაროს საკუთარი საფეხბურთო შთაბეჭდილებები.  რა თქმა უნდა, საფეხბურთო სტატუსებიც, ფოტოებიც და კომენტარებიც მშვენიერია, მაგრამ  ”აჭარაბეთი”  და  ”სინგულარი” გთავაზობთ, სულ სხვა მასშტაბით ჩაერთოთ ევროპის ჩემპიონატში: ამისთვის გაეცანით ევრო 2012-ის თემაზე შექმნილ აპლიკაციებს.

1. ევრო 2012 ფანი

ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თაიმლაინზე გადახვალთ, საყვარელი ნაკრები გაგახსენდებათ

ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თაიმლაინზე გადახვალთ, საყვარელი ნაკრები გაგახსენდებათ

ეს აპლიკაცია გაძლევთ შესაძლებლობას,  პროფილის ან ქავერის სურათად თქვენი საყვარელი ნაკრების სიმბოლო დააყენოთ: პროფილის სურათის შემთხვევაში_ გერბი, ქავერის სურათის შემთხვევაში კი_ დროშა. ამიერიდან თქვენს მეგობრებს ეცოდინებათ, რომელი გუნდის წარმატება უნდა მოგილოცონ. აპლიკაციაზე გადასვლა ამ ლინკით შეგიძლიათ.

[გააგრძელეთ კითხვა…]

{ 2 comments }

ყველაზე მასშტაბური ქართული ფეისბუქ თამაში – “მეღვინე”

by Singular June 13, 2012 თამაშები

,,მოვიყვანე ,,შავკაპიტო” და აშშ-ში გავყიდე, ახლა ალექსანდროულიც დავამატე, ფული დამერიცხა და მიწა ვიყიდე კიდევ” ,,უკვე ავიღე მოსავალი, ახლა ყურძნის მარაგში შევალ და დავწურავ” ,,კიდევ კარგი დავაზღვიე, თორემ 250 ბოთლი ხვანჭკარა დამეკარგებოდა” ,,დისტრიბუტორებმა 120 ბოთლი ღვინო დამილიეს, მაგრამ ეგ არაფერი. დამწიფდა ყურძენი უკვე” ასეთი  პოსტები და კომენტარები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 21 მაისიდან მოყოლებული ყოველდღიურად ჩნდება_  მას შემდეგ, რაც ფეისბუქზე ახალი ქართული თამაში,  ,,მეღვინე” გაეშვა.  თამაშის არსი მარტივია: მოთამაშეები  ვირტუალური ფულით აშენებენ ვენახებს, აღებული მოსავლისაგან წურავენ ღვინოს [...]

3 comments სრულად წაკითხვა →

ვაკანსია: პროექტის მენეჯერი

by Singular February 13, 2012 ვაკანსიები

მოვალეობები: გაუწიოს კოორდინაცია მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს. დაგეგმოს არსებული და მომავალი პროექტების შესრულების ვადები. გაუწიოს ეფექტური კოორდინაცია პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებას. აწარმოოს დასრულებული პროექტების შემოწმება და მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი, მენეჯმენტის განხრით. გამოცდილება: მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება პროექტის მართვის, მენეჯმენტის სფეროში. ენები: ინგლისური, ქართული. სხვა: კარგად ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების მქონე; კომუნიკაბელური; შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის [...]

0 comments სრულად წაკითხვა →

ვაკანსია: ვებდიზაინერ-დამკაბადონებელი

by Singular March 17, 2011 სინგულარის ამბები

სინგულარ ჯგუფში ვაკანსია ცხადდება! დეტალებისათვის შეამოწმეთ ჩვენი ვაკანსიების გვერდი: http://singular.ge/blog/jobs/ Tweet

13 comments სრულად წაკითხვა →

საქართველოში პირველად ტარდება IT Startup დღეები

by ნინი December 2, 2010 სინგულარის ამბები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა Singular Group -თან ერთად ორგანიზება გაუწია IT Startup დღეების ჩატარებას საქართველოში. პროექტის მიზანი არის IT ინოვაციების ხელშეწყობა. პროექტის განხორციელება იგეგმება 2 თვეში ერთხელ. ამ ეტაპზე ჩატარდა მისი საპილოტე ვერსია, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ბიზნესის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტები იღებდნენ. პროექტის მეორე ეტაპი იქნება ღია ნებისმიერი [...]

12 comments სრულად წაკითხვა →

23 ოქტომბერს “სინგულარ ჯგუფმა” განათლების სამინისტროში წარადგინა “სკოლის ფინანსური მართვის” უზრუნველყოფის ელექტრონული სისტემა

by ნინი October 29, 2010 სინგულარის ამბები

2010 წლის 23 ოქტომბერს კომპანია „სინგულარ ჯგუფმა“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს წარუდგინა პრეზენტაცია „სკოლის ფინანსური მართვის“ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საჯარო სკოლებისთვის ელექტრონული საინფორმაციო ბაზების შექმნას. პროგრამა შეიქმნა „საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების“ დაკვეთით. პროგრამა განკუთვნილია სკოლის ფინანსური და ადამიანური რესურსის სამართავად. მისი დახმარებით მოხდება ყოველთვიური სახელფასო გაანგარიშებების წარმოება, ფინანსური ტრანზაქციების [...]

0 comments სრულად წაკითხვა →

Tweet.ge-ს და Notify.ge-ს MMS სერვისი დაემატა

by Singular September 30, 2010 ტექნოლოგიები და ინტერნეტი

ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც საინტერესო მოვლენას შესწრებიხართ და ამ მოვლენის დასაფიქსირებლად მობილური ტელეფონის კამერით ფოტო გადაგიღიათ. იმ მომენტში შეიძლება გინატრიათ კიდეც, რომ ეს ფოტო ყველა თქვნი მეგობრისთვის გეჩვენებინათ. საამისოდ ფოტოს MMS-ით გაგზავნა საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ალბათ დაგაფიქრათ MMS შეტყობინებების გაგზავნის ხარჯზე და ეს იდეა მყისვე გადაგიფიქრებიათ. სინგულარ ჯგუფი გთავაზობთ უფასო* და მარტივ საშუალებას – მობილურით გადაღებული სურათი ყველა თქვენს მეგობარს [...]

2 comments სრულად წაკითხვა →

როგორ ჩავსვათ ტვიტერის ვიჯეტი ბლოგზე/ვებ-გვერდზე?

by Singular September 26, 2010 ტექნოლოგიები და ინტერნეტი

სტუმრის პოსტი ბლოგიდან Sweet.ge წინა კვირას პატარა კვლევა ჩავატარეთ სამსახურში და აღმოჩნდა რომ 110 ქართული პოპულარული ბლოგიდან მხოლოდ 51-ია დარეგისტრირებული ტვიტერზე და იქიდან მხოლოდ 25-ს აქვს ბლოგზე ჩასმული ტვიტერის ვიჯეტი. ამიტომაც გადავწყვიტე ქართულ ბლოგებზე ვიჯეტის ჩასმის პრობლემის მოსახსნელად ეს ტუტორიალი გამეკეთებინა. ტუტორიალი WordPress.com-ის მომხმარებლებისთვის: შედიხართ: თქვენი ბლოგის Dashboard-ზე → Appearance → Widgets → ირჩევთ ვიჯეტს სახელად Twitter → გადაათრევთ Sidebar-ში და შეიყვანთ [...]

1 comment სრულად წაკითხვა →

რა არის notify.ge?

by Singular September 24, 2010 ტექნოლოგიები და ინტერნეტი

notify.ge უფასო მობილური სერვისია, რომლის მეშვეობითაც Facebook-ის სტატუსების ქართულ ენაზე განახლება SMS-ის საშუალებით შეგიძლია. 1. გაიარე რეგისტრაცია შენი facebook-ის ანგარიშით ამისათვის მხოლოდ მობილური ტელეფონის ნომერი და facebook-ის ანგარიშის მონაცემები დაგჭირდება. 2. იმისათვის, რომ მობილურიდან Facebook-ზე სტატუსი განაახლო, გააგზავნე SMS შეტყობინების ტექსტი ნომერზე 892 89 89 89 რამდენიმე წამში შენი Facebook-ის კედელზე (Wall-ზე) შეტყობინება ქართულ ენაზე დაწერილი გამოქვეყნდება. [...]

0 comments სრულად წაკითხვა →